ყატარში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის გათამაშების ბოლო ეტაპზე ტურნირის ქართველი ფავორიტი მარტა ფიეროსთან გაწბილდა
ყველაფერს წარმოვიდგენდი, ასეთ შედეგს - ვერა. ალალად გეტყვით: ვერც გავიფიქრებდი, ყატარში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის გათამაშების ბოლო ეტაპზე ტურნირის ფავორიტი ნანა ძაგნიძე (25509) ასპარეზობის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ეკვადორელ მარტა ფიეროსთან (2363) თუ დამარცხდებოდა.

თავი რომ დავანებოთ იმას, ჩვენებური რეიტინგში 187 პუნქტით უსწრებს მეტოქეს, ეკვადორელზე ბევრად ძლიერი და გამოცდილია. იქნებ, სათანადოდ არ შეაფასა ნანამ მოწინააღმდეგე და იოლად მოისურვა ქულის შერგება?! ქართველ დიდოსტატს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა პირველი ტურის სენსაცია: ფიერომ ასპარეზობის სტარტზევე სძლია 2001-2004 წლების ჩინელ მსოფლიოს ჩემპიონ ჟუ ჩენს, რომელიც ამჟამად ყატარის სპორტულ ღირსებას იცავს, მეორე ტურში კი უშეღავათო პაექრობის შემდეგ დათმო პარტია რეიტინგით მსოფლიოს მეორე მოჭადრაკე ჰამფი კონერუსთან.

პირველი გამარჯვება იზეიმა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ, რომელმაც 45-ე სვლაზე სძლია 2006-2008 წლების ჩინელ მსოფლიოს ჩემპიონსა და თასის მფლობელ სიუ იუჰუას. გუშინ უმაღლესი ტიტულის მფლობელთა კიდევ ერთი დუელი გაიმართა: 2004-2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) თეთრი ფიგურებით ჟუ ჩენთან დამარცხდა.

გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგა სომეხი ელინა დანიელიანი, რომელმაც მონგოლი ბაჰთუიაგ მონგონთულის ძლევით ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი 62-ე სვლაზე კონერუს დაუზავდა. ყველაზე გვიან ფრანგი მარი სებაგისა და სომეხ ლილით მკრტიჩიანის ორთაბრძოლა დამთავრდა. 84-ე სვლაზე ისინიც ყაიმზე შეთანხმდნენ.

სამი ტურის შემდეგ: დანიელიანი-3, ძაგნიძე-ფიერო-2-2, კრამლინგი, კონერუ, ჟუ ჩენი, სებაგი-1.5:1,5, ჩიბურდანიძე, იუჰუა, სტეფანოვა, მონგონთუული, მკრტიჩიანი-1 ქულა.

დღეს მე-4 ტურში ითამაშებენ: ძაგნიძე-დანიელიანი, სიუ იუჰუა-მონგონთუული, მკრტიჩიანი-ჩიბურდანიძე, ჟუ ჩენი-სებაგი, კონერუ-სტეფანოვა, ფიერო-კრამლინგი.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა