ენდი მარეიმ რეიტინგში დაწინაურების რეალური შანსი მიიღო

გასულ კვირას, მამაკაცებს ერთადერთი ტურნირი ჰქონდათ - შანხაის "მასტერსი", რომელმაც დაადასტურა სეზონის მეორე ნაწილის ტენდენციები - რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის კრიზისი და ენდი მარეის ბრწყინვალე ფორმა.

ნადალის წაგებაზე პირველივე მატჩში უკვე დავწერეთ, რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მან ნახევარფინალური ეტაპი ვერ გადალახა, როცა ორ სეტში წააგო რობერტო ბაუტისტა-აგუტთან, არადა, შეიძლებოდა მეოთხედფინალიშიც დამარცხებულიყო მიშა ზვერევთან, ამ უკანასკნელს ცოტა მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა.

ბაუტისტა-აგუტთან მატჩში ჯოკოვიჩს ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ესპანელი შესანიშნავად თამაშობდა გადამწყვეტ მომენტებში, რამაც საშუალება მისცა, ცხრიდან შვიდი ბრეიკ-პოინტის საფრთხე მოეგერიებინა.

საბოლოოდ, ესპანელმა, რომელსაც ხუთიდან ხუთი მატჩი ჰქონდა წაგებული ჯოკოვიჩთან და მხოლოდ მეორედ თამაშობდა "მასტერსის" ნახევარფინალში, 6:4, 6:4 მოიგო და კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია. ჯოკოვიჩი კი აშკარად განერვიულებულია თავისი დღევანდელი მდგომარეობის გამო. ერთ-ერთ ეპიზოდში, თავისი თამაშით უკმაყოფილო სერბმა მაისურა შემოიხია.

ჯოკოვიჩის პრობლემების ფონზე, ფანტასტიკურად გამოიყურება ენდი მარეი, რომელმაც ორი კვირის განმავლობაში, მეორე ჩინური ტურნირი მოიგო. ბრიტანელმა სეტის წაუგებლად მიაღწია ფინალამდე და ყველაზე მეტად სწორედ იქ გაუჭირდა.

პირველ სეტში მარეის ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც გამოიყენა და 5:4-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ენდი 40:15 დაწინაურდა და ორმაგი სეტბოლი მოიპოვა, მაგრამ მოულოდნელი ჩავარდნა ჰქონდა, რომელიც დიდი ხანი არ გაგრძელებულა. ენდიმ მალე მოუმატა და ერთ მომენტში 12-დან 11 ქულა აიღო, რითაც პირველი პარტიის ტაი-ბრეიკი 7:1 მოიგო და წარმატებით დაიწყო მეორე. ესპანელმა მეორე სეტში წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო და 6:7, 1:6 დამარცხდა.

მარეიმ ამ სეზონში მეექვსე, კარიერაში კი 41-ე ტიტული მოიპოვა (გაუთანაბრდა ყველა დროის სიაში მე-15 ადგილზე მყოფ სტეფან ედბერგს), გარდა ამისა, ეს იყო მისი მე-13 გამარჯვება "მასტერსის" სერიის ტურნირებზე. რაც მთავარია, მარეიმ 915 ქულამდე შეამცირა სხვაობა რეიტინგში ჯოკოვიჩთან და რეალური შანსი აქვს - სეზონი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულოს.

მარეის წლის ბოლომდე სამი ტურნირი აქვს სათამაშო - ვენა, პარიზის "მასტერსი" და წლის შემაჯამებელი. არსებობს ასეთი ვარიანტი: თუ მარეი მოიგებს ვენასა და პარიზში, ხოლო ჯოკოვიჩი საფრანგეთის დედაქალაქში ფინალამდე ვერ მივა, ბრიტანელი სათავეში ჩაუდგება კლასიფიკაციას.

1/2 ფინალი

რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპ)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 6:4, 6:4; ენდი მარეი (ბრიტ)-ჟილ სიმონი (საფ) 6:4, 6:3.

ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ)-რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპ) 7:6(1), 6:1.

ნოვაკი ბეკერს შორდება?

"რა თქმა უნდა, ემოციურად და მენტალურად ძალიან მაქვს მოსამატებელი. სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული და საქმე სანახევროდაა შესრულებული. შესაძლოა, უბრალოდ გამოფიტული ვარ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარე ბოლო 15-20 თვის განმავლობაში.

ადრე თუ გვიან, ასეთი რამ აუცილებლად მოხდებოდა. მესმოდა, რომ ვერ შევძლებდი მრავალი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშს. მაგრამ ეს კარგი გამოცდილებაა და იმედი მაქვს, მომავალში უფრო ძლიერი გავხდები. შევეცდები უკეთ მოვემზადო დარჩენილი ტურნირებისთვის, რომლებშიც ბოლო ორი წელია, კარგად გამოვდიოდი.

კონფლიქტი მსაჯ კარლოს ბერნარდესთან? მე არ მესმის მისი გადაწყვეტილებები. გამოვიყენე პაუზა, რათა მაისურა გამომეცვალა, მან კი გაფრთხილება გამომიწერა. მას უნდოდა დღევანდელი შოუს ვარსკვლავი გამხდარიყო", - განაცხადა ბაუტისტა-აგუტთან მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.

ამასობაში, გერმანული პრესა წერს, რომ ჯოკოვიჩმა, შესაძლოა, შეწყვიტოს თანამშრომლობა თავის მწვრთნელთან ბორის ბეკერთან. სავარაუდოდ, მათი გაყრა მომავალი სეზონის დაწყებამდე მოხდება. შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი და ბეკერი 2013 წლიდან თანამშრომლობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა