გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენის" ცნობით, ქართველის ტრანსფერზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა გუნდი არ სახელდება
24 თებერვალს გამთენიისას "ატლანტა ჰოქსმა" "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ ითამაშა. "ჰოქსში" ზაზა ფაჩულია ირიცხება, "სანსში" - ქართველთათვის კარგად ნაცნობი პოლონელი მარცინ გორტატი, ხოლო სამწვრთნელო შტაბში იგორ კოკოშკოვი. საინტერესო იყო ფაჩულია-გჰორტატის დუელის კიდევ ერთხელ ხილვა, მაგრამ ბრძოლა არ შედგა. მიზეზი: ფაჩულიას არ უთამაშია. მის არყოფნაში გორტატმა 13 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, ხოლო "ფინიქსმა" 105:97 მოიგო.

"ჰოქსის" შემადგენლობაში გამოჩენილან მაიკ ბიბი, ჯორდან კროუფორდი და მორის ევანსი. მათი არყოფნის მიზეზი მარტივია: "ატლანტას" ხელმძღვანელობამ ვაშინგტონელ კირკ ჰინრიხსა და ჰილტონ არმსტრონგში გაცვალა. ჰინრიხი ბიბის თანაამპლუელია (გამთამაშებელი), ხოლო როგორც ატლანტური გაზეთები წერენ, ტანმაღალი არმსტრონგი ჯეისონ კოლინზის ახალგაზრდა პროტოტიპია.

მთავარი კითხვა: რატომ არ ითამაშა ზაზა ფაჩულიამ? პასუხს გაზეთი "ატლანტა კონსტიტუშენი" გვცემს: "კროუფორდის, ბიბის, ევანსის გვერდით არ უთამაშია ზაზა ფაჩულიას. მიმდინარეობს მუშაობა მის ტრანსფერზეც, მაგრამ ჯერ კონკრეტული გუნდი არ სახელდება."

უნდა ვივარაუდოთ, რომ ზაზამ თავად მოითხოვა გუნდიდან წასვლა. მან ზაფხულშიც აღნიშნა: 2010-11 წლების სეზონის წინ "ატლანტაში" დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ მთავარი მწვრთნელი შეცვალეს და წასვლაც ამიტომ გადავიფიქრეო. ქართველ ცენტრს იმედი ჰქონდა, რომ მანამდე სათადარიგოებთან მომუშავე ლარი დრიუ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მაიკ ვუდსონზე მეტად ენდობოდა. თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა - არც დრიუს ემეტება (თუ ემეტებოდა) ზაზასთვის სათამაშო დრო.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ფაჩულიას საუკეთესო ვარიანტი 2009 წელს გამოუჩნდა - "სან ანტონიოში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა "ატლანტამ" საკონტრაქტო თანხა ბოლო მომენტში მოუმატა და ზაზაც ჯორჯიაში დარჩა.

ვნახოთ ამჯერად რომელი კლუბი აიყვანს ზაზას. მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის