ჯერჯერობით ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილს ბულგარეთში წასაყვანი შემადგენლობა არ დაუსახელებია
ფოტოზე: ჯონდო მუზაშვილი

საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრები ემზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც 10-14 ნოემბერს სოფიაში გაიმართება.

ჩვენი ვაჟთა გუნდი დღეისათვის ბორჯომში, სპორტკომპლექს "ოლიმპში" გადის პირველ შეკრებას, რომელიც 9 ოქტომბერს დაიწყო და 23-ში დასრულდება. ამის შემდეგ სპორტსმენები რამდენიმე დღით ოჯახებს დაუბრუნდებიან, 28-ში კი მეორე და დასკვნით შეკრებას დაიწყებენ, ოღონდ სად, ეს ჯერ ბოლომდე არაა გარკვეული. ალტერნატივა ორია - გორი ან თბილისი, თუმცა რადგან გორის დარბაზში გარკვეული ტიპის სარემონტო სამუშაოებია, ამ შეკრების მასპინძლობის უფრო დიდი შანსი თბილისს აქვს.

ჯერჯერობით ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილს ბულგარეთში წასაყვანი შემადგენლობა არ დაუსახელებია, თუმცა გასარკვევიც ბევრი არაფერი დარჩა - ორიოდე წონა. ოღონდ მწვრთნელი ჯერ არც ამ ვაკანტურ წონებს ასახელებს, რათა კონკურენცია დანარჩენებშიც ბოლომდე შეინარჩუნოს. სავარაუდოდ, ის ამ შეკრების ბოლომდე გამოაცხადებს გუნდის შემადგენლობას. სოფიაში მონაწილენი გოგოების ტურნირშიც გვეყოლებიან.

შეგახსენებთ, რომ შარშან ჩვენმა სამბისტებმა წარმატებით იჭიდავეს მაროკოულ კასაბლანკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ მოვიპოვეთ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. თანაც - ორი ერთად, რაც ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57) და დავით ლორიაშვილმა (100) შეძლეს.

ჩვენი ვაჟების აქტივში კიდევ სამი ბრინჯაოს მედალი იყო, რომელსაც ლევან ნახუცრიშვილი (68), ბესარიონ ბერულავა (74) და ბექა ბერძნიშვილი (+100) დაეუფლნენ.

ბიჭებს დიდად არც გოგოები ჩამორჩნენ, რომლებმაც 4 მედალი მოიპოვეს - 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ნინო ოძელაშვილი (68) და ელენე ქებაძე (+80) გახდნენ, მესამეზე კი შორენა შარაძე (60) და ირინე ლეონიძე (80) გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩიდრაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო ოძელაშვილმა ზედიზედ მეორედ წააგო მსოფლიოს ფინალი. სამაგიეროდ, წლეულს ევროპის ჩემპიონატი მოიგო და საჭიდაო სახეობებში ამ ტიტულის მფლობელი პირველი ქართველი ქალი გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ოთხგზის ჩემპიონი - ინტერვიუ ვახტანგ ჩიდრაშვილთან
სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთი ცვლილებით
სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი: 2-2 ოქრო-ვერცხლი, 5 ბრინჯაო და ჩიდრაშვილის ბენეფისი
სამბოს საერთაშორისო რეიტინგს ხუთი ქართველი ლიდერობს
ჯონდო მუზაშვილი: დანაკლისის მიუხედავად, მაინც კარგი ჩემპიონატი გამოვიდა
ძიუდო, ბუნდესლიგა: "აბენსბერგი" უქართველებოდ ვერ ძლებს
სამბო. ევროპის ჩემპიონატი: მინსკში ძველი შემადგენლობით
ნინო ოძელაშვილი: ცუდს არაფერს არ ვაკეთებთ, პირიქით - სამშობლოს ვასახელებთ
მინსკი 2019. სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
ჩიდრაშვილმა ოქრო მოიპოვა, ლორიაშვილმა - ბრინჯაო
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
სამბო. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი ნაკრებისთვის
ᕥᓐᓠᓗᓕᓔᕚᓛᓐ ᕡᕐᓛᓑᓘᓡᓢᕔᓑᕛᕐ ᓡᕞᓝᓠᓢᕘᓡ ᓡᕐᓛᓘᓜᕘᓡᓢᕠᓝᓨᓘ ᕑᓣᕥᓐᓠᓔᓡᓢᕘᓡ ᓢᕣᓠᕜᕘᓠᓘ ᕨᓔᓐᓤᕐᓡᕔᓡ
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ნახუცრიშვილის ოქრო, ჩიდრაშვილის ვერცხლი
ძიუდო. ბუნდესლიგა: რეხვიაშვილი ზევითაც იგებს
მინსკი 2019. სამბისტები ყოჩაღობენ - ფინალში ლევან ნახუცრიშვილმა რუსი მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა
ხარლამპიევის მემორიალი: ქალების ნავაჟკაცარი ვაჟების სკანდალით
ვახტანგ ჩიდრაშვილმა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი წელსაც მოიპოვა
სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია
ელენე ქებაძემ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
სამბო. ევროპის ჩემპიონატი: ქართველების 9 მედალი მინსკში [VIDEO]