ქართული ფეხბურთის ლეგენდის 65 წლისთავს 18 ნოემბერს რუსთაველის თეატრში საიუბილეო საღამო მიეძღვნება
18 ნოემბერს საზეიმოდ აღინიშნება დავით ყიფიანის დაბადებიდან 65 წელი. ქართველი ქომაგის ფავორიტი, თბილისის "დინამოს" დიდი გამთამაშებელი, სათაყვანებელი გუნდის ფორმით 12 წელი (1969, 1971-1982) თამაშობდა.

სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი (1977) გარდაცვალების შემდეგ ფიფას ღირსების ორდენის კავალერი გახდა. საქართველოში ყიფიანს დაფასება და სიყვარული არ აკლდა და 2001 წელს ეროვნული თასის გათამაშებას მისი სახელი მიენიჭა.

საქმე მარტო თბილისის "დინამოს" მაისურით გატანილ გოლებში არ არის - მეხსიერებას შემორჩა მისი ფინტები, გასაოცარი პასები... ყიფიანი ყველაზე კარგად მსახიობმა კახი კავსაძემ დაახასიათა: "მადლობა უნდა ვუთხრა დათოს იმ დიდი, აუწონავი და განუზომელი სიხარულისთვის, რომელიც მან პირადად მე, თქვენ და მთელ საქართველოს აჩუქა".

ქართული ფეხბურთის ლეგენდის 65 წლისთავს 18 ნოემბერს რუსთაველის თეატრში საიუბილეო საღამო მიეძღვნება. სწორედ ამ საღამოზე აჩვენებენ ფილმს დავით ყიფიანზე, დაგეგმილია გია გორგოძის ახალი წიგნის პრეზენტაცია, ხოლო ღვინის კომპანია "ბადაგონი" დიდი "ათიანის" საპატივსაცემოდ საგანგებოდ ჩამოასხამს ღვინოს.

როგორც შევიტყვეთ, ახლა რამდენიმე საკითხი წყდება. 15 ნოემბრიდან თბილისში 19-წლამდელთა ნაკრებების საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება, რომელშიც საქართველომ უნდა აჩვენოს, როგორ ემზადება მომავალ წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის.

გიორგი ყიფიანის 19-წლამდელთა გარდა, ტურნირზე ესპანეთის, საფრანგეთისა და ინგლისის გუნდები ითამაშებენ. შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, ამ ტურნირს ყიფიანის სახელი ეწოდოს.

იუბილის ორგანიზატორებს 18 ნოემბრისთვის ძეგლის გახსნაც სურდათ, მაგრამ ეს ძალიან შრომატევადი სამუშაოა და ბრინაჯოს ჩამოსხმა იანვრის ბოლომე ვერ მოხერხდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

777
რეალურად რომ 18 ივნის არის დაბადებული? რატომ უნდა გადაუხადოთ დაბადების დღე გადასწორებულ თარიღზე. მაშინ სსრკ ნაკრებისთვის რომ ჭირდებოდა
gizog
უფალმა დაგლოცოთ ყველა ვინც დიდი დავითის უკვდავყოფის ღონისძიების ორგანიზატორია ან ორგანიზებაში იღებთ მონაწილეობას. ძალიან გახარებული ვარ ამ ძვირფასი კაცის ღვაწლის დაფასებით, რაც ასე იშვიათია ჩვენს დროში.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო