ფერგიუსონი ნაკრების წარუმატებლობაში ასოციაციას ადანაშაულებს

ალექს ფერგიუსონმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ბრალი დასდო. მისი რწმენით, იმაში, რომ მსოფლიოს გასულ ჩემპიონატზე ამ ქვეყნის ნაკრებმა უსახური ფეხბურთი აჩვენა და შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოაკლდა, დამნაშავე სწორედ ეს ორგანიზაციაა. კერძოდ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი ამტკიცებს, რომ პრემიერლიგაში სხვა ქვეყნების ჩემპიონატების დარად ზამთრის არდადეგებია შემოსაღები. ზამთრის არდადეგების არქონა ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელებს ღლის და ეს, საბოლოოდ, ზაფხულის დიდ ტურნირებს ასვამს დაღს.

ფერგიუსონმა თქვა: „ფეხბურთის ასოციაცია ვალდებულია თავისი ქვეყნის ნაკრებს რაც შეიძლება კარგი პირობები შეუქმნას. საქმე ხომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას ეხება. ზამთრის არდადეგების აუცილებლობაზე შოტლანდიაში ჯერ კიდევ 30 წლის წინ ვლაპარაკობდი, ინგლისში კი, რაც ამ ქვეყანაში გადმოვედი, მუდმივად ყველას ვუჩიჩინებ, მაგრამ შოტლანდიური და ინგლისური ფეხბურთის ბუნებიდან და სატელევიზიო მოთხოვილებებიდან გამომდინარე, ამ მცდელობებს კაპიკის ფასიც არ აქვს. არადა, ასოციაციაში უნდა ესმოდეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალ გუნდს ხელშეწყობა სჭირდება“.

მოგეხსენებათ, ინგლისის ჩემპიონატს ატარებს ორგანიზაცია სახელწოდებით პრემიერლიგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის არდადეგებთან დაკავშირებით ყველაფერი მასა და ფეხბურთის ასოციაციას შორის არის შესათანხმებელი - მარტო ასოციაცია ვერაფერს გახდება. გარდა ამისა, ფერგიუსონი ცამდე მართალია, როდესაც ამბობს, რომ ბრიტანეთში სეზონს თავისებური მოთხოვნები აქვს და სწორედ ამ მოთხოვნების გამო პრემიერლიგასა და ფეხბურთის ასოციაციას შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს - ზამთრის არდადეგების თემა საერთოდ არ განიხილება.

არადა ფაქტია: მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასული ოთხი გუნდიდან სამს ზამთრის არდადეგები აქვს. ლაპარაკია, მეოთხედფინალის ევროპელ მონაწილეებზე ესპანეთზე, ჰოლანდიასა და გერმანიაზე. ფერგიუსონი ამბობს, რომ თუკი არდადეგების არქონამ ვინმე დააზიანა, ეს უპირველეს ყოვლისა ინგლისელთა თავდამსხმელი და მთავარი ვარსკვლავი უეინ რუნი იყო.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ, თავად ფერგიუსონი 28 ივლისამდე ასვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა