თურმე, რატომ მოხდა კონფლიქტი იტალიელ მწვრთნელსა და ბალოტელის შორის...
რობერტო მანჩინი დღესდღეობით უმუშევარია და ძველი ამბების გახსენებით იქცევს თავს.

ფრანგულ "ეკიპთან" ინტერვიუში მან მარიო ბალოტელისთან ცნობილ კონფლიქტზე ილაპარაკა.

2013 წელს მთელმა დუნიამ იხილა ამ დაპირისპირების ამსახველი ფოტოები, როცა ქერინგტონში, "მანჩესტერ სიტის" ბაზაზე, მანჩინი და ბალოტელი ვარჯიშის დროს ერთმანეთს წაეკიდნენ და რომ არა სამწვრთნელო სტაფის დროული ჩარევა, გაწევ-გამოწევა უთუოდ სერიოზულ ჩხუბში გადაიზრდებოდა.

"ვარჯიშის დაწყების წინ ფეხბურთელები სპეციალურად გავაფრთხილე, რომ თავი აერიდებინათ გაელ კლიშისთან მჭიდრო კონტაქტისთვის, რადგან მას ახალი მოშუშებული ჰქონდა ტრავმა და სრულ დატვირთვაზე გადადიოდა. მაგრამ დაიწყო ვარჯიში და უცებ დავინახე, როგორ გაექანა ბალოტელი კლიშისკენ და ფეხში ძლიერად მოარტყა.

ძალიან გავცხარდი, მივირბინე ადგილზე და მარიოს მაისურში ვტაცე ხელი, რათა აქეთ გამომეყვანა, მაგრამ ის იმდენად ძლიერია ფიზიკურად, ადგილიდან ძლივს დავძარი... მერე ფოტოები გამოქვეყნდა პრესაში, სადაც ისე ჩანს, თითქოს ჩვენ სერიოზულად ვიჩხუბეთ, მაგრამ ასე არ ყოფილა".

შემდეგ მანჩინი იხსენებს, რომ ბალოტელის კონფლიქტი ჰქონდა თანაგუნდელებთანაც:

"მისი საქციელი ხშირად გუნდში სიტუაციას ძაბავდა, აშკარა იყო დაპირისპირება ბალოტელისა და მის ზოგიერთ თანაგუნდელს შორის. ვიცოდი, რომ მას იტალიაში დაბრუნება სურდა, რადგან პრემიერლიგა მისთვის უჩვეულო გარემო აღმოჩნდა და ფაქტობრივად, არაფერი გამოსდიოდა, თუ ერთ-ორ გაბრწყინებას არ ჩავთვლით. რეალურად, მან პრემიერლიგაში თავი ვერაფრით გამოიჩინა".

ბალოტელიმ "მანჩესტერ სიტიში" პოტენციალი ვერ გამოავლინა და "მილანში" გადავიდა, მერე იყო "ლივერპული", სადაც იურგენ კლოპთან საერთო ენა ვერ გამონახა. ახლა კი ის ფრანგულ "ნიცაშია" და როგორც ამბობენ, თავიდან იბადება - ულამაზეს ფრანგულ რივიერაზე მან საკუთარ თავში ახალი ძალა იპოვა.

მისი ტალანტი არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ, მაგრამ საქმისადმი დამოკიდებულება, მუდმივი კონფლიქტი მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან, ბოლომდე "გახსნის" საშუალებას არ აძლევდა.

"სუპერმარიომ" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ მერე არ უთამაშია 2014 წლის მუნდიალზე, ისევე, როგორც ახლახან გამართულ ევროპის პირველობაზე.

შემდეგ მანჩინი აგრძელებს: "მარიო იტალიის ნაკრებში რომ აღარ თამაშობს, ეს მხოლოდ მისი ბრალია. წარმოუდგენელია, ქვეყანას ასეთი ძლიერი, მაღალი დონის ცენტრფორვარდი ჰყავდეს და ვერ იყენებდეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოტენციალითა და სხვა ყველანაირი მონაცემით, იტალიას ბოლო წლებში ასეთი თავდამსხმელი არ ჰყოლია. იმედი მაქვს, ახლა მაინც ესმის, რომ რადიკალურად უნდა შეცვალოს საქმისადმი დამოკიდებულება და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს. ეს არც ისე ძნელია, უბრალოდ, საკუთარ თავს უნდა მოერიოს".

მანჩინი იხსენებს, როგორ იმედებს ამყარებდა ბალოტელიზე, როცა ის "მანჩესტერ სიტიში" მიიწვია:

"ყველას გახსოვთ ის გენიალური მატჩი, როცა "იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" 6:1 მოვუგეთ. ამ თამაშის შემდეგ მარიოს "ფენომენი" ვუწოდე. იმ დღეს მოედანზე ვხედავდი ფეხბურთელს, რომელიც თითქოს ყველაზე უფროსი იყო ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის, სხვები კი პატარა ბიჭებივით დარბოდნენ მის გარშემო. ძალიან მინდოდა, რომ ის ყოველთვის ასეთი ყოფილიყო.

ბედნიერი ვიყავი იმ დღეს, რადგან ბალოტელიმ თავისი ჭეშმარიტი დანიშნულება დაამტკიცა. ძალიან მინდა, რომ ასეთივე ვნახო "ნიცაშიც".

მარიო ბალოტელი სკანდალებში

* "ქერინგტონის" ბაზასთან ახლოს ავარიაში მოჰყვა საკუთარი Audi R8-ს მართვისას. როცა შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, ბალოტელის ჯიბეში აღმოაჩნდა ნაღდი ფული 5 000 ფუნტის ოდენობით...

* დაჯარიმდა 100 000 ფუნტით "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ახალგაზრდა მოთამაშისთვის ხელშუბის სროლის გამო...

* მისი ბინა თითქმის მთლიანად დაიწვა ფანჯრიდან გაშვებული ფოიერვერკის დროს. ზარალმა 400 000 ფუნტი შეადგინა...

* დააკავეს მის 17 წლის ძმასთან ერთად ბრეშაში, ქალების სატუსაღოს სიახლოვეს საეჭვო სეირნობისას...

* 2013 წელს დააჯარიმა "მილანმა" ფლორენციისკენ მიმავალ მატარებელში სიგარეტის მოწევის გამო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯოი გაგა
ჯიბეში რომ 5 000 ფუნტი აღმოაჩნდა,ეს მაგარი კომპრომატია! დასახვრეტია! თავისი გაჭირვება არ ეყოფა,კიდევ ასეთი უაზრობებით რომ არ დაამძიმოთ?! მგონი აზრზე მოსვლას აპირებს და შეეშვით,რა!
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
მოტას უშვებენ, მანჩინი საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება - სრულფასოვანი კონტრაქტის მისაღებად, რობერტოს ერთი მისიის შესრულება მოუწევს
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის - იტალიელი სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს