მზადება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი პირველ მოადგილე აკაკი ლოდიასთან და საქართველოს რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრ ბაჩო ხურციძესთან ერთად, მსოფლიო რაგბის ტურნირების ტექნიკურ დირექტორ საიმონ ქიბლს და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მსოფლიო რაგბის კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელ, მოედნების საფარის სპეციალისტს ჩარლზ ჰენდერსონს შეხვდა.

ინგლისელი სპეციალისტები საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათი ჩამოსვლის მთავარი მიზანი კი, 2017 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მიმდინარე სამზადისის, ასევე თბილისსა და ქუთაისში დაგეგმილი სარაგბო მოედნების მშენებლობის პროცესის გაცნობაა.

2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის თბილისსა და ქუთაისში რაგბის 10 ახალი მოედანი უნდა აშენდეს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები საწვრთნელ პროცესს გაივლიან. მინისტრთან შეხვედრაზე საუბარის მთავარი თემა სწორედ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის სამზადისი და ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესრულება იყო.

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება. თბილისსა და ქუთაისში 3 ქვეჯგუფში გადანაწილებული მსოფლის 12 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს. "უმცროს ბორჯღალოსნებს" C ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა, A ჯგუფში ითამაშებენ ავსტრალია, ინგლისი, სამოა და უელსი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და შოტლანდია.

ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში "ავჭალის სტადიონზე" და ქუთაისში, "აია არენაზე, გაიმართება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები "ავჭალასა" და "ვაკის" სტადიონზე ჩატარდება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

"მსოფლიო რაგბის ინსპექტირების წარმომადგენლებთან მსგავსი სამუშაო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საერთაშორისო ექსპერტებს ინფრასტრუქტურის და ასევე ტურნირების ორგანიზების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ და მათ რჩევებს, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ.

მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირების ჩატარების გამოცდილება ჩვენც დაგვიგროვდა და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ. საქართველოში რაგბის სამომავლო განვითარებისათვის 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ."

საიმონ ქიბლი, მსოფლიო რაგბის ტურნირების ტექნიკური დირექტორი:

"საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით ვიმყოფებით, რათა გავეცნოთ ზოგად სიტუაციას და შევამოწმოთ, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება მომავალი, 2017 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატისათვის, რომელიც ივნისში გაიმართება. ჩვენი ინტერესის სფერო ინფრასტრუქტურული მიმართულებებია, დავათვალიერებთ როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში დაგეგმილი მოედნების მშენებლობის პროცესს და დავაკვირდებით, რამდენად გეგმაზომიერად განხორციელდება სამუშაოები იმისათვის, რათა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს სავარჯიშოდ და სათამაშოდ საუკეთესო პირობები დახვდეთ.

ასევე გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებები აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას, იმისათვის, რომ ადგილზე გაეცნონ ვითარებას, თავად იხილონ, თუ როგორ არჩევანს სთავაზობს მათ საქართველო, რათა უკეთ მოემზადონ მსოფლიო ჩემპიონატისათვის."

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა