როდის დასრულდება ანგისას ბაზის მშენებლობა? ინტევიუ ბათუმის "დინამოს" დირექტორ ოთარ ფედიჩკინთან
წლეულს, ბათუმის "დინამოს" თამაშში არასტაბილურობა აშკარად შეინიშნება. მშვენიერი სტარტის შემდეგ გუნდმა სატურნირო ცხრილში პოზიცია დათმო და მესამეზე ჩამოქვეითდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი ამას ნაწილობრივ წინასწარმეტყველებდა კიდეც მაშინ, როცა მისი გუნდი ლიდერობდა.

"ძალიან მახარებს, რომ წარმატებული სტარტი გვქონდა. მაგრამ საქართველოში ძალიან ძნელია მიზნის დასახვა. ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ყველა ადამიანი ერთ ნავში ვსხედვართ და თქვენც კარგად იცით, რომ არასტაბილური გარემო, მწირი პირობები და განადგურებული ინფრასტრუქტურა წინსვლის შანსს გვისპობს", - ამბობს ხომერიკი.

ბათუმელთა ინფრასტრუქტურის არარსებობაზე ხომერიკმა მაშინ საინტერესო ანალიზი გააკეთა:

"უკვე 10 წელია, რაც ბათუმის "დინამოს" საკუთარ სტადიონზე არ უთამაშია, ხოლო ახალი ვერა და ვერ აგვიშენეს. ჩვენი იმედი ანგისას ბაზას უკავშირდება, სადაც 4 მოედნის მოწყობა იგეგმება. მაგრამ ახლა რა ხდება? დიახ, ფეხბურთელებს უნდა მოვთხოვოთ, მაგრამ ელემენტარული პირობებიც უნდა შევუქმნათ. საქმისადმი მათი დამოკიდებულება გმირობის ტოლფასია - არც მოედანი, არც სტადიონი და საკუთარი ბაზა... და მიკვირს, ამ წვალებაში ლიდერებში როგორ ვართ...

ამ ყველაფერს თუ არ მოვუვლით, არ იქნება ყველა ქალაქში ინფრასტრუქტურა, ბაზები, სტადიონები, მოწესრიგებული საფეხბურთო სკოლები, არ გავაუმჯობესებთ მოთამაშეთა ფიზმომზადებას, ჩვენი იმედი რეალურად ილუზია იქნება და ყოველი ახალი ევროსეზონის შემდეგ გულშემატკივარი ისევ იმედგაცრუებული დარჩება".

რა ხდება სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამაზე "ლელომ" ბათუმის "დინამოს" დირექტორ ოთარ ფედიჩკინს ჰკითხა:

"ბათუმის "დინამოს" სტადიონზე ტენდერი გამოცხადდა და ის აუცილებლად აშენდება. უკვე ცნობილია საზედამხედველო კომპანია, რომელიც მშენებლებს გააკონტროლებს - ეს პოლონური ორგანიზაციაა. ამის შემდეგ ჩატარდება მშენებლობის ტენდერი და სტადიონზე სამუშაოებიც დაიწყება", - ამბობს ფედიჩკინი.

ანუ, ჯერ მაინც უცნობია, ბათუმის "დინამოს" სტადიონის მშენებლობა როდის დაიწყება და გუნდი საკუთარ არენაზე თამაშს როდის ეღირსება. მაგრამ გარკვეული კომპენსაცია ანგისას საფეხბურთო ბაზის მშენებლობაა, რომელიც უკვე დაწყებულია, მის დასრულებას 2016 წლის დეკემბერში ვარაუდობდნენ. ასეთ შემთხვევაში, გუნდი ბათუმში ახალ ჩემპიონატს მაინც დაიწყებს.

ფედიჩკინმა უარყო ხმები, თითქოს, ანგისაში მშენებლობა შეჩერებულია.

"ანგისაში მუშაობენ, ეს ფაქტია. ჩვენს გუნდს საკუთარი ბაზა არასოდეს ჰქონია და იმედია, ეს პრობლემა მალე მოგვარდება და მშენებლობა მალე დასრულდება. ამით ჩვენ დიდი ხარჯებისგან გავთავისუფლდებით, რადგან აქეთ ბათუმიდან ქობულეთში სიარულში საკმაოდ სოლიდური თანხები გვეხარჯება.

გარდა ამისა, ჩვენი ყველა ასაკობრივი გუნდი ქობულეთში ვარჯიშობს და დღეში მინიმუმ 100 ლარის მარტო საწვავი მაინც გვჭირდება. რომ დავიანგარიშეთ, საკუთარი სტადიონისა და ბაზის აშენების შემთხვევაში, წელიწადში 150 ათასი ლარი მაინც დაგვეზოგება და ეს თანხა გუნდის საჭიროებას მოხმარდება.

იმედია, ანგისას ბაზას მალე ჩაგვაბარებენ და ამოვისუნთქავთ. დღეს კი ბათუმის "დინამო" გადამფრენი ფრინველივითაა - სადაც მოედანს ვნახავთ, იქ ვვარჯიშობთ. ასე, გუნდის არსებობა ძალიან რთულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
საკლუბო ფეხბურთი ძალიან ცუდ დღეშია დღეს,ამიტომაც არის ჩვენი კლუბები სუსტად რო გამოდიან ევრო ტურნირეზე,საკლუბო ფეხბურთს რო რაიმე მოთხოვო, ქალაქებში სტადიონები უნდა იყოს აუცილებლად მაშინ.მხოლოდ თბილისის დინამო ვერაფერს იზავს თავის კარგი ბაზით და სტადიონით,აგერ გამოჩნდა ევრო ტურნირებზე სად ვიმყოფებით სამწუხაროდ.ბათუმში სტადიონის გარდა თითქმის ყველაფერია,აუცილებლად ჭირდება ბათუმს კარგი სტადიონი,ეს მარტო ბათუმს კიარა მთლიანად საქათველოს გამოადგება.ასევე სხვა ქალაქებშიდაც არის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა გასაკეთებელი სხვანაირად ვერ განვითარდება ფეხბურთი.
gizog
საქართველოში ფეხბურთის ერთერთი აკვანი - ბათუმი უსტადიონოდ? გაუგებარია იმის გათვალიწინებით, რომ როგორ უყვართ ბათუმში ფეხბურთი და ამ დროს არ ააქვთ სტადიონი, რომ თავის საყვარელი გუნდის თამაში ნახონ. თუ ასე პრობლემური იყო ახალი სტადიონის აშენება, რატომ დაანგრიეს არსებული?? ამაზე აგებს ვინმე პასუხს? და რამდენჯერ უნდა ჩატარდეს ტენდერი, არ უნდა დაადგეს საშველი მშენებლობის დაწყებას. ფედერაციამ უნდა იაქტიუროს ამ მხრივ, ძალიან უნდა იაქტიუროს და რა თქმა უნდა ჟურნალისტებმა და ადგილობრივმა ქომქგებმა.
ლუკა
აჭარის მთავრობის სირცხვილია დაპირების არშესრულება. პოლიტიკოსები ყალბ დაპირებებს გულუხვად არიგებენ და ამისთვის ამომრჩეველი პასუხს უნდა თხოვდეს მათ და მათ პოლიტიკურ პარტიას არჩევნებზე. სტადიონი მარტო ბათუმის დინამოს და ქართულ ფეხბურთს კი არა, ტურიზმსაც დიდად წაადგება. სტადიონზე გაიმართება კონცერტები და ტურისტებს კიდევ დამატებითი მიზეზი ექნებათ ჩამოსასვლელად. ინვესტიცია სტადიონში არის ინვესტიცია ბათუმის სპორტში და ეკონომიკაში.
გიო
მხოლოდ დაპირებები და პიარ კამპანიაა სტადიომთან დაკავშირებით რეალურად საქმე ადგილიდან არ იძვრება. ყველა არჩევნებზე და თანამდებობის დაკავების დროს ახსენდებათ რაღაცას წაიფაფორთხიალებენდა საქმე მორჩა ასეა უკვე რამდენი წელი ((
ariqaa
არც დეკემბერში იქნება ბაზა,სამუშაო შეჩერებული კი არა 2 ტვეა არავის უმუშავია იქ,ნუ რასაც ვხდავტ არაფერი გაკეტებულა,ჟურნალისტებს გთხოვთ დააკვირდეთ ბატუმის ბაზის მშენებლობას,და გააშუქოთ ფოტო მასალა მაინც
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
ბათუმის "დინამომ" სტადიონი აკურთხა - მსგავსი ფაქტები ქართულ ფეხბურთში
ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
20 000-იანი გადახურული სტადიონი - ბათუმის "დინამო" ექსპერტიზის პასუხს ელის
რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა