000000000000

0000000000000

0000000000000

ცხვარს ხომ არ დაურეკავს?

"ტაიმლაინის" წერა უნდა დამეწყო, "ფეისბუქზე" დარბაზის სურათი რომ გამოჩნდა, ლათინური ასოებით "ორაკლი" ამშვენებდა. ბერძენი ორაკული სულაც არ სჭირდებოდა იმის გამოცნობას, რა არენაა - NBA-ს საჩემპიონოდ გამზადებული "გოლდენ სტეიტის" საშინაო დარბაზი.

შიგნიდან რა სანახაობა იქნება, თავადაც მიხვდებით, გარედან კი ქართველთათვის ისტორიული სანახაობაა - დიდ აბრაზე ზაზა ფაჩულიაა გამოსახული. რატომაა ისტორიული? - გუნდში დურანტი, კარი, ტომპსონი, იგუოდალა რომ ითამაშებს და სეზონის გახსნის წინ ახალწვეული ფაჩულიას სურათს დახატავენ, ისტორია არაა?

საქართველოს ნაკრების ისტორიული წიგნი 2011 წელს გამოიცა. მასში 1994 წლის შემდეგ ჩატარებულ თითო მატჩს თითო გვერდი ეთმობა. მთლიანად ფერადია, უხვადაა დასურათებული. მოკლედ, თანამედროვე ნაკრებს 2011 წელს თანამედროვე წიგნი მიეძღვნა. მისი ავტორი და რუბრიკა "ტაიმლაინის" ავტორი ერთი და იგივეა.

თანამედროვე ბავშვებისა მშურს: ჩემი თაობის პატარებთან შედარებით ბევრი წიგნი აქვთ, ფერადიც, ლამაზად გაფორმებულიც, მაგრამ ამ სურათზე გამოსახულ პატარას ზღაპრები აქეთ მიუყრია, ჟურნალები - იქით, ხელში 2011 წელს გამოცემული საკალათბურთო წიგნი უჭირავს. ასეა, ყველა პატარას კოჭებში ეტყობა, ვინ გამოვა, რომ გაიზრდება.

ახლა უფრო კონკრეტულად: ეს ფოტო "ფეისბუქზე" ნაკრების წევრმა ანატოლი ბოისამ გამოაქვეყნა. ბავშვი მისი ვაჟი დათაა, რომელიც კალათბურთს უკვე კარგად თამაშობს, ნაკრებში მოხვედრა თუ გინდა, მისი ისტორიაც ხომ უნდა იცოდე?!

სხვათა შორის, პატარა დათას წიგნი ისტორიულ გვერდზე აქვს გადაშლილი - 2009 წელს ბელარუსს თბილისში 86:84 რომ მოვუგეთ და ევროელიტის საგზური მოვიპოვეთ. წიგნის შექმნისას ბევრი ვიფიქრე, ჩამერთო თუ არა მასში ნაკრების თილისმა ვეფხვი. სწორად მოვქცეულვარ - ბელარუსთან გამარჯვებას ნაკრების წევრებთან ერთად ჩვენი თილისმაც ზეიმობს. დათასთვის მამისა და ბიძის გვერდით ვეფხვის ხილვა ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს.

მანქანები და რბოლა ყველა პატარას უყვარს. ზოგი გაიზრდება და პატარად რჩება - ნამდვილ მანქანაში ჯდება, თავს პილოტად წარმოსახავს და რბოლაში ერთვება. ვისაც გაუმართლებს ფორმულა 1-ის მანქანაში თავსდება, ვისაც არა - "მარშრუტკის შოფერი" ხდება. თუმცა ზღვარის გავლება უჭირს - "იმოლაზეა" თუ ვორონცოვის მოედანზე, გაზს მიაჭერს და...

მთლად ფორმულა 1-ის მსგავსად არა, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატში გუნდები მაღალი სიჩქარით კი დარბიან. პრემიერლიგა ამიტომაა ლამაზი სანახავი და ამიტომაც გადის გოლები უხვად. თუმცა "ლივერპული"-"მანჩესტერის" მატჩი 0:0 დასრულდა, ბრძოლა ვიხილეთ, მაგრამ გაცილებით საინტერესო სანახავი იყო "მანიუს" გასახდელი, რომლის ჭერსაც ბაილის სანდლები ამშვენებდა.

ორიგინალური სანდლები რომ დაინახეს, ხუან მატამ და ეშლი იანგმა საქვეყნოდ გამოფინეს. რეზინის სანდლების ფირმას არ იკითხავთ? - ბ.ბოლი. ვითომ ბაზილ ბოლი აწარმოებს ამ პროდუქციას? ბურთი კი ახატია...

მსგავსი ხუმრობები ყველა გუნდშია. გასულ სეზონში ზაზა ფაჩულიამ თავის "ინსტაგრამზე" გამოფინა დირკ ნოვიცკის ფოტო, რომელსაც ასევე რეზინის კროკებად წოდებული ფლოსტები ეცვა.

ამ ფოტოს ამერიკული პრესა პუბლიკაციებით გამოეხმაურა, ისევე როგორც წლეულს მანჩესტერელი ბაილის სანდლებს.

მესი და რონალდო ბუცებს წინდებივით იცვლიან. ყოველ ახალ ფეხსაცმელთან სამახსოვრო ფოტოს იღებენ. ამას წინათ ლეომ თავისი ახალი "ადიდასების" სურათი დადო "ფეისბუქზე".

საინტერესოდ დაემთხვა: სწორედ იმ დღეს სადღაც გადავაწყდი "კალოშებს" (ლიტერატურულ ენაზე "სატუცავი") "ადიდასის" ემბლემით...

მესის წვერი მშრომელი გლეხივით რომ მოუშვია, არ მოუხდებოდა ეს სატუცავი?

მესის ერთი კვირის ხელფასი მომცაო, - ამასწინათ ინატრა მეგობარმა. მეორემ უთხრა - მისი გამარჯვებები მირჩევნია, მეც მეყოფოდა და ქართულ გუნდებსაც გავუნაწილებდიო.

წარმატებები ნამდვილად გვჭირდება, როგორ დავიჯერო, საქართველოში საიმისო ფული ვერ მოიძებნა, ერთი კარგი გუნდი შეიქმნას და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშოს?! ვფიქრობ, პრობლემა საქმისადმი მდგომაშია - დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია ხვალინდელ წარმატებას. კვერცხს ყოველდღე ვტეხთ, ვთქვეფთ... და ვიღებ ათქვეფილ ჩემპიონატს ათქვეფილი გუნდებით.

წარუმატებლობებისთვის წერტილის დასმის უამრავი ხერხი არსებობს: მწვრთნელის შეცვლა, თხის დაკვლა, ბაზაზე ცხვრის დაბმა...

სწორედ ცხვარი მიიყვანეს თბილისის "დინამოს" ბაზაზე, თუმცა ოფიციალური ვერსიით, არ დაუკლავთ, გაუშვეს. ამ ამბავს "გურიასთან" მატჩისას დინამოელი ფეხბურთელების შელაპარაკება დაემთხვა. ასეთი რამ ყველა გუნდში ხდება, ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ პაპუნაშვილი და რენე გაძევებას იმსახურებდნენ.

დინამოურ ამბებთან დაკავშირებით საიტ "სპორტალისთვის" კარიკატურა დავხატე და დარწმუნებული ვარ, თავად დინამოელებიც ღიმილით შეხვდებოდნენ ამ ნაშრომს. მეორე დღისით ჩემი კოლეგა სერიოზული სახით მეკითხება:

- რენეს ხომ არ დაურეკავს?

- არა.

- პაპუნაშვილს?

- არა.

- არც ცხვარს?

ვაჟა სიმონიშვილი

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა