„ჩელსის“ ბრაზილიური „სანტოსისგან“ ვუნდერკინდის, ნეიმარის ყიდვა უნდოდა და მასში 25,7 მილიონ დოლარს იხდიდა

„ჩელსის“ ბრაზილიური „სანტოსისგან“ ვუნდერკინდის, ნეიმარის ყიდვა უნდოდა და მასში 25,7 მილიონ დოლარს იხდიდა, მაგრამ გეგმა ჩაეშალა. მიზეზი: ბრაზილიელებს ფული ეცოტავათ. ეს 18 წლის ყმაწვილი 45 მილიონი დოლარი გვიღირსო, შემოუთვალეს ლონდონელებს სანტოსელებმა (ეს ქალაქი სან პაულუს შტატში, ცენტრალურ ქალაქ სან პაულუდან 79 კილომეტრში მდებარეობს), მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თუ „ჩელსი“ ხელმეორედ გაგზავნილ იმავე შინაარსის ფაქსში ახალ თანხას, 30,5 მილიონ დოლარს ჩაწერს, ყველაფერი მოგვარდება. ცნობისათვის: „სანტოსი“ თავდამსხმელ ანდრეზეც აცხადებდა 62 მილიონ დოლარზე ნაკლებად არავის მივყიდიო, მაგრამ აგერ, ივნისში კიევის „დინამოს“ 10 მილიონად დაუთმო. სხვათაშორის, ნეიმარის ყიდვა ლონდონის მეორე გუნდს „ვესტ ჰემსაც“ სურდა, მაგრამ ის კიდევ უფრო ცოტას, კერძოდ 18,2 მილიონ დოლარს იხდიდა და, რასაკვირველია არაფერი გამოუვიდა.

ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელის „ჩელსიში“ გადასვლას მიესალმება მისი მამა, რომელსაც ივლისის დასაწყისში „ვესტ ჰემის“ ვარიანტიც იმიტომ გაეხარდა, რომ ასე მისი ვაჟი „სტემფორდ ბრიჯს“ მიუახლოვდებოდა, თუმცა, როგორც ხედავთ, კლუბს თავისი ანგარიში აქვს. ასე და ამგვარად, იმისათვის, რომ ბრაზილიის პირველობაზე ფინტებით რობინიოს დამჩრდილავი მოთამაშე იყიდოს, „ლურჯებმა“ ჯიბეში ერთხელაც უნდა ჩაიყონ ხელი. სხვათაშორის, ნეიმარს შედეგიანობაც გასაოცარი აქვს: 33 შეხვედრაში 32 გოლი. ასეთი სტატისტიკის მქონე კაცს ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა დუნგამ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ყურადღება რომ არ მიაქცია, ხუთგზის ჩემპიონთა ქვეყანაში საკმაო ხმაური გამოიწვია.

ყოველდღიური გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება