ორი დღის განმავლობაში ვუყურებდი გოგიას თამაშს და პირდაპირ უნდა დავწერო - საქმე გვაქვს მაღალი დონის ფეხბურთელთან...
ამ ბოლო დღეებში სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენი გაზეთის რამდენიმე მკითხველის მესიჯი მივიღე. კითხვა ერთი იყო - თქვენი აზრით, სჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებს აკაკი გოგიაო, კითხულობდა ქართულ ფეხბურთზე მოფიქრალი ხალხი და რა უფლება გვაქვს, მათ კითხვას ჩვენი პასუხ-ნააზრევი არ შევაგებოთ.

- ალექსანდრე იაშვილი: გოგიასა და ჯიქიასთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს

- ლეგიონი გუშინ: აკაკი გოგიამ მეორე ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა [VIDEO]

ეს წერილი სწორედ ამ აქტუალურ თემას ეხება.

კონკურენციის სიკეთე

საქართველოს ნაკრების ბოლო ორმა მატჩმა ქართველ ქომაგში იმედის ნაპერწკალი გააჩინა. თავისთავად, ორ თამაშში მოპოვებული ერთი ქულა დიდი ვერაფერი ბედენაა, მაგრამ ალბათ ის სკეპტიკოსებიც დაგვეთანხმებიან, ცოტა ხნის წინ საქართველოში ფეხბურთის სამუდამოდ აკრძალვას რომ ითხოვდნენ: ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორივე შეხვედრაში ნაღდი ფეხბურთი ითამაშა.

დღეს იგებს ან აგებს მთელი გუნდი, მაგრამ ფაქტია: საქართველოს ნაკრების პროგრესში "ლომის წილი" ნახევარდაცვისაა. ბიჭები ოპტიმალურ საფეხბურთო ასაკში შევიდნენ. ნაკრების შუა ხაზში გვყავს კვალიფიციური შემსრულებლები - თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია, ნიკა კვეკვესკირი...

კონკურენცია მართლაც არის. უფრო დიდი, ვიდრე თუნდაც ცოტა ხნის წინ იყო და ეს კარგია, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ეს კონკურენცია გაიზრდება. საქართველოს ნაკრებს დაარსების დღიდან ასეთი ბედი დაჰყვა: თითქმის ვერასოდეს თამაშობს ოპტიმალური შემადგენლობით.

ამის და, ზოგადად, საფეხბურთო ფაქტორების გათვალისწინებით, გოგიას გამოჩენა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კარგი უნდა იყოს თუნდაც კონკურენციის გაზრდის მიზნით.

როგორ თამაშობს აკაკი გოგია?

მთელი ორი დღის განმავლობაში ვუყურებდი გოგიას თამაშს და პირდაპირ უნდა დავწერო - ჩვენ საქმე გვაქვს მაღალი დონის ფეხბურთელთან, ნამდვილ უნივერსალთან, რომელსაც მინდვრის ძალიან ბევრ წერტილში შეხვდებით.

გოგიას შეუძლია, მთელი მატჩის განმავლობაში დაუღალავად იმუშაოს, შეუქმნას პარტნიორს საგოლე შანსი, ან თავად შეიქმნას ის და გამოიყენოს. დარტყმის სიძლიერე და სიზუსტეც შესაშური აქვს.

კიდევ ორი პლუსი გოგიას საფეხბურთო არსენალიდან - ის ძალიან ხშირად ურტყამს კარში და ამით შეუძლია ერთობ ფასეული ფეხბურთელი გახდეს საქართველოს ნაკრებისთვის. ეს ერთი.

მეორე: ის შესანიშნავად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს და ესეც ძალიან უნდა გამოადგეს საქართველოს ნაკრებს. ჩვენმა რამდენიმე ფეხბურთელმა "სტანდარტულის" კარგად შესრულება იცის, მაგრამ მათი რაოდენობა დიდი ნამდვილად არ არის.

მოკლედ რომ ვთქვათ, სათამაშო დონით, გოგია, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და იმავე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, აშკარად აკმაყოფილებს საქართველოს ნაკრების დონეს.

არავინ მიწვევდა...

საქართველოს ნაკრები ძალიან ფაქიზი თემაა და როცა მის შესაძლო ახალ წევრზე ვსაუბრობთ, ყველაფერი აფთიაქარის სასწორზე უნდა ავწონოთ. ფეხბურთელზე შთაბეჭდილების შესაქმნელად მისი თამაშების ცქერა ერთ-ერთი გზაა, მაგრამ უტყუარ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. მაინც ძნელია ფეხბურთელის ბოლომდე პირუთვნელად შეფასება, როცა მისი თამაში უშუალოდ სტადიონზე არ გინახავს.

ჩვენ მიერ ზემოთ დაწერილი სიტყვების სიმართლეს ირიბად ამტკიცებს გოგიას საფეხბურთო კარიერა, რომელიც "ჰანოვერში" დაიწყო და "ვოლფსბურგში" გაგრძელდა. ამ გუნდის დუბლშემადგენლობაში ის რეგულარულად თამაშობდა.

ის შეიყვანეს "ვოლფსბურგის" მთავარი გუნდის განაცხადშიც, მაგრამ ძირითადში დამკვიდრება ვერ შეძლო. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გოგია დაბალი დონის ფეხბურთელია. უნდა გავითვალისწინოთ, რა დონის კონკურენტებთან უწევდა მას ბრძოლა ნახევარდაცვაში ადგილის დასამკვიდრებად.

სამაგიეროდ, გოგია ძირითადის ფეხბურთელი იყო "აუგსბურგში", "ზანკტ პაულისა" და "ჰალეშერში". განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა მან თავი "ჰალეშერში", საიდანაც ინგლისური ჩემპიონშიფის ბინადარ "ბრენტფორდში" გადაბარგდა.

გოგიამ მოირგო გერმანიის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების ფორმა. გამორიცხულია, უნიჭო ფეხბურთელი გერმანიის თუნდაც ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიონ. მეტიც - იქაურ იუნიორთა ნაკრების შემადგენლობაში მან 2011 წელს ბელგიას გოლიც გაუტანა.

რატომ ვერ შეეგუა ბრენტფორდს?

წინა სეზონი პროვინციული ინგლისური კლუბისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. გუნდი კინაღამ პრემიერლიგაში აღზევდა, რასაც არავინ ელოდა. როგორც წესი, ასეთი გუნდების ცხოვრებაში აღმავლობას უმალ კრიზისი მოჰყვება ხოლმე.

ასე მოხდა "ბრენტფორდშიც". ამ დროს ახალწვეულს ყოველთვის უჭირს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, გოგიას შეგუება მოუხდა მისთვის სრულიად ახალ საფეხბურთო რეალობასთან. ის გერმანულ ფეხბურთს იყო მიჩვეული და უცბად ვერ აუღო ალღო ინგლისურს.

მკითხველი დაგვეთანხმება - ინგლისური ფეხბურთი განყენებული თემაა. მასთან შეგუება ძალიან ბევრ ვარსკვლავს უჭირს და ამის მაგალითები უამრავია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოკლე ხანში გოგიამ ვერ შეძლო ინგლისურ ფეხბურთთან შეგუება...

სწორი ნაბიჯი

...სამაგიეროდ, გოგიამ "ათიანში" გაარტყა, როცა გერმანიაში დაბრუნდა და მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე დრეზდენის "დინამოს" მაისურა მოირგო. ის ამ გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად და ლიდერად იქცა.

არ შეიძლება, მეორე ბუნდესლიგის საშუალო კლუბში გამორჩეული ფეხბურთელი ზედმეტი იყოს საქართველოს ნაკრებისთვის. გერმანელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გოგია კიდევ მოუმატებს.

იქ მას აქვს მწვრთნელის ნდობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია 24 წლის ნახევარმცველისთვის.

უნდა დავივიწყოთ!

ყველას კარგად გვახსოვს: ცოტა ხნის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გოგიას შესთავაზა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში, მაშინ ფეხბურთელმა მიწვევაზე დელიკატური უარი განაცხადა.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში თამაშზე არავის უნდა ვეხვეწოთ. ეროვნულ გუნდში გარჯა, მშობლიური ქვეყნის ღირსების დაცვა უდიდესი სიამოვნებაა ყველა ნორმალური ადამიანისთვის და გამორიცხულია, რუსთავში დაბადებული გოგია ამას არ გრძნობდეს.

უბრალოდ, როგორც ჩანს, მაშინ მან ზედმეტად არ გარისკა. ეს ის პერიოდია, როცა გოგია ინგლისურ "ბრენტფორდში" გადადიოდა. ქართული პასპორტით კი ამ ტრანსფერის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.

მოკლედ, ალბათ უმჯობესი იქნება, ის უარი დავივიწყოთ. ახლა გოგიას არანაირი საფუძველი აღარ აქვს, უარი თქვას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებაზე, თუ ასეთი რამ მოხდება.

ყველაზე კარგად სწორედ მან უნდა იცოდეს, რომ გერმანიის ნაკრებში მოხვედრის თეორიული შანსიც კი არ აქვს. ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრა ერთია და ეროვნულ გუნდში დამკვიდრება - მეორე. გერმანიას იმდენი ვარსკვლავი ჰყავს, რომ სამ თანაბარ ნაკრებს თავისუფლად შექმნის.

არადა, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა, როცა მას სანაკრებო ასპარეზზე თავის გამოჩენის საშუალება ეძლევა. სუფთა ემოციურს რომ თავი დავანებოთ, აქ არის პრაგმატული საფეხბურთო მომენტებიც.

მოკლედ, ჟამი მომწიფებულია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკაკი გოგიასთვის ხელახალი შეთავაზების გაკეთება მართებს. ვფიქრობთ, ფეხბურთელი ამჯერად დათანხმდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guga
კაცო გამაგებინეთ ეს გოგია თუ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელია რატო არ თამაშობს ჩელსიში ან ბარსელონაში?
lasha
ყველანაირად უნდა ვეცადოთ ეს კაცი ნაკრებში მოვიტყუოთ . დასაკარგი ფეხბურთელები ჩვენ არ გვყავს !
gizog
ვეთანხმები დათოს, თუ კი თანამშრომლობა გვინდა ორმხრივად უნდა დათმობაც და ხელშეწყობაც. და როცა ამ კაცს უჭირდა და დიდი გაჭირვებით, ვინ იცის რა წვალების ფასად გაიკეთა რაღაც კარიერა, მაშინ ვინ უდგა გვერდით?
Koko
არა რაა გოგია ეგ ქარტველი არაა უკვე და მაგის ნატურალიზაცია და მაგის... ვის რაში ჩირდება
status quo
ბექა,რა მაგარი ხარ სხვის ომში.გერმანიის პასპორტი დათმოს და საქართველოს დაიტოვოს არა?თქვენ რომ ამერიკაში მიგყავთ ცოლები სამშობიაროდ,რათა ბავშვმა აშშ-ს მოქალაქეობა მიიღოს და საერთოდ, უცხო ქვეყანაში დასამკვიდრებლად ყველაფერს აკეთებთ,გოგიას რატომ უკიჟინებთ ?რას ერჩით?ამ კაცს უნდა თავისი შრომით და ნიჭით გაიკვლიოს გზა უცხო მხარეში.
დათო
მერე მისცენ ორმაგი მოქალაქეობა და ეგაა. კალათბურთში, ამერიკელებს ხომ აძლევენ ორმაგ მოქალაქეობას და ამ კაცსაც მისცემ მოქალაქეობა გერმანიის მოქალაქეობის გაუქმების გარეშე... არაევროკავშირელის შეზღუდვა არ შეეხება და ნაკრებში უპრობლემოდ ჩამოვა
beqa
ჩვენ კი არ უნდა გვჭირდებოდეს გოგოია,არამედ მას უნდა ჭირდებოდეს ნაკრები. ადამიანი იძახის თუ გერმანიის პასპორტიც დამიტოვეს მაგ შემთხვევაში ვითამაშებო. ასე რომ. მას არ უნდა ნაკრებში თამაში და ნუღარ ახსენებთ საერთოდ ამ ადამიანს. პირიქით უნდა იხვეწებოდეს საქართვეოს პასპორტზე და ეს გერმანიისმოქალაქეობაზე ფიქრობს
zaza
რად გინდათ ეგეთი ფეხბურთელი რომელიც პირველ რიგში გერმანიის რუსეთის ან უკრაინის ნაკრებზე ფიქრობს და თუ ვერ გაქაჩა ამ ნაკრებებში ბოლოს საქართველოს ნაკრებში თამაშს დათანხმდება?! მითუმეტეს რომ საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა და გოგია არაფრით არ სჯობს ამ ბიჭებს რომლებიც 1-2წელიწადში კიდევ მოუმატებენ... არავის არ უნდა ეხვეწოთ ნაკრებში თამაშზე თუნდაც ეს მესი მარადონა რონალდო იყოს!!!
temo
ძალიან კარგი წერილია აქტუალურ თემაზე
namdvili zaza
აუცილებლად!
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ქართველი შემტევი ბუნდესლიგიდან შვეიცარიაში წავიდა
გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია
ალექსანდრე იაშვილი: თუ კანონი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრებში ეს ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ...