პრემიერლიგა. XXVIII ტურის წინ: სერ ალექს ფერგიუსონის სამწვრთნელო ხელოვნება გაჭირვებულ "უიგანთან" მატჩში გამოჩნდება
აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული ყველა იმას ამბობს, რომ პრემიერლიგაში ძალები გათანაბრდა და იმის გამოცნობა ამა თუ იმ შეხვედრაში ვინ გაიმარჯვებს, შეუძლებელია. მაგრამ, როგორც ჩანს, კატეგორიული განცხადებების გაკეთებაც არ შეიძლება - აი, მოვიდა ტური, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "უიგანი" ხვდებიან და... კაციშვილს არ დაცდენია, "უიგანი" მოიგებსო. არც იმას დაგიდევენ თამაში უიგანის DW-ზე რომ ტარდება. ყველა დარწმუნებულია, რომ ლიდერი გასავარდნთა სამეულის წარმომადგენელს ბდღვირს ადენს.

სტატისტიკა მოვიშველიოთ: "უიგანი" პრემიერლიგაში 2005 წელს გადავიდა და მას მერე ეს ორი გუნდი თერთმეტჯერ პრემიერლიგაში და ერთხელაც ლიგის თასზე შეხვდა ერთმანეთს. თორმეტივე თამაში მანჩესტერელთა გამარჯვებით დასრულდა. გატანილი და გაშვებული გოლების თანაფარდობას აღარ იკითხავთ? "იუნაიტედმა" "უიგანის" კარში 39-ჯერ შეაგდო, გაშვებით კი მხოლოდ 4-ჯერ გაუშვა. ძლიერს სუსტი განსაკუთრებით შარშან "შემოეჩაგრა", როდესაც შინაც და სტუმრადაც 5:0 მოუგო.

მიმდინარე სეზონში, ნოემბერში, "ოლდ ტრეფორდზე" მანჩესტერელებმა 2:0 მოიგეს. იმ შეხვედრაში ძალთა ობიექტურ თანაფარდობას ისიც დაემატა, რომ "უიგანს" მოედნიდან ანტოლინ ალკარასი და უგო როდალეგა გაუძევეს. კიდევ, ღირსშესანიშნავი ის იყო, რომ გამარჯვებამ "იუნაიტედი" პირველ ადგილზე გადაიყვანა და მართალია, "არსენალს" მხოლოდ ერთი ქულით გადაასწრო, თამაშით ნაკლები ჰქონდა.

საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ ოთხშაბათს, მარსელში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ნათამაშები 0:0-ის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონს, შესაძლოა, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელის დასვენება მოუნდეს, მით უფრო, რომ სამშაბათს "ოლდ ტრეფორდზე" "ჩელსისთან" გადადებული მატჩის ჩატარება უწევს.

მეორე მხრივ კი "არსენალი", რომელიც ახლახან ვახსენეთ, კუდში მისდევს და მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ერთი სიტყვით, სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს სერ ალექსის სამწვრთნელო ხელოვნება. თან, მიაქციეთ ყურადღება, "ჩელსი" ამ უქმეებზე არ თამაშობს და სამშაბათამდე "გემრიელად" დასვენებას მოახერხებს - ამ კვირაში დასავლეთლონდონელებსაც ჰქონდათ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა. "კოპენჰაგენს", სტუმრად, ნიკოლა ანელკას ორი გოლით აჯობეს.

თავის მხრივ, "უიგანს" ბოლო დროს სულაც არ მიუდის საქმეები ცუდად. გუნდმა "ლივერპულსა" და "ვესტ ბრომვიჩთან" ფრედ ითამაშა, "ბლექბერნს" მოუგო და ფეხბურთელებსაც გული მიეცათ. მაგალითად, ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯეიმს მაკკარტი ყინჩად არის:

"ბოლო პერიოდის კარგი შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ შესანიშნავ გუნებაზე ვართ და არც "მანჩესტერ იუნაიტედის" წინაშე ვაპირებთ თავის დახრას. "უიგანისთვის" ეს დიდი თამაში იქნება. მისთვის საგანგებოდ ვემზადებით. მეტოქის ბოლო რამდენიმე შეხვედრას ჩანაწერში ვუყურეთ და დაკვირვებით შევისწავლეთ. მართალია, ხალხი ამბობს, რომ მანჩესტერელები ამ სეზონში ძველებურად კარგად ვერ თამაშობენ, მაგრამ თამაშებს მაინც იგებენ და ცხრილში პირველ ადგილზე არიან. "მანჩესტერ იუნაიტედი" მაინც, ყველანაირად, ძალიან ძლიერი და სახიფათო გუნდია".

"მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე ყურადღება ასე ძალიან იმიტომ გავამახვილეთ, რომ ამ უქმეებზე პრემიერლიგაში ორი მატჩით ნაკლები ტარდება. თან, ფავორიტები არ თამაშობენ: "არსენალს" "ტოტენჰემთან" უნდა გაერკვია ურთიერთობა, მაგრამ ამის ნაცვლად, კვირას, "უემბლიზე" "ქარლინგის" თასის ფინალში "ბირმინგემს" ელის. სწორედ, ამ "ბირმინგემს" უნდა შეხვედროდა "ჩელსი".

"მანჩესტერ სიტი" ყოფილი მწვრთნელის, მარკ ჰიუზის "ფულჰემს" მასპინძლობს და, რასაკვირველია, ბრძოლა ელის, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში მესამე პოზიციას განიმტკიცებს. "ლივერპულს" კი კვირას "ვესტ ჰემთან" აქვს სათამაშო. თუ გაიმარჯვებს, "ჩელსის" სამი ქულით მიუახლოვდება.

და მაინც, "ლურჯებს" ორი შეხვედრა თადარიგში რჩებათ... გარდა ამისა, "ლივერპულმა" ერთი კვირის წინ, ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ "უიგანთან" ითამაშა 1:1. მაშინ კენი დალგლიშმა წაფორხილება კალენდარს დააბრალა, მაგრამ თუ კალენდარსა და დაღლაზეა ლაპარაკი, მაშინ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუნდმა ხუთშაბათს ევროლიგაში პრაღის "სპარტას" უმასპინძლა და 1:0 გამარჯვებას ძალა შეალია... ერთი სიტყვით, დაღლის მომენტი არც ამჯერად უნდა გამოვრიცხოთ.

დღეს

ასტონ ვილა-ბლექბერნი 19:00

დისკვალიფიკაცია: მაკუნი (ასტ)

ტრავმა: კუელიარი, იანგი, დელფი, უაიმენი - ჟივე, ჯონსი.

ევერტონი-სანდერლენდი 19:00

ტრავმა: როდუელი, საა, ბერკლი - უილბეკი, მეილერი, კატერმოული, ტერნერი, კემპბელი.

ნიუკასლი-ბოლტონი 19:00

ტრავმა: ამეობი, აირლენდი, სმიტი, ბენ არფა - ნაითი, სამუელი

უიგანი-მანჩესტერ იუნაიტედი 19:00

ტრავმა: კლივერლი, ალკარასი - ანდერსონი, ოუენი, პარკ ჯი-სუნი, ჰარგრივზი, ევანსი, ფედინანდი, ვალენსია

ვულვზი-ბლექპული 19:00

ტრავმა: ზუბარი, კიგთლი, გუედიოურა - რაჩუბკა, გილკსი, კრეინი, ბეშემი, კლარკი

ხვალ

ვესტ ჰემი-ლივერპული 17:30

ტრავმა: ტომკინსი, კინი, აპსონი, კურუჟი - შილვი, ჯ. კოული

მანჩესტერ სიტი-ფულჰემი 19:00

ტრავმა: რაზაკი, დე იონგი, ა. ჯონსონი - ეტუჰუ, სენდეროსი

ზეგ

სტოკი-ვესტ ბრომვიჩი 24:00

ტრავმა: ეზერინგტონი, სიდიბე - იბანიესი

თ მ ფ წ ბ ქ

1. მანჩესტერი 26 16 9 1 57-25 57

2. არსენალი 27 17 5 5 57-27 56

3. სიტი 27 14 7 6 43-24 49

4. ტოტენჰემი 27 13 8 6 38-31 47

5. ჩელსი 26 13 6 7 46-22 45

6. ლივერპული 27 11 6 10 35-32 39

7. სანდერლენდი 27 9 10 8 33-33 37

8. ბოლტონი 27 9 9 9 38-37 36

9. ნიუკასლი 27 9 8 10 42-38 35

10. სტოკი 27 10 3 14 31-34 33

11. ბლექბერნი 27 9 5 13 34-42 32

12. ბლექპული 27 9 5 13 42-51 32

13. ფულჰემი 27 6 13 8 28-28 31

14. ევერტონი 26 6 12 8 33-36 30

15. ბირმინგემი 26 6 12 8 25-35 30

16. ასტონ ვილა 27 7 9 11 31-46 30

17. ვესტ ბრომვიჩი 27 7 7 13 35-52 28

18. უიგანი 27 5 12 10 27-45 27

19.ვესტ ჰემი 27 5 10 12 30-48 25

20. ვულვზი 27 7 4 16 27-46 25

ბომბარდირები: 19 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 18 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი/ლივერპული); 10 - ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ნოლანი (ნიუკასლი), ბენტი (ასტონ ვილა), ვან პერსი (არსენალი); 9 - კეჰილი (ევერტონი), კემპბელი (ბლექპული), დემპსი (ფულჰემი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), ასამოა (სანდერლენდი), მალუდა (ჩელსი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნასრი (არსენალი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ტორესი (ლივერპული/ჩელსი).

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა