"ბარსელონას" პრეზიდენტს სანდრო როსელს 16 წლის ჯონ მიგელ ტორალდ ჰარპერის გამო არსენ ვენგერი შემოელანძღა
ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასა" და "არსენალის" მერვედფინალურმა დაპირისპირებამ ინგლისური მას-მედია ისე შთააგონა, რომ დღე არ გავა, თამაშს მიღმა რაიმე სხვა თემა არ გამონახოს.

რასაკვირველია, ეს თემები ესპანეთისა და ინგლისის ამ გუნდების ქიშპობას შეიცავს. ერთი მათგანზე - "არსენალის" კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის ლონდონიდან "ბარსაში" გაჭიანურებული ტრანსფერზე ხომ დაუსრულებლად შეიძლება წერა და, როგორც "ლელოს" მკითხველს მოეხსენება, იქვეა დავის მეორე ობიექტიც - დედით ინგლისელი და მამით კატალონიელი 16 წლის ჯონ მიგელ ტორალ ჰარპერი.

"ბარსელონას" სკოლის ამ აღსაზრდელს, რომელსაც, ბედის ირონიით, ოთხი გვარ-სახელიდან ორი ინგლისური აქვს და ორიც ესპანური, "არსენალი" ეპატიჟება - სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს. კონტრაქტის ღირებულება 750 ათასი ფუნტია. ამბობენ, რომ "ბარსა" ყმაწვილს იმ ხელფასს, რასაც ლონდონელები სთავაზობენ ვერ გადაუხდის და ამიტომ საკითხი, როგორც ჩანს გადაწყვეტილია, მაგრამ კატალონიელთა პრეზიდენტი სანდრო როსელი ბრაზობს. მას თვით არსენ ვენგერი შემოელანძღა:

"ჩვენ "არსენალის" დირექტორებს ვუთხარით, რომ კარგად ვიცით, როგორ ცდილობენ ტორალის ლონდონში წაყვანას და ისიც გასაგებად ავუხსენით, რომ მათი საქციელი არ მოგვწონს. კანონი მათ არ დაურღვევით, თუმცა მათი საქციელი ამორალური იყო. ძალიან გვაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენი სკოლის აღსაზრდელთან მაშინ მივიდნენ, როდესაც ის ჯერ კიდევ 15 წლის გახლდათ.

ამქვეყნად ორი მიდგომა არსებობს: ჩვენ ფულს საკუთარ აკადემიაში ვდებთ და მომავალ თაობას თავად ვზრდით, სხვები კი მთელ ევროპაში "თევზაობენ". "არსენალი" სწორედ ასეთია".

შემდეგ ჟურნალისტებმა როსელს ფაბრეგასის ტრანსფერზეც ჰკითხეს. "ბარსას" პრეზიდენტმა მიუგო:

"თუ ჩვენს მწვრთნელებს სესკთან თანამშრომლობა აინტერესებთ, მაშინ ყველაფერი ზაფხულში გამოჩნდება".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა