ქუთაისელებს "სოხუმთან" მოდუნების უფლება აღარ ჰქონდათ
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "ქუთაისმა" სუპერლიგის ახალი გათამაშება "კაქტუსთან" მარცხით დაიწყო. იქამდე დუდუ დადიანის თასის ფინალსა და საქართველოს სუპერთასზე თბილისის "დინამოსთან" ორჯერ წააგო და ზედიზედ სამი მარცხი დაუგროვდა. ასეთი შედეგი კოტე ტუღუშის ამბიციური გუნდისთვის ყოვლად მიუღებელი უნდა ყოფილიყო.

ქუთაისელებს "სოხუმთან" მოდუნების უფლება აღარ ჰქონდათ, მით უმეტეს, როცა საკუთარ დარბაზში სეზონის პირველ შეხვედრას ატარებდნენ და გულშემატკივრები საყვარელი გუნდის პირველ გამარჯვებას ელოდებოდნენ. ქუთაისის სპორტის სასახლე, ჩვეულებისამებრ, ბოლომდე გაივსო. ქვეყნის ჩემპიონმა ერთგულ ქომაგებს იმედები არ გაუცრუა და სანახაობრივ მატჩში "კერკეტ კაკლად" ცნობილ "სოხუმს" 103:91 მოუგო.

კოტე ტუღუშის შეგირდებს თავიდან საკმაოდ გაუჭირდათ. ამერიკელი გამთამაშებელი ფილიპ მილერი, რომელიც "სოხუმმა" რამდენიმე დღის წინ დაიმატა, სტუმართა შეტევებს კარგად წარმართავდა. მის სწრაფ იერიშებს თავიდან მასპინძლებმა ალღო ვერ აუღეს. სასარგებლოდ ირჯეოდა "ქუთაისიდან" "სოხუმში" გადაბარგებული დავით ბარბაქაძეც, რომელიც პერიმეტრიდან ზუსტად ისროდა. პირველი მეოთხედის მიმდინარეობისას ძმების დუელიც გაიმართა, ქუთაისელი გიორგი ბარბაქაძის ზუსტ სროლებს უფროსი "ველურა" ასევე შედეგიანი სროლებით პასუხობდა და ყოფილ გუნდს წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. პერიოდის ბოლოს ლუკა ზაქრაძემ და ქუთაისელთა გამოცდილმა ახალწვეულმა გიორგი ცინცაძემ ზუსტი საჯარიმო სროლები გაცვალეს და პირველი ათწუთეული "სოხუმის" გამარჯვებით დასრულდა - 25:27.

მეორე პერიოდში მილერმა და ლათანმა სტუმრები 6 ქულით დააწინაურეს - 28:34, მაგრამ ამის შემდეგ სოხუმელებმა თითქმის 3 წუთის განმავლობაში მეტოქის კალათში ბურთის მოთავსება ვერ მოახერხეს. ამით "ქუთაისმაც" ვერ ისარგებლა. მართალია, 1 ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მალე "სოხუმი" ისევ გაიჭრა წინ. უკრაინელმა ლეგიონერმა ოლექსანდრ რიხლიუკმა და მერაბ ბოქოლიშვილმა ზუსტად ისროლეს და ანგარიში 33:39 გახადეს. "ქუთაისმა" დროულად გააანალიზა შექმნილი სიტუაცია, ცინცაძის, გიგი ბარბაქაძისა და ლომოურის კარგი თამაშის შედეგად 11:0 გაქცევა მოაწყო (49:40), დიდ შესვენებაზე კი 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 49:42.

მესამე პერიოდში სტუმრებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ შემდეგ "ქუთაისმა" ქადარიას, ბარბაქაძისა და ცეკვავას სროლებით 9:0 გაქცევა მოაწყო. გადამწყვეტ ათწუთეულს ქუთაისელები 8-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. ბოლო მეოთხედში ნამდვილი ფოიერვერკი მოაწყვეს გიორგი ცინცაძემ და ბექა ბექაურმა. ერთ რამედ ღირდა მათი ულამაზესი კომბინაცია, ცინცაძის იუველირული გადაცემა და ბექაურის ალეი ჰუპი. ძირითადად, მათი კარგი თამაშის შედეგად "ქუთაისი" წინ 17 ქულით გავიდა - 87:70. ბოლოს კოტე ტუღუშმა თავის გამოჩენის შანსი სათადარიგოებსაც მისცა. ქუთაისმა შეხვედრა მოგებამდე წყნარად მიიყვანა.

გამარჯვებულთაგან 25 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი ბარბაქაძე იყო. ორმაგი დუბლი შეასრულეს გიორგი ცინცაძემ (19 ქულა, 10 პასი) და ბექა ბექაურმა (17 ქულა, 13 მოხსნა), შედეგიანი იყო ვახტანგ ქადარიაც, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა დაგროვდა. "სოხუმში" 17 ქულით გიორგი ჯგერენაია გამოირჩა, 14–14 ქულა დააგროვეს მერაბ ბოქოლიშვილმა და დავით ბარბაქაძემ.

ქუთაისი-სოხუმი 103:91

25:27, 24:15, 26:25, 28:24

ქუთაისი: ბოისა, ცეკვავა (10ქ), ფაშაევი (5ქ, 6პ), ცინცაძე (19ქ, 10პ), ბექაური (17ქ, 13მ), ჭეიშვილი (2ქ), წივწივაძე (1ქ), ქადარია (18ქ, 6მ), გ. ბარბაქაძე (25ქ), ლომოური (6ქ)

სოხუმი: ბოქოლიშვილი (14ქ), დ. დვალიშვილი (2ქ), დ. ბარბაქაძე (14ქ), რახლიუკი (8ქ, 7მ), ბულიავა (4ქ), ბერუაშვილი (5ქ), ზაქრაძე (5ქ), ჯგერენაია (17ქ, 8მ), ლათანი (7ქ), მილერი (9ქ), კვეტენაძე (6ქ), კოკა ტომარაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს