"დინამო" კი კვლავ დაუმარცხებელია...
"ბათუმი"-"დინამოს" მატჩამდე სუპერლიგაში 4 დაუმარცხებელი გუნდი იყო. მათ შორის სწორედ ბათუმელები და დინამოელები. შეხვედრის დასრულების შემდეგ წაუგებელთა რაოდენობა სამამდე უნდა შემცირებულიყო.

გასულმა სეზონმაც გვიჩვენა, რომ შეჯიბრების ახალი სისტემის გათვალისწინებით საპლეიოფო კვარტეტში მოსახვედრად თითო გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს. ჰოდა, არც აჭარლები აპირებდნენ "ოქროსთან" შელევას და არც სტუმრები. ამით კი გულშემატკივარმა იხეირა - მეტად დრამატული, დაძაბული შეხვედრა იხილა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედი "ბათუმმა" 8 ქულით მოიგო, წინასწარ ცხადი იყო - გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო. საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე მასპინძლები 70:69-ს იგებდნენ, თუმცა მომდევნო ოთხწუთიან მონაკვეთში მარავიჩის წინამძღოლობით "დინამომ" 8-ქულიანი ფორის მოპოვება მოახერხა (83:75). თითქოს, ეს უნდა ყოფილიყო მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი, მაგრამ აკი მოგახსენეთ - არც ერთი გუნდი არაფრის დათმობას არ აპირებდა-თქო. ჰოდა, ლეჟავამ (5 ქულა) და შემოსიუკმა კიდევ ერთხელ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება - 83:83. ეს მატჩის დასრულებამდე 1:21 წუთით ადრე მოხდა, რის შემდეგაც ისევ "დინამოს" ჯერი დადგა: ბერიშვილი 4, მარავიჩი 2 და 89:83 თბილისელთა სასარგებლოდ...

სტატისტიკა ძირითადად თანაბარი იყო. გუნდებმა 10-10 სამქულიანი გაცვალეს, შეცდომებიც თითქმის თანაბრად ჰქონდათ და ორქულიანი ტყორცნებიც. მხოლოდ ორ კომპონენტში იგრძნობოდა "დინამოს" უპირატესობა: ორჯერ მეტი, 20 პასი შეასრულა და 44 მოხსნა 30-თან.

ერთბაშად 6 დინამოელი ასცდა 10-ქულიან ნიშნულს. ესეც გუნდურობის მანიშნებელია. ბოლო წუთებმა ორივე გუნდის საუკეთესო კალათბურთელი გამოკვეთა: ბესიკ ლეჟავა და მიხეილ ბერიშვილი მაღალი სიზუსტით სტყორცნიდნენ. თუ "დინამო" მოიგებდა, საუკეთესო ბერიშვილი გახდებოდა, თუ "ბათუმი" გაიმარჯვებდა - ლეჟავა.

საბოლოოდ, წარმატებას მიშას "დინამომ" მიაღწია, რომელმაც ანგარიშით 86:91 იმარჯვა და ბერიშვილის სრულ სტატისტიკასაც შემოგთავაზებთ: 33 წუთი, 21 ქულა (3/2 ოქულიანი, 6/4 სამიანი, 5/5 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება. არ უნდა გამოგვრჩეს მიხეილ ჭოჭუას 18 ქულა, რომლის მოედანზე ყოფნისასაც დინამოელები +18 დაწინაურდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა