ჩოგბურთი. ტურნირები
დუბაისა და დოჰას ტურნირებზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები ჩატარდა. მამაკაცთა შორის საუკეთესო ოთხეულში მოხვდნენ პირველ სამ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები - როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტომაშ ბერდიხი. მათ ორი სეტში დამაჯერებლად მოიგეს საკუთარი მატჩები.

ჯოკოვიჩი მთელი სეტი ეძებდა გასაღებს ფლორიან მაიერის წინააღმდეგ. პირველ პარტიაში გერმანელი 5:4-ზე სეტზე აწვდიდა და სწორედ ამ კრიტიკული მომენტიდან მოყოლებული აჩვენა სერბმა თავისი საფირმო თამაში - ჯოკოვიჩმა მომდევნო 10 გეიმიდან ცხრა მოიგო და 7:5, 6:1 გაიმარჯვა.

ტომაშ ბერდიხმა გერმანიის მეორე წარმომადგენელი - ფილიპ პეტცშნერი დაამარცხა. პირველი სეტის სტარტზე მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა 5:5-ზე ჩეხმა ისევ აიღო გეიმი მეტოქის მოწოდებაზე. პირველ სეტში მეტოქეებს ჯამში 15 ბრეიკ-პოინტი დაუგროვდათ, მაგრამ მეორე სეტში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ბერდიხმა მხოლოდ ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა და მეორე სეტი 6:4 მოიგო.

უკრაინელი სერგეი სტახოვსკი კარიერაში პირველად ხვდებოდა როჯერ ფედერერს და შეეცადა თამაშის ხარისხში არ ჩამორჩენოდა მეტოქეს. ფედერერი აყვა თამაშის ასეთ წესებს და ორივე ჩოგბურთელი სიამოვნებას ანიჭებდა მაყურებელს მახვილგონივრული კომბინაციებით. თუმცა უკრაინელი მუდმივად მდევრის როლში იყო და როცა მეტოქეს ეწეოდა, როჯერი მაშინვე თამაშს უმატებდა და

საბოლოოდ, შვეიცარიელმა ორ სეტში - 6:3, 6:4 მოიგო.

მეოთხე მეოთხედფინალი ფრანგული დერბი იყო. ერთ დროს საუკეთესო ათეულის წევრებმა - რიშარ გასკემ და ჟილ სიმონმა ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ გამოავლინეს საუკეთესო - 5:7. 6:2, 6:4 გასკემ მოიგო და ფედერერზე გავიდა.

დოჰას ნახევარფინალისტებშიც არის ერთი ფრანგი - მარიონ ბარტოლი, რომელიც უპრობლემოდ გაუსწორდა წინა დღის სენსაციის ავტორ შუაი პენგს - 6:2, 6:2. ბარტოლი კარგ ფორმაში შეხდა ტურნირს კატარის დედაქალაქში, რაზეც წინა წრეებში ალისა კლეიბანოვასა და შაარ პეერის იოლად ძლევამაც დაადასტურა. ამას თავად ფრანგიც გრძნობს, რომელმაც მატჩის შემდეგ თამამი განცხადება გააკეთა - თუ ასე გავაგრძელე, ჭთA-ის რეიტინგის საუკეთესო სამეულში შევალო.

ბარტოლიზე უკეთეს ფორმაში იმყოფება დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი. ბოლო ორ კვირაში ის ზედიზედ მეორე ტიტულს უმიზნებს. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ზედიზედ ორი გეიმის წაგებით დაიწყო მატჩი იტალიელ ფლავია პენეტასთან, მაგრამ 0:2-დან მოყოლებული მიჯრით 12 გეიმი აიღო და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. ვოზნიაცკიმ არამარტო კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი. საყოველთაო განხილვის საგნად იქცა მისი მაისურა მატჩის წინ მოთელვის დროს: "კაროს" საფეხურთო კლუბ "ლივერპულის" კაპიტნის სტივენ ჯერარდის ფორმა ეცვა. "მე ამ გუნდის დიდი გულშემატკივარი ვარ", - ასე ახსნა თავისი საქციელი ვოზნიაცკიმ.

დღის მთავარი მატჩი რუს ვერა ზვონარევასა და სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვას შორის გაიმართა. ზვონარევამ სულ ცოტა ხნის წააგო პატაიას ტურნირის ნახევარფინალი დანიელასთან და ახლა რევანშისთვის იყო განწყობილი. მაგრამ რუსს გაუჭირდა ამ ამოცანის შესრულება. პირველ სეტში ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა 5:5-ზე სლოვაკმა ნულზე წააგო თავისი გეიმი და შემდეგ პარტიაც.

მეორე სეტში ჰანტუხოვა მუდმივად წინ იყო - 3:0, 4:1, 5:2, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, თუმცა იქ მაინც შეძლო სეტებს შორის ანგარიშის გათანაბრება. ამ პარტიაში ზვონარევამ ოთხი სეტბოლი გადაარჩინა.

მესამე სეტშიც დიდი ხანი ინიციატივა სლოვაკის მხარეს იყო. მან სტარტზე ბრეიკი გააკეთა და ზვონარევა დიდი ხანი ვერ ახერხებდა

დაკარგული მოწოდების დაბრუნებას. სლოვაკმა 5:4-ზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო და სწორედ ამ მნიშვნელოავანი მომენტისას მოდუნდა - ზვონარევამ ანგარიში გაათანაბრა, თავისი გეიმიც აიღო, 6:5-ზე კი პირველივე მატჩბოლი გამოიყენა და სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ ნახევარფინალში გააღწია.

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 619 500 დოლარი

1/4 ფინალი

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 3)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 7:5, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ფლორიან მაიერი (გერ) 7:5, 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:3, 6:4; რიშარ გასკე (საფ)-ჟილ სიმონი (საფ) 5:7, 6:2, 6:4.

1/2 ფინალი

ფედერერი (1)-გასკე; ბერდიხი (3)-ჯოკოვიჩი (2).

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 995 000 დოლარი

1/4 ფინალი

ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 3)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 7:6, 5:7, 6:4; ტომაშ ბელუჩი (ბრა)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 6:7(5), 6:3, 6:4; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 6)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 4) 6:4, 7:6(6); დავიდ ფერერი (ესპ, 1)-ხუან მონაკო (არგ, 7) 2:6, 7:5, 6:2.

1/2 ფინალი

ფერერი (1)-დოლგოპოლოვი (6); ალმაგრო (3)-ბელუჩი.

დელრეი ბიჩი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 442 5000 დოლარი

1/8 ფინალი

ალეხანდრო ფალა (კოლ)-ადრიან მანარინო (საფ, 8) 6:3, 6:2; მარდი ფიში (აშშ, 2)-რიკარდო მელო (ბრა) 6:2, 6:1; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ფლორან სერა (საფ) 6:1, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:1, 6:1.

1/4 ფინალი

დოდიგი-ტიპსარევიჩი (სერ, 6); სვიტინგი-ნიშიკორი; ანდერსონი-დელ პოტრო; ფიში (2)-ფალა.

დოჰა (კატარი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

1/4 ფინალი

მარიონ ბარტოლი (საფ)-შუაი პენგი (ჩინ) 6:2, 6:2; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ფლავია პენეტა (იტა) 6:2, 6:0; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 7:5, 6:7, 7:5; ელენა იანკოვიჩი (სერ, 5)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:2, 6:4.

1/2 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-ბარტოლი; იანკოვიჩი (5)-ზვონარევა (2).

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/4 ფინალი

ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 7) 6:2, 2:2 სუარესის უარი; ხისელა დულკო (არგ)-ლაურა პოუს ტიო (ესპ) 3:6, 7:5, 6:0; იუჰანა ლარსონი (შვედ)-გრეტა არნი (უნგ, 3) 6:1, 4:6, 6:2; არანჩა პარა-სანტონხა (ესპ, 6)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 2:6, 6:3, 6:2.

1/2 ფინალი

მედინა გარიგესი-დულკო; ლარსონი-პარა-სანტონხა (6).

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე