ილია რუხაძეს თბილისის "დინამოში" დიდხანს არ უთამაშია, მაგრამ კვალი კი ღირსეული დატოვა
ფოტოზე: ილია რუხაძე მარჯვნიდან პირველი

ილია რუხაძეს თბილისის "დინამოში" დიდხანს არ უთამაშია, მაგრამ კვალი კი ღირსეული დატოვა. თუნდაც ის რად ღირს, რომ "დინამოს" 1978 წლის საჩემპიონო სეზონში შეეშველა, იყო საბჭოთა კავშირის ასაკობრივი ნაკრებების წევრი, მათი კაპიტანი, ჰქონდა დიდი პერსპექტივა...

ღირსების ორდენის კავალერმა ადრე დაასრულა აქტიური საფეხბურთო კარიერა, მაგრამ ფეხბურთზე ფიქრი და საყვარელ "დინამოზე" ზრუნვა წამითაც არ მიუტოვებია.

ილია რუხაძის სახელს უკავშირდება "დინამოს" ბაზაზე საფეხბურთო კლუბ "თბილისის" ჩამოყალიბება, რომელშიც საქართველოს ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა ითამაშა.

ბატონ ილიას ვაჟი იყო თორნიკე რუხაძე - "თბილისის", "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენა მცველი, ვინც ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან...

- ბატონო ილია, უნდა გთხოვოთ ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯების გახსენება...

- მოგეხსენებათ, ადრე საბჭოთა კავშირში იმართებოდა ტურნირი "ტყავის ბურთის" პრიზზე. ყველაფერი იწყებოდა უბნის პირველობიდან. ჩემი ისტორიაც სწორედ აქედან დაიწყო. უფროსებში ვთამაშობდი, 1957-იანებში. ჩვენს გუნდს ერქვა "მერცხალი". მის ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა პედაგოგ-ორგანიზატორმა ეთერ ჟვანიამ. გაკეთდა გუნდი. ორი წლით დიდებში ვითამაშე. საკავშირო პირველობამდე მივედით და სვერდლოვსკში მესამე ადგილი დავიკავეთ. 35-ე სკოლაში ანზორ იობაშვილი და თენგიზ მელაშვილი მავარჯიშებდნენ. სწორედ ამ ლეგენდარულ სკოლაში გავიზარდე. ამას მოჰყვა გადასვლა ყველასთვის საოცნებო თბილისის "დინამოში".

- ეს ამბავი როგორ მოხდა?

- ერთ დღეს თენგიზ მელაშვილი და ვოვა ელოშვილი მოვიდნენ ჩემთან სახლში. მამა იკითხეს ჯერ და მერე მე დამიძახეს, საქმე გვაქვსო. სხედან და იღიმებიან - "დინამოში" ხარ მიწვეული გასინჯვაზეო.

ვინ დაიჯერებდა? მაშინ "დინამო" სულ სხვა სიმაღლე იყო, იოლად ვერ წარმოიდგენდი იქ მოხვედრას... მივედი მეორე დღეს ბაზაზე. ცხონებულმა ნოდარ ახალკაცმა იცოდა ასეთი ლაპარაკი:

რა გინდა, რატომ მოხვედიო, მეკითხება. ერთ წამში კინაღამ გული გამისკდა, მაგრამ მერე მოვედი აზრზე და ვუთხარი, რა უნდა მინდოდეს, ფეხბურთის თამაში მინდა-მეთქი. მთავარი "დინამო" ეთამაშება დუბლებს. ცენტრალურ მცველად დამაყენეს. თავი არ შემირცხვენია. თამაში რომ მორჩა, ახალკაცმა მკითხა - რომელწლიანი ხარო? 59-იანი ვარ-მეთქი.

ისე გამოცდილივით ითამაშე, მგონი, 49-იანი ხარო, გამეხუმრა... მთელი 1976 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებში ვიყავი. "არარატთან" თასის ფინალი რომ მოიგო "დინამომ", ეს ამბავიც უცხოეთში გავიგე. სან-რემოს ტურნირზე ვითამაშე ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში.

იქიდან დავბრუნდი და იმ წელსვე დუბლშემადგენლობაში 7 მატჩი ჩავატარე. იმ დროს დინამოელობა განსაკუთრებული პატივი იყო...

- ძირითად შემადგენლობაში პირველ მატჩს როგორ იხსენებთ?

- 1978 წელი იყო. ის პერიოდია, უკვე ძირითადი შემადგენლობის კარზე რომ ვაკაკუნებ. ცსკა-სთან გვქონდა გასვლითი თამაში მოსკოვში. მანამდე, ნოდარ ხიზანიშვილი დაშავდა თბილისში "ლოკომოტივთან" სათასო შეხვედრაში. გათენდა დილა და ვხედავ, რომ არ ვარ ძირითად შემადგენლობაში. სკამზე ვიჯექი იმ თამაშის განმავლობაში, მაგრამ ესეც კი დიდი ბედნიერება იყო. მოვფრინავთ თბილისში. აეროპორტში შეფერხება იყო. სერგო კუტივაძემ, ნოდარი გეძახისო. მივედი და მეკითხება - წუხელ გეძინაო? მართლა არ მძინებია. ან რა დამაძინებდა? ამიტომ არ დაგაყენე ძირითადში. ახლა მოემზადე შემდეგი თამაშისთვის, ძირითადში იქნებიო...

ასეთი იყო ახალკაცი - უდიდესი მწვრთნელი, ფსიქოლოგი... "ლოკომოტივთან" უკვე ჩემპიონატის შეხვედრა გვაქვს და ეს მატჩი მართლაც ძირითადში დავიწყე. მარჯვნივ გოჩა მაჩაიძე იყო დაცვაში, მარცხნივ - მე. ისევ ცოტა მეძინა ღამით. ავდექი დილით და ჩავიპარე ბაზაზე იმ ადგილას, სადაც შემადგენლობას აკრავდა ხოლმე ახალკაცი.

ძირითადში ვნახე ჩემი თავი და სასწრაფოდ დავიძინე. შემეშინდა, კიდევ რამე არ შემატყოს-მეთქი.

სხვათა შორის, ნოდარმა გადამწია მარცხნივ. ცენტრალური მცველი ვიყავი მანამდე... მაშინ დუბლების თამაშზე 20 ათასი კაცი დადიოდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში თამაში მაინც სხვა იყო.

გავედი 80 ათასი ქომაგის წინაშე და ნერვიულობა ვიგრძენი. ჩემი გვარი რომ გამოაცხადა დიქტორმა, კანტიკუნტად იყო ტაში. მერე და მერე გავშინაურდი მეც და, ალბათ, ხალხიც დარწმუნდა, რომ რაღაც შემეძლო. მერე მოხდა ის, რისი გახსენებაც აღარ მინდა...

- ოდესაში მიღებულ ტრავმას გულისხმობთ, რომელმაც დაღი დაასვა თქვენს კარიერას?

- ფაქტობრივად, აქ დამთავრდა ჩემთვის დიდი ფეხბურთი. მახსოვს, თამაშგარე გაატარა მსაჯმა, უნდა მიმესწრო ბურთისთვის. დროულად გავედი, მივასწარი და... ფეხი გადამიტყდა.

- მერე აღარ სცადეთ დაბრუნება?

- კი, ერთი თამაში ვითამაშე "დინამოს" ძირითადში, ცსკა-სთან. 1979 წელი იყო. მე ასე ვფიქრობდი მაშინ - თუ თამაშობდი, უნდა გეთამაშა თბილისის "დინამოში". კი, მიდიოდნენ რეგიონის გუნდებში და მეტსაც იღებდნენ, მაგრამ ეს ხდებოდა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

- გული ბევრ რამეზე გწყდებათ?

- ჩემზე ამბობენ, დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშაო. მე მიმაჩნია, რომ ვითამაშე დიდი ფეხბურთი თუნდაც იმიტომ, რომ დიდი ვარსკვლავების გვერდით ვიყავი - დავით გოგია, დავით ყიფიანი, შოთა ხინჩაგაშვილი, ვოვა გუცაევი, ვახო კოპალეიშვილი... მინდორზეც და მინდვრის გარეთაც სიტყვა ეთქმოდათ... ეგაა, დიდხანს ვერ ვითამაშე მათ გვერდით. რომ არა ის ტრავმა, 1981 წლის ტრიუმფი, დიდი ალბათობით, გვერდს ვერ ამიქცევდა. მართლა კარგ ფორმაში ვიყავი და ვგრძნობდი, როგორ ვუმატებდი... სამწუხაროდ, არ დამცალდა...

- დავით ყიფიანის გახსენება უნდა გთხოვოთ...

- უდიდესი პიროვნება იყო. მახსოვს, ძირითადში რომ უნდა მეთამაშა პირველად, მეტოქე ისე გამიშიფრა, ყველაფერი ვიცოდი მინდორზე გასვლამდე... სიკეთით სავსე ადამიანი იყო, იუმორის განსაკუთრებული გრძნობით.

- "დინამოს" დაღმასვლა რატომ დაიწყო?

- ჩემი აზრით, ეს პროცესი რომ დაიწყო, იქვე დაიწყო მთლიანად ქართული ფეხბურთის დაღმასვლაც. ვიტალი აღარ იყო უკვე, ფეხბურთელები დაიფანტნენ. ზოგი სად წავიდა და ზოგი - სად... მანუჩარის წასვლაც, მგონი, არ იყო გამართლებული. დათო ყიფიანმა ნაადრევად დაანება თავი ფეხბურთს.

ახალი თაობა უდავოდ ნიჭიერი იყო, მაგრამ ამხელა ტვირთის ზიდვა გაუჭირდათ. მაშინდელი "დინამო" "რეალისა" და "ბაიერნის" დონის გუნდი იყო.

- ახლა ის პერიოდი გაიხსენეთ, "თბილისს" რომ პატრონობდით...

- მას შემდეგ, რაც ფეხბურთიდან წავედი, როგორც შემეძლო, ისე ვიდექი თბილისის "დინამოს" გვერდით, ჩემს მეგობარ ნიკა ივანიშვილთან ერთად. "დინამოს" ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდული და სიმპათიური გუნდი - "თბილისი". გუნდის სამწვრთნელო შტაბში იყვნენ ბორის სიჭინავა და რამაზ მუმლაძე. გუნდში არაერთმა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელმაც მოგვიანებით მოირგო საქართველოს ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრების მაისურა - ლადო ბურდული, ზურაბ ხიზანიშვილი, რეზო ქემოკლიძე, ლევან მელქაძე, ოლეგ გველესიანი, გიორგი მიქაძე... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

- "დინამოში" ბევრი იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც თქვენსავით ვერ გამოავლინა ბოლომდე შესაძლებლობები...

- ასე იყო... თუნდაც, რამაზ მუმლაძე ავიღოთ... ახლა ცნობილი მწვრთნელია. რომ იცოდეთ, რა ფეხბურთელი იყო... ისიც ტრავმამ არ "გაუშვა"...

- ქართული ფეხბურთის დაღმასვლა ახსენეთ წეღან. ის ჯერაც მძიმე დღეშია...

- ავადმყოფს რომ უმკურნალო, ჯერ დიაგნოზი უნდა დაუსვა, ბოლომდე უნდა გავიგოთ ის მიზეზები, რამაც აქამდე მიგვიყვანა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მეიმედება. სულ ჩემი შვილის მეგობრები არიან. ვიცი, როგორი სუფთები არიან, როგორ უყვართ ქართული ფეხბურთი... და მაინც, მე ასე ვფიქრობ: სანამ თბილისის "დინამო" არ დაუბრუნდება თავის სიმაღლეს, სანამ მას არ ეშველება, მანამდე ძალიან ძნელი იქნება ზოგადად ქართულ ფეხბურთში ვითარების შეცვლა.

10-გუნდიან ჩემპიონატს მივესალმები, ბავშვთა ფეხბურთში კი ბევრია გამოსასწორებელი. თუნდაც ის, რომ ამდენი შემთხვევითი მწვრთნელია იქ... ჩვენი წარსული არასოდეს უნდა დავივიწყოთ. სხვანაირად, წარმატებული მომავალი ვერაფრით გვექნება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
კველაპერს ცუდი მხრიდან არ უნდა უკუროტ ცხოვრებასჰი. ვინც ილოს იცნობს დამეტანხმება,რომ,არავიზე ნაკლებად არ სჰესტკივა გული კარტულ პეხბურტზე.და საერტოდ. კარგ მტკმელს, კარგი გამგები სცჰირდება.
MORTE
სანამ წარსულის ნოსტალგია და მხოლოდ დინამოს გაფეტიშება არ შეწყდება, მანამ გლობალურად ქართული ფეხბურთი არ განვითარდება; საქართველოს უპირველესი გუნდი არის საქართველოს ნაკრები, მორჩა და გათავდა!!!
ხვაშიადი
რა თქვა არასწორი?დინამო რომ ძლიერი იქნება,ტორპედო რომ ძლიერი იქნება ვიდრე დღეს ქართულ ფეხბურთსას ეშველებაო.ეგრეა უკრაინში,ეგრეა თურქეთში!პოლონეთში,რუმინეთში!ხორვატიასა თუ სერბეთში..ეგრეა ჰოლანდიაში,ჩეხეთში და დანიაში..ბარსელონა და რეალი რო არ იყვნენ და ოსასუნები დარჩნენ მაშინ ლა ლიგა საბერძნეთის ჩემპიონატად გადაიქცევა,მაგრამ ეს ლოკომოტივები ასაზრდოებენ ეროვნულ ჩემპიონატებს,მაგრამ თქვენ ამას რას გაიგებთ,ორღობე ამიკაკანდა აქ
Dyablo
... ლოგიკაში ილია რუხაძევ აი როგორი ადამიანები არ უნდა იყვნენ სწორედ ქართულ ფეხბურთში და საერთოდ სპორტში ესეთი დეგრადირებულ შოვინისტური შეხედულებების ადამიანებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდეს დანარჩენი საქართველო თბილისის გარდა როგორც ესეთები უყურებენ მთლიანად ქვეყანას და მიტო ძულხართ სხვაგან უსირცხვილოებო.
giga
სანამ ეგეთი მარაზმატიკული აზროვნება იქნება მანამდე არ ეშველება არაფერს ზუსტად ამ ქვეყანაში
giorgi
ჰოდა სანამ მასე იაზროვნებთ, ჯერ დინამოს უნდა ეშველოსო, მანამდე არ ეშველება ქართულ ფეხბურთს.
beqa
ასი პროცენტით მართალი ხარ მიშა. რა შუაშია დიმამო? რა სხვა გუნდები, რომ იყვნენ ძლიერები არ ვარგა? პირიქით უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი გუნდი განვავითაროთ. ერთი მერცხალი მარტო გაზაფხულს ვერ მოიყვანს. მარტო დინამო რომ იყო ძლიერი და მთელი ქვეყანა მის გაჩემპიონებას რო ცდილობდა იმიტომ ვართ ამ დღეში.
მიშა
ესაა სწორედ არასწორი მიდგომა და იმიტომაც არის ქართული ფეხბურთი ამ დღეში რა შუაშია დინამო ან სხვა გუნდი ცალკე აღებული. დღესაც 13 მაისს რო მისტირით და წარსულით ცხოვრობთ მიტომაცაა საქმე კარგად. ამ საქმეს კომპლექსური მიდგომა უნდა რა ქუთაისში , ბათუმში და გორში რო იყოს ძლიერი კლუბები არ განვითარდება ხო ფეხბურთი
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი