საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის მცველ დავით ხოჭოლავას დიდებული სეზონი აქვს უკრაინულ პრემიერლიგაში
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის მცველ დავით ხოჭოლავას დიდებული სეზონი აქვს უკრაინულ პრემიერლიგაში. ხუმრობა საქმე ხომ არ არის: ცოტა ხნის წინ ის უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ოდესის "ჩერნომორეცის" დაცვა და მთლიანად ეს გუნდი უკვე წარმოუდგენელია ხოჭოლავას გარეშე.

შემთხვევითი არ არის, რომ იქაური მედია ყოველთვის აღმატებულ ხარისხში წერს ჩვენებურზე.

უნივერსალი ხოჭოლავა, რომელსაც საქართველოში ერთ დროს თავდამსხმელადაც კი ათამაშებდნენ, შესანიშნავად მოერგო ცენტრალური მცველის რთულ ამპლუას. "ჩერნომორეცი" ძალიან ცოტა გოლს უშვებს და ამაში "დამნაშავე", დიდწილად, ქართველი ლეგიონერიცაა.

უკრაინის ჩემპიონატში "ჩერნომორეცი" ამჟამად მეხუთე ადგილზეა და 12 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გაშვებული. ოდესური კლუბის ფორვარდებს რომ მეტი გოლი გაჰქონდეთ, "ჩერნომორეცი" ცხრილში უკეთეს პოზიციაზე იქნებოდა.

მოკლედ, ხოჭოლავას პროგრესი თვალსაჩინოა და ეს არც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს გამოჰპარვია, რომელმაც ფეხბურთელს ქვეყნის უპირველეს გუნდში უხმო.

რა თქმა უნდა, "ჩერნომორეცი" ტრადიციული უკრაინული კლუბია, თუმცა თავად ხოჭოლავაც დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ ადრე თუ გვიან ძალები უფრო მაღალი დონის გუნდში მოსინჯოს.

როგორც შევიტყვეთ, ხოჭოლავას გადაბირებით რუსული პრემიერლიგის "ამკარია" დაინტერესებული. სანდო წყარომ, ვინც ეს ინფორმაცია გაგვიმხილა, ისიც დაამატა, რომ პერმული კლუბი ერთადერთი არ არის, რომელსაც ქართველი მცველის შეძენა სურს.

"ამკარს" ისეთი სპეციალისტი უდგას სათავეში, ქართველ ფეხბურთელებს კარგად რომ იცნობს - გაჯი გაჯიევი, ვისაც სხვადასხვა დროს ბევრ ჩვენებურ მოთამაშესთან უმუშავია.

გარდა ამისა, "ამკარში" თამაშობს მცველი გიორგი ჯიქია, რომელიც ამ დროისთვის რუსეთის მოქალაქეა, თუმცა სულაც არ არის გამორიცხული, მალე ჩვენი ეროვნული ნაკრების მაისურა მოირგოს...

შეგახსენებთ, რომ "ჩერნომორეცი" ხოჭოლავასთვის პირველი უცხოური კლუბია. მანამდე ის თამაშობდა "სასკოში", "ოლიმპში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთსა" და ქობულეთის "შუქურაში" (საუკეთესო თვისებები სწორედ ამ კლუბში გამოავლინა).

მის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა ამჟამად თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა. სხვადასხვა დროს ხოჭოლავა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ღირსებასაც იცავდა. ის იმ თაობიდანაა, რომელსაც ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, დავით სხირტლაძე და სხვები წარმოადგენენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვალერი
რა ამკარი ძმაო? 2000 ევრო რომ გადაგიხადონ ევროპა მაინც ჯობია მაგ ამკარს,სხვების მაგალითებს გადახედე ძმაო,ფეხბურთი გააგორე და ფული იქნება თავისთავად
ქომაგი
უკრაინის ჩემპიონატს ხშირად ვუყურებ და ცალსახად შემიძლია ვთვა, რომ ძალიან მაგარი ბიჭია. წარმატებები მიხარია !!! ძირიტადში უნდა დააყენოს ვაისმა!!!!!!!!!!!
gizog
დავით დიდ წარმატებებს გისურვებ, ძლიერი თავდაჯერებული ცენტრალური მცველი ყველა გუნდს სჭირდება გისურვებ ძლიერ და კარგ გუნდებში გქონოდეს კარიერა.
svani
არგინდა ეს ამკარი მანდ დარჩი, უკეთეს გუნდში გადადი, ან ევროპულ კლუბში წადი!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"იზვესტია": გიორგი ჯიქიას შეძენა მოსკოვის "ლოკომოტივს" სურს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"შახტარმა" ზედიზედ მეთოთხმეტე გამარჯვება მოიპოვა
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
ოფიციალურად - ლაცაბიძე "ჩერნომორეცში" გადავიდა
რუსულმა საიტმა საბა კვირკველიას კარიკატურა მიუძღვნა
ლეგიონი. "ურალი" თასის 1/4-ფინალშია - ჭანტურიამ პენალტი გაიტანა [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
"შახტარი" ქართველ მცველს იჯარით გაუშვებს
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?