ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში "სანს" ესტუმრა და ანგარიშით 106:100 დაამარცხა
31 ოქტომბერს "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" რეგულარული ჩემპიონატის მე-3 მატჩი დღეს, გამთენიისას ფინიქსში გამართა და ახალდაწყებულ NBA-ს სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ოკლენდელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავისი წილი სამუშაო ბრწყინვალედ შეასრულა.

ფაჩულიას მიმდინარე სეზონში მისთვის უმეტესი - 22:13 წუთი დაეთმო, რაც ქართველმა ცენტრმა კარგად გამოიყენა. ზაზამ 5 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 5-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ზაზა ფაჩულიასა და კევინ დურანტის კომბინაცია

ოკლენდელთა სასტარტოებიდან 37 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა, 28 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, ხოლო დრეიმონდ გრინმა დიდი სამუშაო გასწია - 8 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი და 3 დაფარება მიითვალა.

ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე პასი კევინ დურანტს

"გოლდენ სტეიტმა" პირველი მეოთხედი 22:30 დათმო, თუმცა თამაში მალე გაათანაბრა და მედგრად მებრძოლი ფინიქსელები ბოლო პერიოდში გატეხა. ფაჩულიას გუნდმა საბოლოოდ 106:100 იმარჯვა და 3 მატჩის შემდეგ 2 მოგება აქვს.

ფინიქსი-გოლდენ სტეიტი 100:106

მომდევნო მატჩს ოკლენდელები 2 ნოემბერს, პორტლენდში "ბლეიზერსთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

არჩილ ხოფერია
svani-ს, თამაში არ მინახავს ნაწყვეტების გარდა. აქ ამ სტატიაში წერია "ფაჩულიამ 5-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო". ამიტომ დავწერე ის რაც მიწერია. ზაზას დიდი გულშემატკივარი ვარ!
იზა
ზაზა ჩვენი სიამაყეა, ულევი წარმატებები.....
ძაან მაგარი საიტია
ყოველი თამაშის მერე, გულისფანცქალით შემოვდივარ რომ რეზულტატი გავიგო, მთელი გულით ვგულშემატკივრობ ზაზას და საერთოდ ყველაფერს ქართულს. თამაშის მოკლე სიუჯეტებისთვის დიდი მადლობა.
svani
არჩილ ხოფერია-ს კალათთან ორჯერ მიუვიდა ბურთი და ორივეჯერ პასი გააკეთა როცა შეეძლო შეეტია..! ერთხელ ჩაუჭრეს ბურთი მეორეჯერ კიდევ ტომპსონმა ააცილა! ზაზი შეუტიე ფარს შეუტიე!!
არჩილ ხოფერია
ფარს იმიტომ არ უტევს ხშირად, რომ 5 ტყორცნიდან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო და ეს თითონ მასზე ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს. ამას გარდა, როგორც მე ვხვდები მწვრთნელი მექულეობას არ ავალებს! უბრალოდ გუშინ სროლები არ წაუვიდა, საერთოდ არ წაუვიდა. მოიცათ გამოიღებს ხელს!
ქარ
ისე პასები კარგია, მაგრამ ზაზა რატო არ უტევს უფრო ხშირად?! ყველა დურანტზე გადადის და ამ დროს ზაზას რო მიცეს პასი ან კომბინაციები ზაზაზე გათვალონ უფრო მარტივ ქულებს აიღებენ, თან მოწინააღმდეგესაც დააბნევენ.

ზაზა რისთვისაც აიყვანა გოლდენმა (დაცვაში თანაში,პასები და ბლოკის დაყენება) იმაში ძალიან მაგარია თავისი ხელფასის კვალობაზე. სასტარტოს ხუთეულიდან ოთხი ნებისმიერი დესტანციიდან ესვრის, ასე რომ ზაზას ქულების ნაკლებობა (სასურველია მეტი ჰქონდეს) არანაირი პრობლემა არაა.
qar
აი ეს არის სიმტკიცე, მაგრა მოუმატებს ზაზა ამ ჟურნალისტებმა კიდე წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ
llcl
"ღრმად პატივცემული" ამერიკელი სპორტული მიმომხილველები რატომ დუმან ჩვენი ლეგენდარული კაპიტნის შესახებ?
zoro.
-მალადეც ძმაო!
bavaria
არა ბიჭო სულელები არიან გოლდენ სტეიტის ბოსები, ზაზას რომ გაუფორმეს კონტრაქტი, უბრალოდ ამერიკელი ჟურნალისტები შურით სკდებიან და როგორ დააკნინონ აღარ იციან ფაჩულია, ზაზა ზუსტად ის ცენტრია, რომელიც სჭირდება ამ გუნდს. ჯერ კარგად შეთამაშდნენ და მერე ნახავთ როგორ ჩაიკმენდენ ხმას სკეპტიკოსები, მიდი ზაზა, მხეცი ხარ!
giorgi
მინდა ავტორი შევაქო მომენტების ამოკრებისთვის, მემგონი ეს პირველი შემთხვევაა )))
svani
ზაზაააა შეუტიეეე ფაააარს შეუტიეეე ნუ ცდილობ სულ პასებს დაკარგე მაგის გამო ბურთები!
სოსო
ზაზაც და გუნდიც აუცილებლად მოუმატებს.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს