საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველს გოლი ხუთი სხვადასხვა უკრაინული გუნდის მაისურით აქვს გატანილი
უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში სანდრო კობახიძის მიერ "ვორსკლა"-"ოლეკსანდრიის" მატჩის (2:2) მიწურულს გატანილმა გოლმა არამხოლოდ პოლტავის გუნდს მისცა ფანტასტიკური ქამბექის განხორციელების საშუალება. ის ღირსშესანიშნავი თავად საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისთვისაც აღმოჩნდა.

- ლეგიონის უქმეები: სუპერკაჭარავა - ქართველის პოკერი კვიპროსზე [VIDEO]

"ოლეკსანდრიის" კარში, 91-ე წუთზე, 11-მეტრიანიდან გატანილი ბურთი 28 წლის კობახიძისთვის სადებიუტოა "ვორსკლაში", კარიერაში კი უკვე მეხუთე უკრაინული გუნდის მაისურით გატანილი გოლია! აქამდე სანდროს გოლი უკრაინის პრემიერლიგაში "დნიპროს", კიევის "არსენალისა" და "ვოლინის" შემადგენლობაში ჰქონდა გატანილი, უკრაინის თასზე კი - "კრივბასის" რიგებში თამაშისას.

შეგახსენებთ, რომ სანდრო კობახიძე უკრაინაში 2008 წლიდან თამაშობს, სადაც თბილისის "დინამოდან" გადაბარგდა.

ქართველმა ფეხბურთელმა "ოლეკსანდრიასთან" თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

"თამაშს ძალიან უცნაური დასასრული ჰქონდა. მადლობა ჩვენს ყველა გულშემატკივარსა და მოთამაშეს იმისთვის, რომ მაინც მოვიკრიბეთ ძალა და ფრეს გამოვრჩით. კიდევ ერთი წაგება სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა.

მართალია, სულ სხვა შედეგზე ვფიქრობდით, მაგრამ მაინც კარგია, რომ ხასიათის სიმტკიცე გამოვიჩინეთ და გავათანაბრეთ. ასე რომ, პრინციპში, კმაყოფილები ვართ.

რაც შეეხება პენალტის რეალიზებას, წინასწარ ვიცოდი, საითაც უნდა დამერტყა და მეკარეს ვუყურებდი, თუმცა, ეს აღარაა მნიშვნელოვანი. მთავარია, წაგებას გადავურჩით", - თქვა კობახიძემ.

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანდრო კობახიძე: თუ ხალხი მოვა, ფეხბურთელებსაც გამოგვივა ფრთები...
ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]
ძალიან ფასეული შენაძენი - უკრაინელები სანდრო კობახიძეს აქებენ
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ალექსანდრე კობახიძე: შეიძლება "არსენალი" ფიქრობს, რომ პოლტავა სამყაროს დასასრულია?
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
"მერანიდან" უკრაინის პრემიერლიგაში - ანდრო გიორგაძე "ვორსკლაში" ითამაშებს
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
სანდრო კობახიძე: "გიოზთეფეში" არ ვჭირდები და ვარჯიშს რა აზრი აქვს?
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა