გერმანელმა ისედაც ბევრი შეძლო, თუმცა ეს საკმარისი არ არის
დღევანდელი "ლივერპული" ნათელი მაგალითია იმისი, თუ როგორ შეიძლება ააშენო ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი მინიმალური, აუცილებელ საჭიროებაზე გათვლილი რაციონალური დანახარჯებით, სადაც მთავარ როლს თამაშობენ, ერთი მხრივ, გუნდი, როგორც ცალკე აღებული მთლიანი ორგანიზმი, და მწვრთნელი, რომელმაც ეს საქმე კარგად იცის...

იურგენ კლოპს არ ჰყავს პირველხარისხოვანი ვარსკვლავები, მაგრამ მან აჩვენა, რომ ამ პირობებშიც შესაძლებელია არამარტო ბრძოლისუნარიანი (ინგლისში ასეთი გუნდი ბევრია), არამედ რეალურ შედეგზე ორიენტირებული გუნდის კონსტრუირება.

კლოპს საამისოდ სხვა ფორმულა აქვს. მისი ფილოსოფიაა მაღალი ენერგია, მოწინააღმდეგის "დაშლა" შუა ხაზში და უსწრაფესი კონტრდარტყმა. იტყვიან ხოლმე - დიდი გუნდი დაცვიდან უნდა აიწყოსო, მაგრამ კლოპის მიდგომა განსხვავებულია. ის დაფუძნებულია უმკაცრეს პრესინგსა და მოთამაშეთა ინტეგრირებულ მოძრაობებზე.

სწორედ ეს აძლევს ძალას "ლივერპულის" შეტევებს და, შესაბამისად, უამრავი საგოლე მომენტის შექმნას. მაგალითად, ამ სეზონში "წითლებმა" 69-ჯერ დაარტყეს კარში, რაც პრემიერლიგის კლუბებს შორის ყველაზე მაღალი შედეგია. პლუს ამას, მერსისაიდელებს საშუალოდ თამაშში 2.4 გოლი გააქვთ, ისევე, როგორც "მანჩესტერ სიტის", რომელსაც სერხიო აგუეროს სახით დიდებული მეგოლე ჰყავს.

სწრაფი გადაადგილება ბურთით და უბურთოდ, ფეხბურთელების მიერ პოზიციების მუდმივი ცვლა, თან ისე, რომ არ დარჩეს ცარიელი სივრცე არც საკუთარი და არც მეტოქის შეტევისთვის.

ფილიპე კოუტინიო, რობერტო ფირმინო, ადამ ლალანა და სადიო მანე განუწყვეტლივ მოძრაობენ მეტოქის საჯარიმოს გარშემო და იმ პირობებშიც კი, როცა გუნდს არ ჰყავს გამოკვეთილი ცენტრფორვარდი, ეს ზონაც კი ყოველთვის ათვისებულია ერთ-ერთი მათგანის მიერ.

ამის ქრესტომათიული მაგალითი იყო პირველი გოლი (ემრე ჩანი) "კრისტალ პალასის" კარში. კოუტინიო თითქოს მარცხენა ფლანგზე იყო გამწესებული, მაგრამ ის მოულოდნელად აღმოჩნდა მოედნის ცენტრში. მისმა გადაადგილებამ ადგილიდან დაძრა სხვა ფეხბურთელებიც. მარცხენა მცველი ალბერტო მორენო, რომელსაც ჯეიმს მილნერის ტრავმის გამო მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მოულოდნელად აღმოჩნდა გარემარბის პოზიციაზე, საიდანაც კოუტინიოს გენიალური პასი მოხდენილად გადაამისამართა უკან, ჩანისკენ, ვინც ერთი შეხებით გაგზავნა ბურთი ბადეში.

საგოლე შეტევა წამებში, წინასწარ დამუშავებული სქემის მიხედვით განვითარდა. კოუტინიოს პერიოდული უკანდახევა კლოპისეული სტრატეგიის ღერძია.

ერთი სიტყვით, "ლივერპულის" შეტევითი პოტენციალი ძალიან დიდია თვით გამტანი ფორვარდის არარსებობის პირობებშიც და აქ ჩანს სწორედ მწვრთნელის ნაფიქრი. მაგრამ ამ მწვრთნელმა ისიც კარგად იცის, რომ რაც შეიძლება დროულად უნდა ჩააცემენტოს დაცვა, თორემ სრულყოფილი და საჩემპიონო გუნდი ვერ ეყოლება.

იმავე "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში უკანა ხაზმა თვალშისაცემი შეცდომები დაუშვა. მართალია, აქ იყო პირადად დეიან ლოვრენის "იაღლიშიც", როცა ჯეიმს მაკარტურს აუგდო ბურთი საგოლე დარტყმისთვის, მაგრამ იმავე მაკარტურის მეორე გოლზე კითხვები გაჩნდა მთლიანად დაცვის ცენტრის მიმართაც.

სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ლოვრენმაც და ჟოელ მატიპმაც (ვინც ერთ-ერთი დამნაშავეა მეორე გოლის ეპიზოდში) შეცდომები მეტოქის კარში გატანილი გოლებით გამოისყიდეს.

თუმცა ეს მხოლოდ ეპიზოდია და ყოველთვის ვერ იმუშავებს. ჯერჯერობით, ადრეა ლაპარაკი იმაზეც, რამდენად გაამართლებს გრძელვადიან პერიოდში ჯორდან ჰენდერსონის გაზრდილი დაცვითი ფუნქციები. ამიტომ ეს ზონა კლოპს ყველა შემთხვევაში დასალაგებელი აქვს.

აქ დიდი იქნება მეკარის როლიც, ლორის კარიუსი კი ჯერჯერობით ვერ არის ავტორიტეტი უკანა ხაზის მოთამაშეებისთვის. კარიუსი ისე ვერ ფლობს სიტუაციას საჯარიმოში, როგორც ეს მის დიდ კოლეგებს ეხერხებათ.

დაუბალანსებლობა ვერ იქნება კლოპისთვის კარგი მოკავშირე და მან ეს კარგად იცის. "ლივერპული" ვერ იქნება მზად საჩემპიონოდ მანამ, ვიდრე ერთნაირად ეფექტური არ იქნება მოედნის ორივე მხარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"მაშინ დავკარგე ფეხბურთელი, რომელთან მუშაობაც კიდევ 10 წლით მსურდა" - კლოპმა კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი გაიხსენა
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
მუნდიალის კიდევ ერთი დანაკლისი - ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრებსაც გამოაკლდა
"ასტონ ვილამ" "ბარსელონასგან" კოუტინიოს კონტრაქტი გამოისყიდა
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კოუტინიო შესაძლოა, "ინტერში" დაბრუნდეს
კოუტინიო შესაძლოა, ძველ კლუბს დაუბრუნდეს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება