ნოვაკ ჯოკოვიჩის ბატონობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა
გასულ კვირას, მამაკაცთა პროფესიულ ტური ვენასა და ბაზელს სტუმრობდა. მართალია, იქაური ტურნირების კატეგორია ATP500 იყო, მაგრამ მაღალი მნიშვნელობა ჰქონდა: შვეიცარიაში მიმდინარეობდა ბრძოლა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოსახვედრად, ავსტრიაში კი ენდი მარეი ცდილობდა შეემცირებინა ჩამორჩენა რეიტინგში ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

ვენის ტურნირზე საყოველთაო ყურადღება ენდი მარეისკენ იყო მიპყრობილი, რადგან სეზონის ბოლოს რეიტინგში ლიდერობის მოპოვების ბრწყინვალე შანსი მიიღო.

ბრიტანელმა სუსტად დაიწყო ტურნირი. მარტინ კლიჟანთან პირველი სეტის მოგების (6:3) შემდეგ, ენდი მეორე სეტში მატჩზე აწვდიდა, მაგრამ წააგო საკუთარი მოწოდება. ტაი-ბრეიკზე მარეი 5:3 დაწინაურდა, მაგრამ ზედიზედ ოთხი ქულა და მასთან ერთად, პარტია დათმო. გადამწყვეტ სეტში ბრიტანელმა მოახერხა კონცენტრაცია და "მშრალი" ანგარიშით მოიგო. რთული გამოდგა შემდეგი მატჩიც, რომელშიც მეორე ჩოგანი მდევრის როლში აღმოჩნდა ჟილ სიმონის წინააღმდეგ.

მაგრამ შემდეგ, მარეის პრობლემები აღარ შექმნია. ჯონ ისნერი იოლად გაანადგურა, ნახევარფინალში კი საერთოდ არ დასჭირდა კორტზე გასვლა შარშანდელი ჩემპიონის დავიდ ფერერის ტრავმის გამო. გადამწყვეტ მატჩში ენდის ჟო-ვილფრიდ ცონგასთან უწევდა შეხვედრა.

ფინალის პირველმა სეტმა თითქმის უბრძოლველად ჩაიარა - მარეიმ უკვე მეორე გეიმში გააკეთა ბრეიკი და მეტოქეს პასუხის გაცემის შანსი არ მისცა. ფრანგი ძალიან ბევრს ცდებოდა და ამიტომაც, მეორე სეტიც საკუთარი მოწოდების წაგებით დაიწყო. თითქოს, ბრიტანელს არ უნდა გასჭირვებოდა სეზონში მეშვიდე ტიტულის მოგება, მაგრამ, მოლოდნელად, მერვე გეიმში დაკარგა კონცენტრაცია და ცონგას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

დაინიშნა ტაი-ბრეიკი, სადაც, კარგა ხანი, თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ მარეიმ ბოლოს მოუმატა და ბოლო ორი ქულა აიღო. 6:3, 7:6(6) - ენდიმ მოიგო 42-ე ტიტული კარიერაში, მეშვიდე სეზონში და მესამე - ოქტომბერში.

შარშან, ბაზელში ამ შვეიცარიული ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის. წელს, ლეგენდებმა ნაადრევად დაასრულეს სეზონი და მაყურებელს მათი ხილვის საშუალება არ მიეცა. თუმცა, მათ გარეშეც, ბაზელის კორტებზე დიდი ბრძოლა გაიმართა.

უკვე პირველ წრეში გამოეთიშნენ ტურნირს მილოშ რაონიჩი და რიშარ გასკე. მეორე წრეში გაიმართა შეხვედრა დავიდ გოფენსა და ხუან-მარტინ დელ პოტროს შორის. არგენტინელმა მოიგო და კიდევ ერთხელ ათქმევინა ყველას, რომ საბოლოოდ დაბრუნდა პროფესიულ ტურში.

მეოთხედფინალში გავიდა განთესვის ყველა ლიდერი, თუმცა, ამ ეტაპზე ბრძოლას გამოეთიშა სტენ ვავრინკა, რომელიც საკუთარ თავს არ ჰგავდა მიშა ზვერევის წინააღმდეგ. დელ პოტრომ ბრძოლაში წააგო კეი ნიშიკორისთან და გამოაცხადა, რომ გამოტოვებს პარიზის "მასტერსს", რადგან მისთვის პრიორიტეტია დევისის თასის ფინალი.

ფინალში კი გააღწიეს კეი ნიშიკორიმ და მარინ ჩილიჩმა, რომლებსაც, მანამდე, 11 შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული ერთმანეთში: შვიდი მოგება იაპონელს ეკუთვნოდა და ოთხი - ხორვატს.

ყველანაირი ლოგიკით, ფავორიტად ნიშიკორი სახელდებოდა, მაგრამ უკვე პირველ სეტში სერიოზული დარტყმა მიიღო მეტოქისგან - 1:6. სამაგიეროდ, ბრძოლა შედგა მეორე სეტში. ნიშიკორის სამი სეტბოლი ჰქონდა მიღებაზე, მაგრამ ჩილიჩმა ყველა საფრთხე მოიგერია და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა.

აქ მინი-ბრეიკების რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე საკუთარ მოწოდებაზე აღებული ქულები. თუმცა, იგრძნობოდა ხორვატის უპირატესობა. მან თავის მოწოდებაზე ერთი მატჩბოლი გაანიავა, მაგრამ შემდეგ გათამაშებაში დასვა წერტილი. ამ მოგებით, ჩილიჩმა კიდევ უფრო დაძაბა ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოსახვედრი ისედაც დაძაბული ბრძოლა. ახლა, ორ დარჩენილ ვაკანსიაზე ოთხი ჩოგბურთელი აცხადებს პრეტენზიას. ყველაფერი ამ კვირას, პარიზის "მასტერსზე" გაირკვევა.

ვენა (ავსტრია)

ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 1)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 6:3, 7:6(6).

ბაზელი (შვეიცარია)

ფინალი

მარინ ჩილიჩი (ხორ, 4)-კეი ნიშიკორი (იაპ, 3) 6:1, 7:6(5).

გზა ლონდონისკენ

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) - 10 610*

2. ენდი მარეი (ბრიტანეთი) -10195*

3. სტენ ვავრინკა (შვეიცარია) - 5115*

4. მილოშ რაონიჩი (კანადა) - 4700*

5. კეი ნიშიკორი (იაპონია) - 4625*

6. გაელ მონფილსი (საფრანგეთი) - 3625*

7. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) - 3300**

8. დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 3215

9. მარინ ჩილიჩი (ხორვატია) - 3100

10. ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) - 2890

11. დავიდ გოფენი (ბელგია) - 2700

* - მოიპოვა საგზური

** - დაასრულა სეზონი

რა სჭირდება მარეის

ბრიტანელ ენდი მარეის უკვე შვიდ ნოემბერს შეუძლია გახდეს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, თუ პარიზის "მასტერსის" ფინალში გააღწევს. ეს შედეგი ენდის ეყოფა იმ შემთხვევაში, თუ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ნახევარფინალურ ეტაპამდე წააგებს.

თუ ჯოკოვიჩი ნახევარფინალში დამარცხდება, მაშინ მარეისთვის აუცილებელი იქნება ტიტულის მოპოვება. იმ შემთხვევაში, თუ ნოვაკი ფინალში გააღწევს, შეინარჩუნებს პირველ პოზიციას მინიმუმ ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირის დასრულებამდე.

აღვნიშნავთ, რომ ჩოგბურთელებს ლონდონის შარშანდელი ქულები პარიზის "მასტერსის" შემდეგ გამოაკლდებათ.

ენდი მარეი 2016 წელს

იანვარი: ავსტრალიის ღია (ფინალი)

აპრილი: მონტე კარლო (1/2 ფინალი)

მაისი: მადრიდი (ფინალი), რომი (ტიტული)

ივნისი: როლან გაროსი (ფინალი), ისტბურნი (ტიტული)

ივლისი: უიმბლდონი (ტიტული)

აგვისტო: ოლიმპიადა (ტიტული), ცინცინატი (ფინალი)

სექტემბერი: აშშ-ის ღია (1/4 ფინალი)

ოქტომბერი: პეკინი (ტიტული), შანხაი (ტიტული), ვენა (ტიტული)

მოგება/წაგება: 69/9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება