ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჯგუფების მასპინძლებმა, რუმინეთმა ან თურქეთმა პარტნიორად საქართველო აირჩიონ
ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 22 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია და თავის ბედს ელის. თუმცა წილისყრამდე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია გასარკვევი. მაგალითად, ვის აირჩევენ ევრობასკეტის მასპინძლები.

შეგახსენებთ, რომ გუნდები ოთხ ჯგუფად გაიყოფა. ყველა ჯგუფის მატჩები სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება: ისრაელში, ფინეთში, რუმინეთსა და თურქეთში. ისევე, როგორც ევრობასკეტი 2015-ის წილისყრის წინ, მასპინძლებს ამჯერადაც აქვთ უფლება, აირჩიონ ერთი თანაჯგუფელი. ისინიც ცდილობენ, ისეთი ნაკრებები მიიწვიონ, მეტი გულშემატკივარი რომ ჩაჰყვებათ და მეტ ფინანსურ მოგებას ნახავენ.

ორმა ქვეყანამ პარტნიორი უკვე შეარჩია: ჯერ ფინეთმა მიიწვია ისლანდია, ახლა - ისრაელმა ლიტვა. ლიტველებს რომელიმე ჯგუფის მასპინძელი რომ აირჩევდა, წინასწარ ცხადი იყო, რადგან ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაჰყვება. ბალტიისპირელები ცხოვრებას კალათბურთის მიხედვით გეგმავენ - სწორედ მაშინ იღებენ შვებულებას, ნაკრების თამაშები რომ იწყება და დაჰყვებიან მთელი ევროპის მასშტაბით.

დარჩა ორი მასპინძელი. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუმინეთმა ან თურქეთმა საქართველოს ნაკრები აირჩიოს. კულუარებში ლაპარაკობენ, რომ თურქეთი რუსეთის მიწვევას აპირებს. რუმინეთს კი ლიტვის გვერდით სურდა თამაში, მაგრამ ისრაელმა გემრიელი ლუკმა ცხვირწინ ააცალა.

რუმინელების და თურქების გადაწყვეტილების თარიღი წინასწარ არ არის დადგენილი. ყოველ შემთხვევაში, 22 ნოემბრამდე აუცილებლად გვეცოდინება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ეჭვი მაქვს რომ ფინეთში ;)
პატრიოტი
და იმას არ უყურებენ თუ რამდენად ძლიერია მეტოქე ? წესით შედარებით სუსტი მეტოქე უნდა აირჩიონ.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის