ნოვაკ ჯოკოვიჩის გუნდში უცნაური სპეციალიტი შევიდა
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც ამ კვირას, შესაძლოა, კლასიფიკაციაში ლიდერობა დაკარგოს, თავის გუნდში ახალი სპეციალისტი მიიწვია. ეს არის 42 წლის ესპანელი პეპე იმასი - მსოფლიოს ყოფილი 146-ე ნომერი, რომელსაც მარბელიაში საჩოგბურთო სკოლა აქვს და იქ სწავლება აგებულია "სიყვარულისა და მშვიდობის" ფილოსოფიაზე.

იმასმა ბოლო მატჩი პროფესიულ დონეზე 2003 წელს ჩაატარა. 1998 წელს, მან როლან გაროსის მეორე წრეში გააღწია და იქ წააგო მომავალ ჩემპიონთან კარლოს მოიასთან. მისი ნაცნობობა ჯოკოვიჩთან მას შემდეგ დაიწყო, რაც იმასი დაეხმარა ნოვაკის ძმას - მარკოს დეპრესიის დაძლევაში. ბრიტანული გაზეთის Daily Mail-ის ერთ-ერთი წყარო იმასს ახასიათებს, როგორც კარგ ბიჭს, რომლის იდეები ზოგიერთებს, შესაძლოა, უცნაურად მოეჩვენოს.

უიმბლდონიდან ნაადრევად გამოთიშვის შემდეგ, ჯოკოვიჩი მარბელიაში იმასის ბაზას ესტუმრა და ყოფილი ჩოგბურთელის ჯგუფურ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად იყვნენ მარკო ჯოკოვიჩი და სლოვაკი ჩოგბურთელი დანიელა ჰანტუხოვა.

"იმის მიუხედავად, რა საქმით ვართ დაკავებული, უნდა ჩავიხედოთ საკუთარ თავში, რათა შევძლოთ ყველაფრის სხვა მხრიდან დანახვა. როცა საკუთარ თავში ვიკეტებით, ჩვენ აბსტრაგირებულნი ვართ გარე სამყაროსგან. ასე ვეძებთ სიმშვიდეს. საბოლოოდ, ჩვენ ვეძებთ სიყვარულს, ბედნიერებასა და ჰარმონიას. მათ მოსაძებნად კი უნდა ვიცოდეთ საკუთარ თავში შესვლა და ღმერთის შუქით დამუხტვა. სწორედ ასე მოიპოვება სიყვარული", - ამბობს ჯოკოვიჩი ტრენინგის ვიდეოჩანაწერში.

იმასის მეთოდიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მედიტაციას და "ხანგრძლივ ჩახუტებას". მის გავლენაზე ლაპარაკობს ჯოკოვიჩის მხრიდან ესპანელის ფილოსოფიის სიმბოლოების დემონსტრაცია, მათ შორისაა გული, რომელიც სერბმა კორტზე გამოსახა როლან გაროსზე გამარჯვების შემდეგ.

იტყობინებიან, რომ იმასი, რომელიც სულიერ განვითარებას პროფესიულ შედეგებზე მაღლა აყენებს, თან ახლდა ჯოკოვიჩს ბოლო ტურნირებზე და ამ კვირას მასთან ერთად ჩავიდა პარიზის "მასტერსზე". სხვათა შორის, ნოვაკთან ერთად არ არიან მისი მუდმივი მწვრთნელები - ბორის ბეკერი და მარიან ვაიდა. ტურნირისთვის ჯოკოვიჩი იმასის სკოლაში ემზადებოდა.

ბოლო დროს, ჯოკოვიჩი ლაპარაკობდა იმაზე, რომ აუცილებელია საგნებს ადამიანური და არა პროფესიული მხრიდან შეხედოს. აგრეთვე, აღიარებდა, რომ პირად ცხოვრებაში პრობლემები ჰქონდა.

გარდა ამისა, ორი კვირის წინ, "დიდი სლემის" ტურნირების 12-გზის გამარჯვებულმა განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს შეთანხმება ბორის ბეკერთან მომავალი წლის სეზონში თანამშრომლობაზე. ბეკერი არ ახლდა ჯოკოვიჩს შანხაის "მასტერსზე" და გოლფის სამოყვარულო ტურნირში იღებდა მონაწილეობას. პარიზში მუდმივი მწვრთნელების არყოფნას, ჯოკოვიჩმა "საერთო გადაწყვეტილება" უწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა