დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი. ნახევარფინალი
"ზოგადად, მსაჯებზე საუბარი არ მჩვევია. მათ თავიანთი საქმე აქვთ და მწვრთნელებს - თავიანთი. მიმაჩნია, რომ მსაჯებმა შეცდომები დაუშვეს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეცდომების გამო წავაგეთ...

ბევრგან მიმუშავია, მაგრამ ვერ ვიხსენებ, ასე ცუდად ეთამაშოს ჩემი გუნდის დაცვას. კმაყოფილი არ ვარ ნახევარმცველების თამაშით. მხოლოდ პასები არ არის მათი მხრიდან საკმარისი. მეტი უნდა იმუშაონ, რათა მოწინააღმდეგეს ბურთი აართვან. გვიჭირს პრესინგის განხორციელება და ამაზე მეტი უნდა ვიმუშაოთ", - იტყვის ნამატჩევს "დინამოს" უკრაინელი დამრიგებელი ვიაჩესლავ გროზნი, ვისაც ახალგაზრდა კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა "ტორპედომ" ქართული დებიუტი ჩაუმწარა.

- კახა ჩხეტიანი: მიხარია, რომ ფინალში ლამაზი ფეხბურთით გავედით

- გროზნი: "დინამოს" მსგავსი დაცვა არსად მინახავს... ასე არ შეიძლება!

უკრაინელი მწვრთნელი, ალბათ, ვერასოდეს დაივიწყებს გრიგოლ დოლიძის გოლს, რომელმაც ქუთათურებს თასის ფინალის საგზური და, შესაბამისად, ზესტაფონში მარტვილის "მერანთან" გაჯიბრების პატივი არგუნა.

გროზნის თამაშის შეფასებაში უნდა დავეთანხმოთ - ჩვენი სუბიექტური აზრით, მსაჯთა ბრიგადა შეუცდომელი არ ყოფილა, თუმცა არც ისეთი შეცდომები დაუშვია, თამაშის მსვლელობაზე გადამწყვეტი გავლენა რომ მოეხდინა. აი, დინამოელთა დაცვამ მართლაც ძალიან ცუდად ითამაშა. ალბათ, უკრაინელმა "გურუმ" კარგად იცის ძველი და წლების განმავლობაში კარგად გამოცდილი საფეხბურთო ჭეშმარიტება, რომლის მიხედვითაც ძლიერი გუნდის შენება დაცვიდან იწყება.

თავიდანვე ვთქვათ - საქართველოს ჩემპიონატისა და თასის გათამაშების კვალობაზე მართლაც ძალიან კარგი მატჩი იყო. რაც მთავარია, მაყურებელმა იხილა 5 გოლი და ინტრიგა, რომელიც ბოლო წამამდე შენარჩუნდა.

"ტორპედომ" თამაში უკეთ დაიწყო, "დინამომ" კი, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ზვერავდა მოწინააღმდეგეს. მე-19 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. "დინამო" თბილისური კლუბის ყოფილმა მცველმა, ვაჟა ტაბატაძემ დაამწუხრა. მან დაახლოებით 40 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა ნუკრი რევიშვილის კარისკენ - ბურთმა ჯერ ძელი მოიკითხა და მერე კარში შევარდა. მანძილი შორი კი იყო, თუმცა გაშვებულ გოლში რევიშვილს ხელაღებით ვერ დავადანაშაულებთ.

არადა, გოლამდე "დინამოს" შეეძლო გატანა, თუმცა თბილისელთა შემტევები სიტუაციაში დროულად ვერ გაერკვნენ.

გაშვებულმა გოლმა "დინამო" გამოაცოცხლა და მალე ისეთი ბურთი გავიდა, ყველა ვარსკვლავი რომ მოაწერდა ხელს - ჯაბა ჯიღაურმა მკერდით მიიღო ბურთი და "მაკრატელათი" აიღო როინ კვასხვაძის კარი. უნდა გამოვტყდე: საქართველოს ჩემპიონატში ასეთი სილამაზის გოლი კარგა ხანია, არ მინახავს. თურმე, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო გვარიანი სანახაობისა...

პირველმა ტაიმმა მოლოდინი აშკარად გაამართლა. ორივე გუნდი აქტიურობდა. "დინამოს" ახალ მწვრთნელს აუცილებლად უნდა დაენახა, რომ ტორპედოელი ფლანგელები ძალიან აქტიურობდნენ და სწორედ ისინი უქმნიდნენ მთავარ პრობლემას მის გუნდს.

მეორე ტაიმი "ტორპედოს" გოლით განახლდა. ალეკო ამისულაშვილმა მკერდით კარგად ვერ მოიგერია ბურთი და გიორგი ქიმაძემ შეაგდო, ვინც თანაგუნდელ გრიგოლ დოლიძესთან და მეტოქე ჯიღაურთან ერთად აშკარად გამორჩეული იყო მინდორზე.

რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონე სხვაა და არც ვლადიმირ ვაისის კომპეტენციაში ვიჭრებით, თუმცა, ვფიქრობ, ქიმაძისთვის ღირს თუნდაც ერთი სანაკრებო შანსის მიცემა...

სანამ ანგარიში გათანაბრდებოდა, "ტორპედოს" ჰქონდა სხვაობის გაზრდის კარგი შანსი. ბექა ტუღუშმა დოლიძეს უპასა, თუმცა "დინამო" გადარჩა. ეს იყო და, ანგარიში ერთხელაც გათანაბრდა. ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ჯიღაურს, რომელმაც სწორად შეაფასა შექმნილი სიტუაცია და ეშმაკურად დაარტყა დაბალ კუთხეში - 2:2.

"დინამომ" ზეიმის ჩამთავრება ვერ მოასწრო, რომ "ტორპედო" ისევ დაწინაურდა. ქიმაძემ ერთხელაც მოაწყო კარგი გარღვევა და მეკარის მოედანზე კარგად გახსნილ დოლიძეს გამოზომილი გადაცემა გაუკეთა - გატანა პრობლემა აღარ იყო.

"დინამომ" ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწია. შეცვლაზე შესულმა ბექა მიქელთაძემ საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდა, ზეაქტიური ჯიღაური კი კარგად გაიხსნა, წამის მეასედში მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ დარტყმას ოდნავ დააკლდა სიზუსტე.

ეს იყო და, "დინამოს" მეტი გამოსარჩევი მომენტი აღარ ჰქონია. მე-80 წუთზე არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა მინდორი დაატოვებინა ლადო დვალიშვილს - ეტყობა, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.

მაშ ასე, "ტორპედო" საქართველოს თასის ფინალშია, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა ახალგაზრდა მწვრთნელისთვის, კახა ჩხეტიანისთვის. "დინამო" კი ევროსაგზურის მოპოვებას ისევ ჩემპიონატიდან ეცდება, სადაც რთული მატჩები ელოდება.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი

02.11. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ)-ტორპედო 2:3

გოლები: 0:1 ტაბატაძე (19), 1:1 ჯიღაური (29), 1:2 ქიმაძე (46), 2:2 ჯიღაური (62), 2:3 დოლიძე (63)

დინამო: რევიშვილი, ლოჩოშვილი (55. მიქელთაძე), ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ველევი, ცინცაძე, კიტეიშვილი, პარუნაშვილი (59. ზარია), ჭანტურიშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი.

სათადარიგოები: ლომაია, ლილუაშვილი, თევზაძე, თ. კირკიტაძე

მწვრთნელი:ვიაჩესლავ გროზნი

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, გ. გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (62. კუჭუხიძე), კაპანაძე (88. ნერგაძე), დოლიძე (85. ბენაშვილი), ტუღუში.

სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ენდელაძე, საღრიშვილი, კვერნაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: ლობჟანიძე (12), კიტეიშვილი (72), ქიმაძე (76), ტაბატაძე (82), ჭანტურიშვილი (82)

გაძევება: დვალიშვილი (80. დინამო)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Live
ისე ჩემ ვიდეოს რომ იღებთ ჩემი გვერდიდან იქნებ მკითხოთ :)))) ეს არ გამოაქვეყნოთ მეც არავთქვი ამ დინამო ტორპესდოს თამაშს ამდენი ნახვა საიდან აქვს მეთქი :)))) თურმე თქვენი დამსახურებაა
415
სპორტულმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. იმის გამო რომ ფიფიაგთან ჰქონდა განსხვავებული აზრი. დავეს ბუნებრივი არ არის რომ სპორტულ დირექტორს მეპატრონესგან განსხვავებული აზრი ქონდეს? ეს იგივეა რომ რესტორნის მეპატრონე შეფ მზარეულის ხედვაში ერეოდეს.
daa
ფიფიას ბრალია ეგ ყველაფერი, არასწორად აკეტებს საქმეს, თუ სხვა გუნდში კარგი ფეხბურთლეი გამოჩნდება ართმევს გუნდს ამ ფეხბურთლეს და მერე დინამოში არ ათამაშებს, ანუ ფეხბურთელები იმიტომ გადაყავს დინამოში რომ სხცვა გუნდი დაასუსტოს ად არა იმიტომ რომ ის ფეხბურთელი დინამოს ჭირდება, ანუ კლავს ფეხბურთლეს, იმიტომაც არ გადავიდა ქიმაძე დინანმოში და სწორის გააკეთა, სანამ ამ პოლიტიკას ფიფია თავს არ დაანებეს დინამოსაგნ არაფერი არ გამოვა რა ფულიც არ უნდა ხარჯოს
scot
დინამოს სჭირდება კარგი სპორტული მენეჯერი და კარგი გენერალური დირექტორი. იდეალურია იუვენტუსის მენეჯმენტის სისტემა დინამოსთვის. გადავიდეს ფიფია სამეთვალყურეო საბჭოში და რაც მთავარია მომგებიანი უნდა გახდეს კლუბი. მგონია რომ ამდენი ხნის მანძილზე ეს აკლია დინამოს წარმატებამდე. და საერთოდ რატო უნდა ასხა კაპიტალი მინუსიან ბიზნესში.
415
ტორპედოსთან წაგება უჯიგგროდ.და უბრძოლვლად.სამარცხვინოა.მე ეგ ვიგულისხმე
გივი
საინტერესო არის ვაისმა თა ნახა ნახევარფინალი?
haha
დინამომ უნდა გაუძლოს. ბევრი რაც ცუდად იწყება,კარგად მთავრდება. ერთი წელი თუნდაც არ გახვიდეთ ევროპაზე. ამით ქვეყანა არ დაინგრევა.
ggg
სამარცხვინოა აბა რა არის სახლში მაჩანჩალა გუნდთან 3 გოლის გაშვება და წაგება!!!!
mamulo
"დინამო" თბილისური კლუბის ყოფილმა მცველმა, ვაჟა ტაბატაძემ დაამწუხრა"............. ,დინამომ ტაბატაძე ტორბედოდან წაიყვანა,რა შუაშია აქ დინამო,მასე თუ აიღებ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების 50% დინამოში აქვს ნათამაშები,(დინამო ხომ ყველას იტაცებს ვინც კარგი მოეჩვენება).მთავარია ვისი აღზრდილია ტაბატაძე.შარშამ ქიმაძეც მიიწვია დინამომ,მაგრამ არ წავიდა,ჯიგარია და იმიტომ.
ჭომა
415-ს ანუ ნომრიანს. ტორპედოს ხსენება ისეთ კონტექსტში, როგორშიც შენ ახსენე, უპირველესად დინამოსთვის და მისი გულშემატკივრებისთვის არის დამამცირებელი. ტორპედო ფინალშია და თასსაც აიღებს, დინამო კი საეჭვოა რომელიმე ევროსაგზურს გამოკრას ხელი. დინამო დემორალიზებული და გაფსუებული პიროვნებების თავშესაფარი გახდა სამწუხაროდ. ახალი მთავარი მწვრთნელი არსად დაგეკარგოდ, კარგად მოუარეთ.

ბარო "დინამო" :):):):):):):)
დემე
415 რა, სათაკილოა ტორპედოსთან წაგება, ბოდიში თქვენთან, ტოჟე მნე...
415-ს
დინამო ასე სამარცხვინოდ აგებს სახლში. ვისთან? ტორპედოსთან. ვაი თქვენს ქომაგობას და გულშემატკივრობას თუ თორპედო ასე მიგაჩნიათ
415
დინამოს ფანებო... ბატონო როლანდ.ბატონო კობა..... რა ხდება დინამოს თავს. რატომ ხართ გაჩუმებული. ცოტა ხნის წინ თქვენ ნდობა გამოუცხადეთ დინამოს პოლიტიკას. ანუ თქვენც აშავებთ უკვე როცა ეთანხმებით იმას რომ დინამო ასე სამარცხვინოდ აგებს სახლში. ვისთან? ტორპედოსთან. და დარჩა უტიტულოდ. ამოუღეთ ხმა. დროულად. დინამოს მენეჯმენტი არის ნოლი. დინამოს ხელმძღვანელობას დინამო არ უყვარს ისე როგორც ჩვენ. და უსიყვაროლოდ........ არაფერი გამოვა ძმებო. ამოიღეთ ხმა. ხალხი უფულოდ მეტს აღწევს ვიდრე დინამო ფულის ფლანგვით
დინამო
ქიმაძე ჩიხურაშიც კარგი იყო, ბურსა რომ გამოაგდო
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ცვლილებები თბილისის "დინამოში" - უკრაინელი წავიდა, ქართველი მოვიდა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე [VIDEO]
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
კახა ჩხეტიანი: მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მსგავს ანგარიშს არ ველოდი
ქუთაისის "ტორპედო" კაპიტანმა დატოვა
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე