"ანდორას" და საქართველოს ნაკრების კალათბურთელზე ესპანურ გამოცემა "კიაენზონაში" საინტერესო პუბლიკაცია გამოქვეყნდა
"ბექა ბურჯანაძე აფეთქდა!" - ასე იწყება პუბლიკაცია ესპანურ გამოცემა "კიაენზონაში", - ეს ესპანეთში, "ანდორა"-"ბილბაოს" მატჩისას მოხდა, რომელიც ჯუჯა ქვეყნის წარმომადგენლებმა 85:81 მოიგეს. ქართველმა ფორვარდმა მატჩი 16 ქულით დაასრულა, 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 ჰქონდა.

ეს შეიძლება იყოს მისი კარიერის თამაში. გასულ სეზონში გაცილებით ეფექტური მატჩები ჰქონდა, თუმცა მაშინ მეორე ლიგაში გამოდიოდა. ამჯერად უკვე ესპანეთის უმაღლეს დივიზიონშია და დიდი წვლილი შეაქვს "ანდორას" წინსვლაში.

ყველასთვის საინტერესოა, საიდან მოვიდა ბექა, რა გზა გამოიარა "ანდორამდე". გზა მართლაც რთული იყო: მამის გარდაცვალების შემდეგ, ადრეულ ასაკში მოუწია ცხოვრებაზე დაფიქრება. 8 წლისამ მძიმე ტრავმა მიიღო და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი კალათბურთელად ჩამოყალიბების საკითხი...

თუმცა ძლიერები ხომ არასოდეს ნებდებიან. ბურჯანაძეც ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა. პატარაობიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, კალათბურთელი გამოსულიყო და გაჰყოლოდა თავისი მამიდაშვილის, ზაზა ფაჩულიას კვალს, რომელიც ამჟამად NBA-ში ასპარეზობს.

ბექა კალათბურთზე 6 წლიდან დადის. თამაში საკუთარ ქალაქში, თბილისში დაიწყო, სადაც მაშინ არასათანადო პირობები იყო, რასაც ტრავმის მიღების მაღალი ალბათობა ერთვოდა. დედას, დალი ბურჯანაძეს ბავშვის წონაც აღელვებდა - პატარა ბექა მძიმე იყო და თანატოლების დაწევა უჭირდა. დედა ქართულ ტელევიზიაში მუშაობდა, ხოლო მამა - ინჟინრად.

8 წლისა იყო, მძიმე ტრავმა რომ მიიღო - ქუსლი დაუზიანდა. ექიმები დამამშვიდებელს ვერაფერს ეუბნებოდნენ. ამიტომ ბავშვი სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანეს. ეს იოლი სულაც არ იყო: გერმანიაში გამგზავრებას საკმარისი ფული სჭირდებოდა, რაც მის მშობლებს არ ჰქონდათ. თუმცა დედას კარგად ესმოდა, რომ მთავარი ბავშვის ჯანმრთელობა იყო და გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა. გერმანელი ექიმების თქმით, ოპერაცია ძალიან რთული იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.

თბილისში დაბრუნებულ ბურჯანაძეებს სახლი აღარ ჰქონდათ. ვიდრე ბექა 18 წლისა შესრულდებოდა, ოჯახი ქირით ცხოვრობდა. დედა ბედნიერი იყო, რადგან შვილს ჯანმრთელს ხედავდა. თუმცა ოპერაციის შემდეგ ყველაფერი ისე არ წარმართულა, როგორც ბექას სურდა. თვეები გადიოდა, ის კი ვერ დადიოდა. ძალიან სურდა თანატოლებთან ერთად სირბილი, მაგრამ არ შეეძლო.

დედამისი დანებებას არ აპირებდა. თავისი კოლეგისგან მოისმინა ამბავი მოხუცისა, რომელიც შინაური წამლებით სასწაულებს ახდენდა. იგი თბილისიდან შორს ცხოვრობდა. არც მასთან მისვლა იყო ადვილი - სოფელს ტრანსპორტი არ უდგებოდა, თუმცა დედა-შვილი მოხუცს მაინც ეწვივნენ. მისი სახელი იყო შოთა კრაწაშვილი.

"დიდი გასაჭირის შემდეგ სასწაული მოხდა. ბატონმა შოთამ მალამო მომცა, რომლის წასმიდან ხუთ დღეში ფეხი გადავდგი, ერთ თვეში უკვე დავდიოდი, ხოლო თვე-ნახევარში თანატოლებთან ერთად ვხტუნავდი", - მოგვითხრობს ბექა, რომელიც მალევე დაუბრუნდა საკალათბურთო მოედანს.

ბურთთან ერთად ეძინა, სკოლისგან და ვარჯიშისგან თავისუფალ დროს თანატოლებთან კალათბურთის თამაშში ატარებდა. "მართვეში" გამოდიოდა. წონაშიც დაიკლო. თუმცა მაშინ, როცა ყველაფერი კარგად აეწყო, მძიმე დარტყმა მიიღო. 2004 წელს, 10 წლის ბექას მამა ავტოავარიაში მოყვა. დედას კვლავ მოუწია ახლობლებთან ფულის სათხოვნელად მისვლა. ამ შემთხვევიდან 4 წელიწადში მამა გარდაიცვალა.

იმ დროისთვის, 14 წლის ბექა უკვე ითვლებოდა ქართული კალათბურთის მომავლად. მალე 16-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს, ითამაშა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები და მის ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეიცვალა. სწორედ სანაკრებო თამაშებისას იგი ესპანური "სევილიის" სკაუტებმა შენიშნეს. მათ დაინახეს, რომ ამ ბიჭს წინსვლა და გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეეძლო. შედეგად, გაფორმდა რამდენიმეწლიანი კონტრაქტი. ბექამ კარიერა ანდალუსიაში განაგრძო.

სათქმელად იოლია - "კარიერა ესპანეთში" განაგრძო, რეალურდ კი ჭაბუკ ბურჯანაძეს სამშობლო, დედა უნდა დაეტოვებინა და მარტოს განეგრძო ცხოვრება უცხო ქვეყანაში. შვილის სიხარულისთვის დედამაც დათმო. ახალგაზრდამ თბილისი ოცნების ახდენის იმედად დატოვა.

"ძალიან გამიმართლა მწვრთნელებში, რომლებიც "სევილიაში" დამხვდნენ. მოთმინებით ეკიდებოდნენ ჩემს სიტუაციას და დიდ დროსაც მითმობდნენ. პირველ წელს ძალიან ადრე ვდგებოდი, იმიტომ, რომ 08:30-ზე პირველი ვარჯიში მქონდა, შემდეგ კი ესპანურზე მივდიოდი.

მინდოდა პროფესიონალი კალათბურთელი გავმხდარიყავი. ამიტომ ბევრს ვვარჯიშობდი, რაშიც მწვრთნელები მეხმარებოდნენ", - იხსენებს ბექა.

იგი მოუთმენლად ელოდა, როცა ოფიციალურ კონტრაქტს გააფორმებდა. 18 წლისა რომ გახდა, "სევილიასთან" ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი და თბილისში ბინაც შეიძინა. რჩებოდა ერთი ამოცანა - მთავარ გუნდში დამკვიდრება.

2012 წლის 30 სექტემბერს 18 წლის ქართველს ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ჰქონდა დებიუტი - "მურსიას" წინააღმდეგ 4 წუთი ითამაშა და სამახსოვროდ ერთი სამიანიც ჩააგდო. "სევილიას" მწვრთნელები სამი წლის განმავლობაში ბურჯანაძეს რეგულარულად ათამაშებდნენ, მაგრამ დრო ძალიან შეზღუდული იყო - 2012-13 წლებში საშუალოდ 7 წუთი, 2013-14-ში - 6 წუთი.

"2014-15 წლების სეზონი "სევილიაში" დავიწყე, თუმცა მწვრთნელებთან თავიდანვე დავილაპარაკე და გავარკვიე, რომ არც ამჯერად მერგებოდა საკმარისი სათამაშო დრო და "კორუნიაში" გადასვლა გადავწყვიტე.

ახალგაზრდაზე მუდმივად სკამზე ჯდომა დამღუპველად მოქმედებს. "კორუნიაში" კი წინასწარ ვიცოდი, რომ ჩემი ტიპის კალათბურთელი სჭირდებოდათ და თამაშიც მომიწევდა".

"კორუნიაში" 2 წელი გაატარა, გუნდის ლიდერადაც იქცა და ოქროს ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელადაც. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა - კონტრაქტი გააფორმა "ანდორასთან", რომელშიც თანამემამულე გიორგი შერმადინი დახვდა.

ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ევროპაში საუკეთესოა, მასში მოხვედრაც რთულია და დამკვიდრებაც. მართალია, სეზონის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ - 22 წლის ბექა ლიგაში უკვე დამკვიდრდა.

ბურჯანაძემ იცის, როგორ განვითარდეს, საქმეს პროფესიონალურად უდგება, აქვს მეტის მიღწევის სურვილი და ამბიცია. აკი დავწერეთ, ძლიერები არ ნებდებიანო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რეხელი
სულ ბედნიერებაში გაატარე დარჩენილი ცხოვრება საქართველოს ნაკრებთან ერთად
giga
ბექა წარმატებები
შოთა
წარმატებები ბექას და მის ოჯახს!
გიორგი
წარმატებები ბექას
Leonti
მადლობა შოთა კრაწაშვილის მისამართის მოწოდებისათვის.
ნინო
ყოჩაღ, ბექა. ვამაყობ შენით. კიდე მეტ წარმატებებს გისურვებ.
kaxa
მიდი ბექა გაგვახარე წარმატებებით.
dali
შოთა კრაწაშვილი ცხოვრობს წნორში, მისამართი რუსთაველის 2-ში........
dali
შოთა კრაწაშვილი ცხოვრობს წნორში, მისამართი რუსთაველის 2
MIRIANI
Leonti-ს ბექას აქვს ფეისბუქის გვერდი და მისწერე. სავარაუდოდ ეხსომება და გიპასუხებს. ბექას თამაში ძალიან მომწონს და წარმატებებს ვუსურვებ.
Leonti
წარმატებები ბექას! ჯანრმთელობა და შედეგიანი თამაში! პ.ს. შოთა კრაწაშვილის მალამომ მეც დამაინტერესა, კოორდინატების მოძიება არ შეიძლება? მაწუხებს მაგრა ქუსლები, სიარულიც კი მიჭირს.
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
ბექა ბურჯანაძე: მაშინ 15 წლის ვიყავი, თანხას თბილისში ოჯახს ვუგზავნიდი
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
დიდი პაუზა დასრულდა: ბექა ბურჯანაძემ ვარჯიში დაიწყო!
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
სეტიენის ყოფილმა თანაშემწემ პიკეს გუნდი ჩაიბარა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა