ბრძოლაში ფავორიტებიც ჩაებნენ
ამ კვირას, პარიზში მიმდინარე "მასტერსზე" მეორე წრიდან ჩაებნენ ბრძოლაში ფავორიტები. წელს, ეს ტურნირი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან არსებობს სერიოზული ალბათობა იმისა, რომ სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაკარგოს პირველი ადგილი რეიტინგში და პროფესიულ ტურში ლიდერობა ენდი მარეის გადაულოცოს.

იმისთვის, რომ მარეი კლასიფიკაციის პირველი ნომერი გახდეს, ჯოკოვიჩი ფინალში არ უნდა გავიდეს. სერბმა პარიზში გამოსვლა ლუქსემბურგელი ჟილ მიულერის წინააღმდეგ მატჩით დაიწყო. ნოვაკმა საათსა და 21 წუთში ორ სეტში მოიგო - 6:3, 6:4. მან ოთხი ბრეიკ-პოინტიდან ორი გამოიყენა და თავად არ დათმო საკუთარი გეიმი. მერვედფინალში ჯოკოვიჩი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შეხვდება.

მარეის პირველი მეტოქე იყო ესპანელი ფერნანდო ვერდასკო. ბოლო პერიოდში, ბრიტანელი ძალიან ბევრს თამაშობს, ოქტომბერში მან სამი ტიტული მოიპოვა და, როგორც ჩანს, დაღლილობამ იჩინა თავი. ენდიმ ორი საათი და 29 წუთი მოანდომა ვერდასკოს დამარცხებას - 6:3, 6:7(5), 7:5. ბრიტანელმა 14 ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა და სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. მეოთხედფინალში გასასვლელად მარეი ფრანგ ლუკა პუიეს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა მიმდინარე სეზონში მე-60 მატჩი მოიგო, მარეიმ - 70-ე.

კიდევ ერთმა ფავორიტმა კეი ნიშიკორიმ კარიერაში მე-300 გამარჯვება მოიპოვა. მან ორ სეტში დაამარცხა სერბი ვიქტორ ტროიცკი - 6:2, 7:5 და მერვედფინალში ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება.

სენსაცია მოხდა შვეიცარიელი სტენ ვავრინკასა და გერმანელი იან-ლენარდ შტრუფის მატჩში. შეხვედრა ორი საათი და 18 წუთი გაგრძელდა. შტრუფმა 15 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და ეს საკმარისი აღმოჩნდა მოგებისთვის - 3:6, 7:6(6), 7:6(1).

ასევე აღვნიშნავთ, რომ პარიზში ორი მატჩის მოგებით, წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოსვლის უფლება მოიპოვა ხორვატმა მარინ ჩილიჩმა. ის ლონდონის ტურნირის მეშვიდე მონაწილე გახდა ნოვაკ ჯოკოვიჩის, ენდი მარეის, სტენ ვავრინკას, კეი ნიშიკორის, მილოშ რაონიჩისა და გაელ მონფილსის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა