ევრობასკეტის ერთადერთი მასპინძელი, რომელსაც პარტნიორი ჯერ არ აურჩევია, თურქეთია
ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე გუნდები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. ოთხივე ჯგუფის მატჩები სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება: ფინეთში, თურქეთში, ისრაელსა და რუმინეთში. მასპინძლებს თითო პარტნიორის არჩევის უფლება აქვთ. ისრაელმა ლიტვა მიიწვია, ფინეთმა - ისლანდია, ხოლო გუშინ რუმინელებმაც განაცხადეს თავიანთი რჩეულის ვინაობა - უნგრეთი.

ესეც ლოგიკური იყო, რადგან რუმინეთი და უნგრეთი მეზობელი ქვეყნებია და ქალაქ კლუჟში ბევრი უნგრელი გულშემატკივრის ჩასვლას ელიან, ისევე, როგორც ისრაელში - ბევრი ლიტველისა და ფინეთში ბევრი ისლანდიელისა. მასპინძლები, გარდა იმისა, რომ მეტოქეთა სიძლიერეს უყურებენ, არჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფინანსურ მხარესაც. ბევრი სტუმარი ბევრ შემოსავალს ნიშნავს.

არაოფიციალური დაანგარიშებით, საქართველოს ნაკრები რუსეთთან, სლოვენიასთან და უნგრეთთან ერთად წილისყრისას მეოთხე კალათაში მოთავსდება. რადგან უნგრელები ჩვენი თანაკალათელები უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ რუმინეთის ჯგუფში ვეღარც საქართველო მოხვდება, ვერც რუსეთი და ვერც სლოვენია.

ერთადერთი მასპინძელი, რომელსაც პარტნიორი ჯერ არ აურჩევია, თურქეთია. ბევრი ვარაუდობს, რომ თურქები რუსებს მიიწვევენ. თუ ასე მოხდა, საქართველოსთვის ორი ვარიანტიღა დარჩება - ფინეთი ან ისრაელი.

ევრობასკეტის წილისყრა 22 ნოემბერსაა დაგეგმილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ფიბა მაგარს უბერავს, რა მიწვევ-მოწვევა აუტყდათ, ჩაატარონ ნორმალური კენჭისყრა
svani
და ყველაზე კარგი ვარიანტი რათქმაუნდა ფინეთი იქნება ჩვენთვის
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ჯგუფში ჩარჩენის ორი მიზეზი - ევრობასკეტის სტატისტიკური ანალიზი
დღის კარიკატურა: როცა მსაჯიც ხელს გკრავს...
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ევრობასკეტი 2017: ჯგუფები და მატჩების სრული კალენდარი