"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა "ოკლაჰომასთან" შეხვედრა სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა
თითქმის მთელი ამერიკისთვის და ნბა-ს მსოფლიო ქომაგებისთვის "გოლდენ სტეიტი"-"ოკლაჰომა სიტის" დაპირისპირებას კევინ დურანტის ყოფილ გუნდთან პირველი შეჯახების ინტრიგა ახლდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებისა და განსაკუთრებით, ზაზა ფაჩულიას ქომაგებისთვის ეს ქართველის ცენტრის მორიგი, ოკლენდელთა შორის დამკვიდრების საფეხური გახლდათ.

ფაჩულიამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ამით კონფერენციის ლიდერ "ოკლაჰომასთან" "გოლდენ სტეიტის" გამარჯვებაში საკუთარი, მნიშვნელოვანი წილი დაიდო.

დასავლეთ კონფერენციაში დღვანდლამდე მხოლოდ ერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო დარჩენილი. "ოკლაჰომამ" 2 დღის წინ ლოს ანჯელესში "კლიპერსს" სეზონის პირველი მარცხი შეამთხვია და დასავლეთის წაუგებელ ლიდერად იქცა. დღეს კი ოკლაჰომელები ოკლენდეში ჩავიდნენ და მათი ყოფილი ლიდერისგან 39 ქულა მიიღეს, რასაც ზაზა ფაჩულიას და სხვა ოკლენდელთა ბრწყინვალე გარჯაც დაერთო და "გოლდენ სტეიტმა" მეტოქე 122:96 გაანადგურა.

ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. ის რომ მოედნიდან მესამე პერიოდში არ გაეყვანათ, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, შესაძლოა, ქართველი ცენტრი სამმაგ დუბლამდეც ასულიყო.

ზაზამ ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელს მსუყედ მოუსინჯა გემო და მისი ქომაგები ბრწყინვალე შედეგით გაახარა: 23 წუთში 8 ქულა, 10 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 5 პასი, 3 დაფარება და 3 ჩაჭრა. ზაზამ შეხვედრა სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა - ანუ 4-დან ოთხივე ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა.

მას უწევდა "ოკლაჰომას" ახალზელანდიელ ცენტრ სტივ ადამსთან ორთაბრძოლა, რომელიც ნბა-ს ერთ-ერთ ყველაზე ხისტ და გაუვალ მეფარედ ითვლება. ძლიერ ოპონენტთან ბრძოლაში ფაჩულიამ საკუთარი ძალა გამოაჩინა და სეზონის საუკეთესო სტატისტიკაც დააფიქსირა.

რაც შეეხება დურანტს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოკლაჰომელთა ექსლიდერმა ყოფილ გუნდს 39 ქულა დაასეტყვა და წარმატების ყოველი გზა მოუჭრა. ყოფილ თანამებრძოლ რასელ ვესტბრუკს კი დურანტმა არა, მაგრამ დრეიმონდ გრინმა გაქანება არ მისცა. სუპერმექულე ვესტბრუკი თავის ჩვეულ გარღვევებს ისე წარმატებით ვერ ახორციელებდა და საბოლოოდ 20 ქულას დასჯერდა. 21 ქულით და 7 პასით დაასრულა შეხვედრა სტეფ კარიმ, ხოლო კლეი ტომპსონმა ოკლენდელებს 18 ქულა მიაშველა.

4 მოგებითა და 1 მარცხით "გოლდენ სტეიტი" იმ 3 გუნდს შორისაა, რომლებიც დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 5 ნოემბერს მეზობელ "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან", სტუმრად გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

სოსო
ზაზა ჯანმრთელად იყოს აუცილებლად კიდევ უფრო მოუმატებს,ეჭვი არავის შეეპაროს.
ზვიადი
ზაზა ჯიგარი ხარ,გენაცვალე ქართველობაში
sano
ზაზა ეგენი თუ არ გიცნობენ,გაგიცნობენ!ხომ იცი ენას ძვალი არ აქვს!
soso
უნდა გააკრიტიკონ აბა ქართველებივით ყველაფერს ხომ არ მოუწონებენ და გააღმერთებენ.ზაზამ კიდე უნდა ითამაშოს და იბრძოლოს ბოლომდე.და ხანდახან ქართველმა ჟურნალისტებმაც უნდა გააკრიტიკონ
giga
აი თუ არ უმატებს ზაზა თანდათან. მოაკეტიებს მალე ყველას ვისაც ენა ექავება
ქარ
ეგრე რა ზაზა, კიდე უფრო ხშირად შეუტიე და უკეთეს შედეგს დადებ. ამ ჟურნალისტებს ოღონდ, გასაკრიტიკებელი მიეცი და დააცხრებიან სვავებივით. რამდენიმე თამაში და ზაზა კიდე მოუმატებს. ისევ ვიმეორებ მეტი შეტევა ზაზა და შენც ვარსკვლავი ხარ.

ყოჩაღ ზაზას!თუ ფიზიკურმა გამძლეობამ არ უღალატა უფრო მეტს შეძლებს
bavaria
და ამერიკელმა ჟურნალისტებმა რა თქმა უნდა კომენტარი არ გაკეთეს?!
B-52
ზაზა თამაშიდან თამასამდე უმატებს, გენაცვალე ლომო!
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
დემბელე დღესაც არ იქნება - პსჟ-ის "მონაკოსთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტს" NBA-ს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებთ [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ნიუ ორლეანს" იოლად მოუგეს [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას 5 ქულა, 6 მოხსნა და "გოლდენ სტეიტის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ზაზა ფაჩულიას უქულო მატჩი - "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსთან" უშანსოდ წააგო [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტში" და გამარჯვება [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას პირადსარეკორდო 4 ჩაჭრა და "გოლდენ სტეიტის" მოგება დენვერში [VIDEO]