TimeLine: ერთხელ მაინც მოგვეცით დალევის მიზეზი!

გუშინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების პრესატაშე ოთარ გიორგაძემ თავის "ფეისბუქზე" საინტერესო სურათი გამოაქვეყნა სახელწოდებით "წლის ბანერი". მასზე უელსის მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივრები არიან გამოსახულნი.

პლაკატზე ასეთი რამ წერია: "გთხოვთ, ტელეეკრანზე ნუ გამოგვაჩენთ, ჩვენს ცოლებს ჰგონიათ, რომ სათევზაოდ ვართ დასავლეთ უელსში."

იოლი წარმოსადგენია მათი შინ დაბრუნება: ცოლებს მარკეტში ნაყიდ ცოცხალს რომ დაუძრობენ - დაგვიწყვიტეს ძუებიო...

ზოგიეთი გულშემატკივარი პირიქითაა - ერთი სული აქვს, როგორმე ტელევიზორის ცისფერ ეკრანზე გამოჩნდეს. მაგალითად, ეს აზერბაიჯანელი, რომელსაც გერმანიის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის წინ სერიოზული ბანერი დაუმზადებია: გამომაჩინეთ ტელევიზორში, გთხოვთ!

როგორ ფიქრობთ, მას ეს წარწერა უშველიდა? ცნობილი სახეა, თუ ქერათმიანი ლამაზმანი?

...თუმცა ამ აზერმა ნაწილობრივ მაინც მიაღწია მიზანს: იგი გულისხმიერმა (ან სახალისო ფოტოების მოყვარულმა) თანატრიბუნელმა თავის ფოტოაპარატში აღბეჭდა და სოციალურ ქსელში გააზიარა...

ტრიბუნებზე მშვენიერ სახეებს რა დალევს, თუმცა თურქეთში ლამაზმანის კარიკატურაც გამოჩნდა, რასაც სერიოზული სკანდალი მოჰყვა. ეს "ფენერბაჰჩე"-"სპარტაკის" მატჩისას მოხდა. სიტყვით ვერ აღვწერთ, ისეთი შინაარსის კარიკატურაა. უმჯობესია დააკვირდეთ და დასკვნა თავად გამოიტანოთ.

ეჰ, შეიძლება სჯობდეს, მეტოქემ ასეთი კარიკატურიანი ბანერი გამოგიფინოს, ვიდრე საკუთარმა გულშემატკივარმა თეთრ ქაღალდზე წააწეროს: "რაც გუნდი, ის ბანერი".

კარგია, რომ საქართველოში დამცინავი პლაკატების გამოკვრის ტრადიცია ჯერ არ დამკვიდრებულა. ან როგორ უნდა დამკვიდრდეს, ვინ უნდა გამოფინოს, როცა ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივარი არ დადის?!

რუსის გარდა, ვინ დაწერდა: ერთხელ მაინც მოგვეცით დალევის მიზეზიო!

აგერ ბატონო - საქართველოს ნაკრების მატჩებზე სტადიონის ტერიტორიაზე მშრალი კანონია გამოცხადებული, ერთ წერტილს ვერ ნახავთ, ლუდი რომ იყიდებოდეს. ეს მაღალი სპორტული კულტურის მანიშნებელი... არა... მაღალი კი არა, დაბალი კულტურის მანიშნებელია: უცხოეთში, სადაც გულშემატკივარს ყოველკვირეულად უწევს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე სიარული, ყოველ მატჩზე თავისი რიტუალი აქვს - როგორ შეიძლება მინიმუმ ერთი კათხა ლუდი არ დალიოს თამაშის წინ, შესვენებაზე და საფინალო სასტვენის შემდეგ... ერთი, მინიმუმ...

ვითომ ამ ბანერის შინაარსი ფხიზელი გულშემატკივრის მოფიქრებულია? ალბათ, არა. კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემის საფუძველს ისიც ამყარებს, რომ პლაკატი ირლანდიურია. ამ კუნძულზე კი ლუდი რა პატივისცემით სარგებლობს, თავადაც კარგად მოგეხსენებათ.

ბანერი ირლანდია-შვედეთის მატჩის დროინდელია. წარწერა ასე ითარგმნება: "ირლანდიელთა გულები იმაზე დიდია, ვიდრე ზლატანის (იბრაჰიმოვიჩის) ცხვირი".

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს