მოლდოვას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან
მოლდოვას ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ჯერ გავეცნოთ მოლდოველთა შემადგენლობას, ხოლო შემდეგ ორიოდე სიტყვით გავარჩიოთ დობროვოლსკის გუნდის ავანჩავანი...

მეკარეები: ილია ჩებანუ (მორდოვია, რუსეთი), სტანისლავ ნამაშკო (ლევადიაკოსი, საბერძნეთი), ალექსეი კოშელევი (შერიფი), ნიკოლა კალანჩეა (კრაიოვა, რუმინეთი);

მცველები: ალექსანდრუ ეპურეანუ (ბაშაქშეჰირი, თურქეთი), კატალინ კარპი (ვიტორული, რუმინეთი), ადრიან კასკავალი (ლუჩ ენერგია, რუსეთი), ვიქტორ გოლოვატენკო (ზარია ბელცი), ვიტალი ბორდეანი (შერიფი), ვიაჩესლავ პოსმაკი (დაჩია), პეტრუ რაცუ, ვადიმ ბოლოჰანი (ორივე - მილსამი), იონ ჟარდანი (ზიმბრუ);

ნახევარმცველები: ალექსანდრ გაცკანი (როსტოვი, რუსეთი), ეუგენ ზასევიჩი (ტრაკაი, ლიტვა), გეორგე ანდრონიკი, ალექსანდრუ ანტონიუკი (ორივე - მილსამი), ვლადისლავ ივანოვი (ტირასპოლი), მაქსიმ მიხაილოვი (ზარია ბელცი), მაქსიმ ანტონიუკი (აკადემია);

თავდამსხმელები: ეუგენიუ სიდორენკო (მილსამი), იგორ ბუგაიოვი (ზარია ბელცი), რადუ გინსარი (შერიფი), დან სპატარუ (ზიმბრუ).

ლიდერები

მართალია, მოლდოვას ეროვნული ნაკრები ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერად ითვლება, რაც განვლილმა მატჩებმაც დაადასტურა, მაგრამ ამ გუნდს თითქმის ყველა რგოლში ჰყავს ლიდერი, რომელთა შესახებაც აქედანვე უნდა ვიცოდეთ.

მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებთან მატჩს ან "მორდოვიას" კარის დარაჯი ილია ჩებანუ დაიწყებს, ანდაც ბერძნული "ლევადიაკოსის" მეკარე სტანისლავ ნამაშკო.

მოლდოვა ბევრ გოლს უშვებს, მაგრამ დაცვაში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი მაინც ჰყავს. ამ რგოლში, უპირველეს ყოვლისა, "ბაშაქშეჰირის" მცველი ალექსანდრუ ეპურეანუ უნდა ვახსენოთ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ვეტერანი იგორ გოლოვატენკო. ეს გამოცდილი უკანახაზელი რუსეთის ჩემპიონატში გატარებული წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა სათამაშოდ.

ნახევარდაცვის უდავო ლიდერად ითვლება "როსტოვის" შუახაზელი ალექსანდრუ გაცკანი. მოლდოვას ნაკრებს ერთადერთი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს.

თავდასხმის ხაზი კი "აქილევსის ქუსლია". ბუგაიოვსა და სიდორენკოს უცხოეთში ასპარეზობის გამოცდილება კი აქვთ, მაგრამ მათ ძალიან უჭირთ გოლების გატანა.

მთავარი პრობლემა

მოლდოვური მედია ეროვნული გუნდის მთავარ პრობლემებზე წერს. პირველზე უკვე ვისაუბრეთ - კვალიფიციური თავდამსხმელების დეფიციტი. დობროვოლსკის გუნდმა სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

მეორე მთავარი პრობლემა მცველთა ხშირი ინდივიდუალური შეცდომებია. მოლდოვამ შესარჩევი ციკლის სამ შეხვედრაში 10 გოლი გაუშვა, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ მცველებს ვერ დავადანაშაულებთ.

იგორის იმედად

საერთოდ, მოლდოვის ნაკრების ბევრ გულშემატკივარს იმედი ჰქონდა, რომ ეროვნულ გუნდში ერთხელაც დაბრუნებული იგორ დობროვოლსკი სიტუაციას კარდინალურად შეცვლიდა უკეთესობისკენ, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ ხდება.

"ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ წარმატებით ვითამაშოთ. არც მე ვზოგავ თავს და არც - ბიჭები. ნებისმიერ შემთხვევაში, ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. ცუდი დასაწყისის მიუხედავად, მოლდოვას ამ შესარჩევ ციკლში მეტოქეთათვის სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია", - ეს საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, იგორ დობროვოლსკის სიტყვებია.

ცხადია, მოლდოველები შესარჩევ ციკლში პირველი ქულის აღების სურვილით იწვიან. ეჭვი არ არის, საქართველოს ნაკრებთან თბილისურ შეხვედრაში ისინი სწორედ ქულას გეგმავენ. ასე რომ, საქართველოს უპირველეს გუნდს "დინამო არენაზე" იოლი შეხვედრა არ ელოდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

hoo
ფრთხილად ვიყოთ, მართლა არ გაგვამწარონ. მოლდოველები ზუსტად ჩვენთან ივაჟკაცებენ. ეგ დობროვოლსკი ზესტასთან თამაშებიდან მახსოვს, რა არაკაცურად იქცეოდა.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ჩეხეთმა მოლდოვას სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა
სტეფან სიკაჩი: ეს თუ გამოსწორდება, საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატი გექნებათ
საქართველო-მოლდოვის შემდეგ: შედეგი პირდაპირ გვეუბნება... [ნაწილი I]
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
გურამ კაშია: მოლდოვასთან გოლები ვაისის არჩეული სისტემის გამო არ გაგვიშვია
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველო-მოლდოვის შემდეგ: გაორებული გრძნობით... [ნაწილი II]
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ