სანაძე ფენომენალური შედეგიანობით სლოვენიას იპყრობს
დუდა სანაძე ფენომენალური შედეგიანობით სლოვენიას იპყრობს. წინა ტურის მატჩში ლიდერ "კრკასთან" ჩაგდებულ 27 ქულას ქართველმა სნაიპერმა "ჰოპსი პოლზელასთან" 33 ქულა მოაყოლა, რითაც სლოვენიის ლიგაში ყველაზე მაღალი შედეგიანობა გამოავლინა. ამ ტურის შემდეგ ის ლიგის ბომბარდირია.

გამოსარჩევია სანაძის შორი სროლების მაღალი პროცენტულობა. ბოლო 2 მატჩში დუდამ 13 სამქულიანი ჩააგდო, რისთვისაც 22 ცდა დასჭირდა. "ჰოპსისთან" ქართველმა სნაიპერმა 12-დან 8 სამქულიანი მიითვალა, მაგრამ დასანანი ისაა, რომ სანაძეს ეს შედეგიანი გარჯა გამარჯვებით ვერ დაუფასდა. დუდას გუნდმა "პრიმორსკამ" შეხვედრა 76:86 დათმო.

სანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გამოჩენის შემდეგ კი, შეუჩერებელი იყო. საბოლოოდ, დუდამ 31:51 წუთში 33 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი, 12-დან 8 სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, სანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და რა გასაკვირია, რომ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ისიც ვთქვათ, რომ ამ დროისთვის დუდას საშუალო მაჩვენებელი 21.4 ქულა გახლავთ, რაც სლოვენიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

5 მატჩიდან 3 მოგებით "პრიმორსკა" მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა კი ისევ სტუმრად, 12 ნოემბერს, "პორტოროჟთან" ელის.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა