6 ნოემბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, სუპერლიგის მეორე ტურის შეხვედრებს უმასპინძლა
6 ნოემბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, სუპერლიგის მეორე ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. სათამაშო დღე საკმაოდ უხვგოლიანი და ტრადიციულად საინტერესო გამოდგა.

პირველები პარკეტზე სუპერლიგა B-ს გუნდები გავიდნენ. "უნიკრედიტის" და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. პირველ ტურში ნათამაშები ფრის შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "ვივუსმა", რომელმაც "ეროვნული თავდაცვის აკადემია" 7-2 დაამარცხა. მოულოდნელად, დიდი სხვაობით დასრულდა "ევროკრედიტისა" და ზესტაფონის "ფეროს" დაპირისპირება. მიუხედავად იმერელთა არაერთი მცდელობისა, გოლების გატანა მეტოქეს გაცილებით უკეთ გამოსდიოდა და საბოლოოდ 5-1 "ევროკრედიტის" სასარგებლოდ.

დიდი ანგარიშით იმარჯვა პირველ ტურში დამარცხებულმა "ფანდაი ენტერტაიმენტის" გუნდმა, რომელმაც "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს" 7-1 სძლია. ტურის მთავარი მოულოდნელობა კვლავ "თელავი" აღმოჩნდა, რომელმაც ამჯერად სკ "ჯვაროსნები 2"-ს აჯობა მინიმალური სხვაობით - 2:1 და გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც ორი ტურის შემდეგ, საკმაოდ მოკრძალებული ბურთების სხვაობით 4-1, 100%-იანი შედეგი აჩვენა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.

06.11.2016. სუპერლიგა B. II ტური

Unicredit.ge – FC UG 1-3

ეთა - Vivus.ge 2-7

სკ ევროკრედიტი - სკ ფერო 5-1

Funday Ent - კსუ/CIU 7-1

სკ ჯვაროსნები 2 - სკ თელავი 1-2

სუპერლიგა A-ში კალაძე-იაშვილის ბენეფისი გრძელდება. მეორე ტურში სფფ დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს დაუპირისპირდა და ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიან მატჩში 10-5 აჯობა. ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ანგარიშზე, ხოლო ალექსანდრე იაშვილმა თავი სამი გოლით და ხუთი ზუსტი პასით გამოიჩინა. ორი ტურის შემდეგ ამ ტანდემის საერთო მონაგარი შთამბეჭდავად გამოიყურება: გუნდის მიერ გატანილი 15 გოლიდან 8(!) შედეგიანი დარტყმა და 3 პასი კალაძის აქტივში მოდის, "იაშკას" წვლილი კი ამ ყოველივეში 9 (!) შედეგიანი გადაცემით და სამი გატანილი გოლით "შემოიფარგლება".

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა პსპ-მ, რომელმაც "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა" დაამარცხა 5-1. ზედიზედ მეორე თამაშია "ფარმაცევტები" ხუთ გოლზე ნაკლებს "არ კადრულობენ".

საკმაოდ საინტერესო გამოდგა კლუბ "ჯვაროსნებისა" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდის დაპირისპირება, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელს ხვდა წილად - 1:3. ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა "ნატახტარსა" და ტელეკომპანია "იმედს" შორის გაიმართა, რომელშიც გამარჯვება, მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გატანილი გოლით, "ნატახტარმა" მოიპოვა - 3-2.

06.11.2016. სუპერლიგა A. II. ტური

GM-ჭიათურა - FC PSP 1-5

სკ ჯვაროსნები - სდსს 1-3

მფკ ნატახტარი - ტვ იმედი 3-2

სფფ - CFCP10-5

ლიგის მომდევნო სათამაშო დღე 13 ნოემბერს გაიმართება. ახალი სპორტის სასახლე კორპორატიული ლიგის მეორე ტურის დაპირისპირებებს უმასპინძლებს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: sportall.ge, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

fero
იქნებ ყველა გუნდის შემადგენლობაზეც დაწეროთ.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში