მიროსლავ კლოზეს დებიუტი და გახარებული ვენგერი
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მომავალი მატჩებისთვის შემადგენლობა გამოამზეურა. 11 ნოემბერს "მანშაფტი" სან მარინოს სტუმრობს, ხოლო 15-ში ამხანაგურად გაეჯიბრება იტალიის ეროვნულ გუნდს.

უცნაურია, რომ ლიოვის სიაში ვერ მოხვდა მესუთ იოზილი. 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ახლა ბრწყინვალე ფორმაშია. ბუნდესმწვრთნელის გადაწყვეტილებამ ძლიერ გაახარა "არსენალის" მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომელსაც საკადრო პრობლემები აქვს, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედთან", ხოლო ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-სთან უწევს დაპირისპირება.

არ არის გამორიცხული, ეს ლიოვსა და ვენგერს შორის მოლაპარაკების შედეგიც იყოს. გერმანია, რომელსაც ახალი სახეებიც ჰყავს, სან მარინოს იოზილის გარეშეც გაუმკლავდება, ხოლო რაც შეხება "სკუადრა აძურასთან" სპარინგს, რომლის მნიშვნელობაც, სტატუსის მიუხედავად, ყოველთვის მაღალია, "იოგის" გადაწყვეტილება ასეთ დროს სარისკო სიურპრიზად მოჩანს.

იოზილის გარდა, არ იქნება ჟერომ ბოატენგიც, ოღონდ ამ შემთხვევაში მიზეზი ტრავმაა. ის "ჰოფენჰაიმთან" შაბათის მატჩში (1:1) დაშავდა. როგორც "ბაიერნის" მთავარმმართველი კარლ-ჰაინც რუმენიგე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარში ამბობს, 28 წლის მცველის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა რისკის თავიდან ასაცილებლად ლიოვის სიფრთხილეს მიესალმება.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნდ ლენო (ლევერკუზენი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი);

მცველები: იანიკ გერჰარდტი (ვოლფსბურგი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენიამინ ჰენრიხსი, ჯონათან ტაა (ორივე - ლევერკუზენი), ბენედიკტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი (ორივე - ბაიერნი), შკოდრან მუსტაფი (არსენალი, ინგლისი), სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი);

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: კევინ ფოლანდი, იულიან ბრანდტი (ორივე - ლევერკუზენი), სერჟ გნაბრი (ვერდერი), მარიო გომესი (ვოლფსბურგი), მაქს მაიერი, ლეონ გორეცკა (ორივე - შალკე), იულიან ვაიგლი, მარიო გიოტცე (ორივე - დორტმუნდი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სამი ხედირა (იუვენტუსი, იტალია), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), თომას მიულერი (ბაიერნი).

როგორც დაანონსებული იყო, გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა მიროსლავ კლოზე, რომელმაც ორიოდ კვირის წინ აქტიური კარიერა დაასრულა. სანაკრებო მატჩების დღეებში მას ეროვნული გუნდიდან გააცილებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლი" გამორჩეული ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა
ჟერომ ბოატენგს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
იოზილი "ფენერბაჰჩემ" გაუშვა - მესუთი კვლავ თურქულ გუნდში ითამაშებს
ჟერომ ბოატენგი გუნდის გამოცვლას გეგმავს
იოზილმა "ფენერბახჩეში" არასტანდარტული ნომერი აიღო
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
"ჩემი შვილი მკვლელია" - ჟერომ ბოატენგის დედის სკანდალური განცხადება
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
"ბაიერნს" ბოატენგის გაყიდვა სურს, მაგრამ არავის სურს მისი ყიდვა
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
იოზილის საოცარი ტრანსფორმაცია - ვეტერანი ფეხბურთელი მაგარ ფიზიკურ ფორმაშია [VIDEO]
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
იოზილი პოლიტიკაში წავიდა და ერდოღანის პარტიის წევრი გახდა
ბოატენგი,უპამეკანო,ალაბა თუ ზულე? "ჩელსის" დაცვის ხაზის გაძლიერება სურს
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს