დირკ ნოვიცკი გაურკვევლობაში
- "ფინიქსის" 20 წლის მცველი დევონ ბუკერი ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც რეგულარული ჩემპიონატის ზედიზედ ორ მატჩში დააგროვა 38 ან მეტი ქულა. ბუკერმა შაბათს, "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ 38 ქულა აიღო, გუშინ კი 39 ქულა ჩაუგდო "ლეიკერსს".

- "დალასის" ფორვარდმა ჰარისონ ბარნსმა "მილუოკის" წინააღმდეგ 34 ქულა დააგროვა. ეს ამ კალათბურთელისთვის შედეგიანობის პირადი რეკორდია. აღვნიშნავთ, რომ რეგულარულის სასტარტო ექვს მატჩში, ბარნსმა უკვე მეორედ მიითვალა მინიმუმ 30 ქულა, არადა, მანამდე "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში ჩატარებულ 307 მატჩში, მხოლოდ ერთი ასეთი თამაში ჰქონდა.

- "დენვერის" მცველმა ემანუელ მუდიაიმ "ბოსტონთან" მატჩის პირველ მეოთხედში 24 ქულა დააგროვა, რაც სეზონის რეკორდი გახდა საწყისი 12-წუთეულებისთვის. სულ აფრიკელმა 30 ქულა მიითვალა, რაც მისი პირადი რეკორდის გამეორებაა.

- დღის გმირი გახდა "პორტლენდის" შემტევი მცველი სი ჯეი მაკალუმი, რომელმაც "მემფისს" 37 ქულა ჩაუგდო. ეს მისი პირადი რეკორდია.

დირკის ამბავი გაურკვეველია

კვლავაც ვერ ახერხებს მოედანზე დაბრუნებას "დალასის" ვეტერანი ფორვარდი დირკ ნოვიცკი. ადრე იტყობინებოდნენ, რომ გერმანელი მინიმუმ ერთ კვირას გამოტოვებდა მარჯვენა ფეხზე აქლევსის მყესის დაზიანების გამო.

NBA-ის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ნოვიცკის განმეორებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ჯერ ვერ დაასახელეს კალათბურთელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი.

აქილევსის მყესთან დაკავშირებით პრობლემები გერმანელს ჯერ კიდევ საწვრთნელი ბანაკისას დაეწყო და ახლა, გუნდში აპირებენ ნოვიცკის განუსაზღვრელი დრო მისცენ სრული აღდგენისთვის.

დირკმა ამ სეზონში სამი მატჩის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ, 12.0 ქულა და 6.7 მოხსნა დააგროვა.

3 მილიარდი NBA-თვის

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია საკუთარი მატჩების ტრანსლიაციების რეალიზაციიდან 2.9 მილიარდ დოლარს მიიღებს. ეს ინფორმაცია sportbusiness.com-მა გაავრცელა. ეს თანხა დაახლოებით 93 პროცენტია იმ სრული თანხისა, რომელიც მთელს მსოფლიოში კალათბურთზე მედია-უფლებების შეძენისთვის დაიხარჯა.

აღვნიშნავთ, რომ წელს, მთელს მსოფლიოში საკალათბურთო ტურნირების ჩვენების უფლებისთვის სულ 3.1 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ეს არის 7.2 პროცენტი იმ თანხისა, რომელიც მსოფლიოში ყველა სპორტული მოვლენის ჩვენების უფლებების შეძენისთვის გადაიხადეს (43.03 მილიარდი დოლარი).

2.9 მილიარდი დოლარი, რომელსაც NBA გამოიმუშავებს, თავის თავში აერთიანებს შიდა და საერთაშორისო შემოსავლებს, აგრეთვე ცალკეული კლუბების რეგიონალურ შეთანხმებებს. გარდა ამისა, ელოდებიან, რომ 2017 წლისთვის შემოსავალი 3.9 მილიარდამდე გაიზრდება. ეს შესაძლებელი გახდება აშშ-ის ეროვნულ ტელევიზიასთან ახალი ხელშეკრულების წყალობით, რომელიც 2016-17 წლების სეზონიდან შევიდა ძალაში.

მემფისი-პორტლენდი 94:100

22:25, 29:22, 26:29, 17:24

მ: მ. გასოლი (21), კონლი (16+7 პასი), რენდოლფი (15+7 მოხსნა), ალენი (11+7 მოხსნა), კარტერი (11).

პ: მაკალუმი (37), ლილარდი (19+7 პასი), ჰარკლესი (18+7 მოხსნა).

ტორონტო-საკრამენტო 91:96

23:20, 27:24, 16:24, 25:28

ტ: დეროზანი (23), ლოური (15+10 პასი), სიაკამი (10).

ს: გეი (23), კაზინსი (22+14 მოხსნა), კუფოსი (13), აფლალო (12), ბარნსი (8+10 მოხსნა), ლოუსონი (5+11 პასი).

დალასი-მილუოკი 86:75 (ო)

19:27, 28:12, 12:17, 15:18, 12:1

დ: ბარნსი (34+8 მოხსნა), ბარეა (21), ბოგუტი (2+16 მოხსნა).

მ: პარკერი (16+7 მოხსნა), მონრო (14+12 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (11+7 მოხსნა).

ბოსტონი-დენვერი 107:123

23:42, 29:35, 31:26, 24:20

ბ: ტომასი (30), ბრედლი (14+11 მოხსნა+6 პასი), სმარტი (13).

დ: მუდიაი (30+8 მოხსნა), ჩენდლერი (22), გალინარი (16), ჰარისი (12), ფარიდი (12+11 მოხსნა).

ლეიკერსი-ფინიქსი 119:108

23:15, 31:28, 29:33, 36:32

ლ: იანგი (22+7 მოხსნა), რენდლი (18), მოზგოვი (14+8 მოხსნა), რასელი (11+6 პასი).

ფ: ბეკერი (39+7 პასი), უორენი (22), ბლედსოუ (19), დადლი (10), ჩენდლერი (9+11 მოხსნა).

ნიუ იორკი-იუტა 109:114

30:20, 24:29, 26:29, 29:36

ნ-ი: ენტონი (28+9 მოხსნა), პორზინგისი (28+8 მოხსნა), როუზი (18+8 პასი), ლი (10).

ი: ჰეივორდი (28), ჯორჯ ჰილი (25+7 პასი), ჰუდი (16), ფეივორსი (13), გობერი (13+8 მოხსნა+4 დაფარება), ჯონსონი (10).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. კლივლენდი 6 6 0 100

2. შარლოტი 5 4 1 80.0

3. ტორონტო 6 4 2 66.7

4. ატლანტა 6 4 2 66.7

5. დეტროიტი 6 4 2 66.7

6. მილუოკი 7 4 3 57.1

7. ბოსტონი 6 3 3 50.0

8. ჩიკაგო 6 3 3 50.0

9. ორლანდო 6 3 3 50.0

10. ინდიანა 6 3 3 50.0

11. მაიამი 5 2 3 40.0

12. ნიუ იორკი 6 2 4 33.3

13. ბრუკლინი 6 2 4 33.3

14. ვაშინგტონი 5 1 4 20.0

15. ფილადელფია 5 0 5 00.0

დასავლეთი

თ მ წ %

1. ოკლაჰომა 6 5 1 83.3

2. კლიპერსი 6 5 1 83.3

3. სან ანტონიო 7 5 2 71.4

4. გ. სტეიტი 6 4 2 66.7

5. პორტლენდი 7 4 3 57.1

6. იუტა 7 4 3 57.1

7. ლეიკერსი 7 4 3 57.1

8. დენვერი 6 3 3 50.0

9. ჰიუსტონი 6 3 3 50.0

10. მემფისი 7 3 4 42.9

11. საკრამენტო 8 3 5 37.5

12. ფინიქსი 7 2 5 28.6

13. მინესოტა 5 1 4 20.0

14. დალასი 6 1 5 16.7

15. ნ. ორლეანი 6 0 6 00.0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]
"თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია" - კუბანის უცნაური განცხადება
დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს
NBA-ს ლეგენდა: მადლობა ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის [VIDEO]
ლუკა დონჩიჩი: გასულ სეზონში დაცვაში გვიჭირდა, რადგან დაცვაში დირკი გვყავდა