"ბაიასთან" მარცხის შემდეგ ქუთათურებს საკუთარ მოედანზე "კოლხეთი" აუცილებლად უნდა დაემარცხებინათ
არცთუ სასიამოვნო ამბით უნდა დავიწყოთ: ქუთასში მძვინვარე რამდენიმედღიან ქარიშხალს უკვალოდ არ ჩაუვლია და სტადიონზე მისულებს აგრერიგად რეკლამირებული ქუთაისური არენის სახურავი სანახევროდ გადახდილი დაგვიხვდა... მცირე ნიავის მიუხედავად, აქა-იქ საყრდენი ბოძებიც ირყეოდა... გუნდის ადმინისტარციის რჩევით პრესლოჟას, სადაც, რაიმე მძიმე საგნის ჩამოვარდნის ალბათობა იყო, თავი ავარიდეთ და საკომენტატორო ჯიხურს შევეხიზნეთ.

ზუგდიდის "ბაიასთან" მარცხის შემდეგ ქუთაისურ კლუბს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. თუ რიონისპირელებს ჩემპიონატში რაიმე ამბიცია კიდევ აქვთ, საკუთარ მოედანზე "კოლხეთი" აუცილებლად უნდა დაემარცხებინათ და საბოლოოდ მოახერხეს კიდეც სამი ქულის მოპოვება, მაგრამ ქუთაისელთა თამაში აშკარად უკეთესობის სურვილს ტოვებს.

მატჩის დებიუტმა, მოულოდნელად, სტუმრების აქტიურობით ჩაიარა და ფოთელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ, დაწინაურდებოდნენ კიდეც.

პირველსავე წუთზე ინწკირველის ჩაწოდების შემდეგ გოგონაია თავით ურტყამდა და მდგომარეობა მეკარემ განმუხტა. საერთოდაც, ფოთელთაგან გოგონაია ძალზედ აქტიური იყო და მეტოქის მცველებს ბევრ პრობლემებს უქმნიდა. მალევე მან ძლიერად დაარტყა და მცირედით ააცილა. ქუთათურებს თამაშის დალაგება და გააზრებული კომბინაციების გათამაშება უჭირდათ, სტუმრები კი ამასობაში კვლავ სახიფათოდ უტევდნენ. მე-17 წუთზე ინწკირველის ჯარიმის შემდეგ კვერენჩხილაძე ხელსაყრელი პოზიციიდან შემობრუნებით ურტყამდა, მაგრამ ბურთზე ფეხი ააცილა, მეორე ცდაზე კი დაარტყა, მაგრამ მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

როგორც ხედავთ, ფოთელები გაცილებით მწვავედ უტევდნენ, არადა გოლი ტორპედოელებმა გაიტანეს - 23-ე წუთზე გამოცდილმა მეგრელაძემ ჯარიმა მოინადირა და ოსტატურადაც შეასრულა - 1:0 ამგვარად აღნიშნა მან მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისურ არენაზე დაბრუნება.

მატჩის მეორე ნახევარი კიდევ უფრო მოსაწყენი გამოდგა: ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში გორავდა და სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა.

47-წუთზე ლევან მდივნიშვილმა ქუთაისელთა კართან ახლოს მკერდით მიიღო ბურთი, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოუვიდა. ამის შემდეგ მეგრელაძემ ზედიზედ ორი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, თუმცა ძაგანიას აღარ გასჭირვებია მათი მოგერიება. მატჩი ისე მიიწურა, რომ რეალური სახიფატო მომენტი აღარ შექმნილა. თუმცა, ორი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მაინც იყო - 70-ე წუთზე გურულის ჩაწოდების შემდეგ ქუთაისელები თვლიდნენ, რომ მცველმა ხელით გამოიტანა ბურთი და პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ კრიჭაშვილმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. 77-ე წუთზე კი ძაგანიას შეცდომის შემდეგ ბაკურაძეს შეეძლო ეხეირა, მაგრამ კუთხე მახვილი იყო და მის დარტყმულს ისევ ძაგანია გადაეღობა. მართალია, "ტორპედომ" მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მისი შესაძლებლობისა და ამბიციების გუნდი უკეთეს ფეხბურთს უნდა თამაშობდეს.

ქუთაისი. ცენტრალური. 2000 მაყურებელი

ტორპედო-კოლხეთი 1:0

გოლები: 1:0 მეგრელაძე (23)

ტორპედო კოლხეთი

4-4-2 4-5-1

მიგინეიშვილი ძაგანია

სეთურიძე ცხვიტარია

მაჭავარიანი მახვილაძე

თოდუა ინწკირველი

გურული მეგრელიშვილი

დოლიძე კვერენჩხილაძე

დიღმელაშვილი გოგონაია

ქებაძე გავაშელიშვილი

დათუნაიშვილი გვალია

მეგრელაძე სიჭინავა

გოცირიძე მდივნიშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი:

გ. გიგატაძე ბ. შეროზია

ტირპედო

55. ქებაძე - გიგაური

59. დოლიძე - ბაკურაძე

70. გოცირიძე - საბანაძე

სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, კირკიტაძე, ფოფხაძე

კოლხეთი

75. სიჭინავა - გულუა

75. მდივნიშვილი - მოისწრაფიშვილი

87. გოგონაია - გელაჭეიშვილი

სათადარიგოები: ლობჟანიძე, ქორჩილავა, ბარამიძე, წიქარიშვილი

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (68), გოგონაია (79)

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი (თბილისი)

kutaisiii
3 მარტი 3 საათი იმერული დერბი http://www.youtube.com/watch?v=TPomlZYXKiI
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა