ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

[ოთხშაბათის საკითხავი] რას ველით?

[ოთხშაბათის საკითხავი] რას ველით?

გვინდა ნათლად ჩამოვაყალიბოთ, რისი ამბიცია გვაქვს და რას ველით საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის უკანასკნელ მატჩს მოლდოვასთან ითამაშებს. მოლოდინი და იმედი დიდია ქვეყანაში - ჩვენი გუნდის ბოლო თამაშები გამოღვიძებასავით იყო ქართულ ფეხბურთში...

გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ - როცა საქმე საქართველოს ნაკრებს, ჩვენს ეროვნულ სიამაყეს ეხება, ძალიან ემოციურები და ოპტიმისტები ვხდებით ხოლმე. ჩვენ გვინდა, გვქონდეს დიდი აღმავლობა მაშინ, როცა ჩვენს ფეხბურთს სანაკრებოს მიღმა კიდევ უამრავი პრობლემა ჭამს, უამრავი არაკომპეტენტური კადრი და ჭირი...

რას ვიზამთ, მოგვწყინდა ესოდენ ხანგრძლივი საფეხბურთო ზამთარი და გვინდა, რომ ის გაზაფხულმა შეცვალოს. ფეხბურთში თითქმის არაფერი ხდება კანონზომიერების გარეშე და რაღა ჩვენი ამბავი უნდა იყოს გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი...

იმედი იმისა, რომ ჩვენი სანაკრებო ფეხბურთი, სხვა საფეხბურთო ამბების განკიდურ განვითარდება. ეს ძალიან რთული წარმოსადგენია, თუმცა მსოფლიოში ყოფილა ამის რამდენიმე მაგალითი. ჩვენი ქომაგისაც გვესმის - ვერ დაველოდებით, სანამ საქართველოს ჩემპიონატი ნაღდ ევროპულ პირველობას დაემსგავსება. ვერ დაველოდებით იმ დროს, როცა ქართულ კლუბებში მომუშავე პიროვნებები (ყველას, ცხადია, არ ეხება) პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩევიან. ვერ დაველოდებით იმ დროს, როცა ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, დღეს რომ სულს ღაფავს, ფერზე მოვა, სანამ ჩვენი კლუბების ანგარიშებზე მილიონები იქნება...

ვერ დაველოდებით, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი ვითმინეთ ამ წლების განმავლობაში და ამას ყოველთვის აქვს საზღვარი. შეიძლება, ოდნავ დილეტანტურადაც კი, მაგრამ ჩვენ გვინდა შედეგი. გვინდა და ეს სურვილი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს იმ ბიჭებს, საქართველოს ნაკრების მაისურა რომ აცვიათ.

და მაინც, ნებისმიერ საქმეში საჭიროა ზომიერება და არც ის ივარგებს, ამ ნაკრებს ეგრევე მთების გადაბრუნება მოვთხოვოთ. ყველაზე საშიში უსაფუძვლო მოლოდინია. ჩვენს წერილში გვინდა ნათლად ჩამოვაყალიბოთ, რისი ამბიცია გვაქვს და რას ველით საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების განვითარების ბოლოდროინდელ დინამიკას თუ გავყვებით, დავრწმუნდებით - ჩვენ გვაქვს პროგრესი და ეს პროგრესი მოჩვენებითი არ არის. ჩვენი მოლოდინი ესაა: ეროვნული გუნდის ყველა მომდევნო მატჩი უკეთესი უნდა იყოს წინაზე. ასეც არის. უბრალოდ, ჩვენ იმხელა ორმოში ვიყავით ჩავარდნილები, რომ იქიდან უცბად ვერ ამოხვალ.

ჩვენ ერთი ხანობა დაგვავიწყდა ფეხბურთის თამაში და შეტევა. დაგვავიწყდა ის, რაც წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთის სავიზიტო ბარათი იყო მთელ მსოფლიოში. როცა შენი გენეტიკური გეზიდან ასეთი გადახვევა ხდება, როცა უარს ამბობ იმაზე, რაც შენია, ჩავარდნა შეიძლება უფრო ხანგრძლივი და მტკივნეული იყოს. ჩვენი ჩავარდნა თითქოს სრულდება და ეს იმითიც უნდა იყოს განპირობებული, რომ დროულად ვაქციეთ ზურგი იმ ფეხბურთს, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა "ჩვენს" ფეხბურთთან.

დღეს ჩვენი ბიჭები, რომელთაც ყველა ჯიუტად ჩასძახოდა, რომ მათ ფეხბურთის თამაში არ იციან და რომ ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები, შესანიშნავად ართმევენ თავს იმ ლოკალურ ამოცანას, რომელიც მათ წინაშე დგას.

თქმა არ უნდა - თუ ჩვენ ისეთი თამაში ვაჩვენეთ, როგორიც უელსთან, მოლდოვას აუცილებლად მოვუგებთ. საერთოდ, საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებს ნამდვილად შესწევს იმის უნარი, რომ მოლდოვა დაამარცხოს. უბრალოდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - მეტოქე აუცილებლად უნდა შევაფასოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე არც სან მარინოსთან გვაქვს და არც ანდორასთან. მოლდოვა მათზე უკეთესია.

ჩვენ უკვე გვაქვს მოლდოვას შეუფასებლობის მწარე გაკვეთილი - მთლად პირველი შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში. მე არასოდეს დამავიწყდება ის დღე და ის ცრემლები, მაშინდელ "დინამოზე" რომ დაიღვარა.

ჩვენ ამ მოლდოვის დამაჯერებელ ძლევას ველით. ძლევას კლასით და ჭკუით. მეტოქე ჩაჯდება დაცვაში და ეცდება კონტრშეტევაზე ჩვენ გამოჭერას. მოლდოვამ არ იცის სხვანაირი ფეხბურთი და მას თბილისურ მატჩამდე ვერ ისწავლის.

საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ ამ ჯგუფში ფავორიტებთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლია. ახლა კი ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ პირველ ნომრადაც შეგვიძლია თამაში და შეგვიძლია მოგება იმ გუნდთან, რომელიც ჩვენს საკბილოდ მოჩანს ფიფას რეიტინგით თუ შემადგენლობით.

საქართველომ უნდა მოიგოს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• haha

თქვენდამიი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მინდა შეგახსენოთ, რომ მოლდოვამ ბევრჯერ გაგვამწარა. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი ქართველების ქებას დავიწყებთ, თითქოს წინ უნდა წავიდნენ, მაგრამ პირიქით თამაშს უკლებენ, პლიუს გადამწყვეტი თამაში ლამის სპორტის ყველა სახეობაში გვიჭირს. შეგახსენებთ, ჩვენ მე-6 ჯგუფიდან გავედით, მოლდოვა მე5დან. თავში ავარდნა ჩვენ კი არა ინგლისს ღუპავს.

• svani

არამგონია კანონზომიერი იყოს ისლანდიის გასვლა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში მითუმეტეს რომ, მათი ჩემპიონატის დონე ჩვენ ჩემპიონატზე დაბლაა , არამგონია კანოზმომიერი იყოს რამოდენიმე ხნის უკან ესტონეთის გასვლა პლეიოფში, მართალია პლეიოფში გამოვარდა მაგრამ ჩვენ იქამდედაც ვერ მივედით!)) ასე რომ სასწაულები და არაბუნებრივი მოვლენები ფეხბურთშიც ხდება!

• დემე

,,მეტოქე ჩაჯდება დაცვაში და ეცდება კონტრშეტევაზე ჩვენ გამოჭერას. მოლდოვამ არ იცის სხვანაირი ფეხბურთი და მას თბილისურ მატჩამდე ვერ ისწავლის.''ეს ყველაზე მართალია.

• Guadua

არაფერსაც არ ველი და ნაკლებად მაინტერსებს ნარცისების კრებულთა არასისტემური ჩაქრობა -გამობრწყინებები. მე არ მჯერავს ამ ნაკრების და არ მჯერავს ვაისის. გრძელვადიანი , საინტერესო და ქვეყნის იმიჯის მომტანი მისი ჩემპიონატია.ნაკრები კი ტარნსფერებზე გასაძვირებელი ფასების და ჩალიჩის თემაა უფრო. აი საქართველოს ჩემპიონატზე კი გული მაგრად შემსტკივა და მინდა რომ ყველა კლუბს ერთნაირი სასტარტო პირობები და მოთხოვნები ჰქონდეს უმაღლეს და პირველ ლიგაში მონაწილეობის, ვინაც შეასრულებს უმაღლესის მოთხოვნას, იმდენმა და არა მხოლდო 10-მა ითმაშოს უამღლესში, ვინაც შეასრულებს 1-ისას, იმან 1-ში და ასე შემდეგ. თუკი არაფერი შეიცვლება პირობებსა და მოთხოვნებში, მომავალი წლის ჩემპიონატი იქნება ყველაზე ცუდი საქართველოს ისტორიაში.

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ

სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]