ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სინჯარის დუბლიკატი და მატყუარა ლაბორატორიები - ინტერვიუ ზურაბ კახაბრიშვილთან [დასასრული]

სინჯარის დუბლიკატი და მატყუარა ლაბორატორიები - ინტერვიუ ზურაბ კახაბრიშვილთან [დასასრული]

სპორტული მედიცინის ცენტრი - ხსნა ქართული სპორტისთვის
როგორც ყოველთვის, ოლიმპიური გუნდის მთავარ ექიმ ზურაბ კახაბრიშვილთან ინტერვიუში პრობლემებზე საუბარმა იძალა. სხვანაირად არ გამოდის - რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდი წარმატებით კი გამოვიდა (ყოველ შემთხვევაში, ჩავარდნაც არ გვქონია), თუმცა პრობლემებიც უამრავი გამოჩნდა.

ძალიან კი გვინდოდა, კახაბრიშვილთან ჩვენს ცალკეულ ოლიმპიელებზე უფრო მეტად გვესაუბრა, მაგრამ დღევანდელი მსოფლიოს სპორტის მოურჩენელმა ჭირმა - დოპინგმა ყველაფერი გადაფარა...

დასასრული.

იხილეთ დასაწყისი

- არტურ ტაიმაზოვთან დაკავშირებით თუ გაქვთ დამატებით რაიმე ინფორმაცია? ან თქვენ როგორ ფიქრობთ - პეკინის ოლიმპიადაზე ჰქონდა დოპინგი და ლონდონში სუფთა იყო?

- ზუსტად არ ვიცი, ვერსიების დონეზე კი არ გამოვრიცხავ, პეკინის ოლიმპიადის სინჯი უფრო მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში შემოწმდა, ვიდრე - ლონდონისა, ან - ადრე შეწყვიტა რაღაც პრეპარატის მიღება. ან, შეიძლება, იცოდა, რომ კონკრეტულ წამალზე გაიზარდა აღმოჩენის პერიოდულობა ანუ ადრე თუ, ვთქვათ, 120 დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი მისი აღმოჩენა, ახლა ეს ვადა 150-მდე გაიზარდა. ალბათ, ესეც გათვალა, თუმცა მაინც მგონია, რომ ადრე შეწყვიტა მისი მიღება.

შეიძლება, პეკინში რაღაც ვერ გათვალა და ვერ დაიცვა იმ დონეზე. მოგეხსენებათ, მაშინ სულ სხვა ჭიდაობა იყო და დავიდ მუსულბესთანაც ბოლომდე მოუწია ბრძოლამ. შედეგად, იქ ბოლომდე დაიხარჯა, ლონდონში - არა და არც "დაიწვა" სრულყოფილად. არ ვიცი, სხვა ახსნა ვერ მომიძებნია. რიოში დოპინგის ჩამბარებელი ხალხი იყო სულ ვადა-ს კადრები - კანადიდან და შვეიცარიიდან, რომლებსაც აყვანილი ჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები. მათ ხშირად შევხვედრივარ პირველხარისხოვან ტურნირებზე, ზოგთან ვმეგობრობ კიდეც, თუმცა ამჯერად იმდენად მკაცრად ამოწმებდნენ, ჩხუბიც კი მომივიდა.

მაგალითად, ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი ვარჯიშიდან წამომაყვანინეს. კი შევეწინააღმდეგე, მაგრამ უარი მითხრეს. ვუთხარი, მოვიყვანთ, ოღონდ ვარჯიშის დამთავრება გვაცალეთ-მეთქი, თუმცა იმდენად ეშინოდათ, იმ დროში რამე მაქინაციები არ გვეწარმოებინა, არაფრით არ ქნეს.

ისიც ვუთხარი, ამით თქვენ ადამიანის უფლებებს არღვევთ, რადგან ჭრიკიშვილმა ამ ვარჯიშზე ზედმეტი ორი კილოგრამიც უნდა დაიკლოს, ახლა რომ წყალი დაალევინოთ, ზედმეტ სითხეს მიიღებს-მეთქი, მაგრამ მომიბოდიშეს და მაინც უარი მითხრეს. მათ სისხლის ანალიზიც აუღეს. მეორე დღეს ხინჩეგაშვილის გაყვანა მომთხოვეს, რომელიც წონას იკლებდა, თუმცა მას აწონა რამდენიმე დღის შემდეგ უწევდა, დათუნაშვილი რამდენიმე საათით ადრე გაგვაყვანინეს. თან ეს ღამის 11-ის ნახევარზე ხდებოდა.

არადა, დოპინგის აღება ღამის 11 საათზე წყდება, რადგან 11-დან დილის 6 საათამდე სპორტსმენს უნდა ეძინოს - ეს პუნქტი 2003 წელს შევატანინეთ წესდებაში. როგორც ექიმი, ვუმტკიცებდი მათ, რომ წონის დამკლები სპორტსმენისთვის ზედმეტი წყლის დალევა არ შეიძლება. ხინჩეგაშვილმა ღამის 12 საათზე ჩააბარა სინჯი, მანამ კი ანალიზის ჩასაბარებლად ხან იმოძრავა, ხან კი რაღაც ისეთს აკეთებდა, რაც იმ შუაღამეზე არ უნდა ეკეთებინა.

დათუნაშვილი ღამის 3 საათამდე მეჯდა ოლიმპიური სოფლის დოპინგის ლაბორატორიაში, როცა მეორე დღეს დილითვე უნდა ეჭიდავა და ეს ეტყობოდა კიდეც მის გამოსვლას. ვეუბნებოდი, ცივა, პლედი მაინც მოაფარეთ-მეთქი. არანაირი კომფორტი იქ არ ჰქონდათ, კონდიციონერიც კი ვერ გავათიშვინე. 19 გრადუსამდე იყო ტემპერატურა, როცა 25 უნდა ყოფილიყო. დათუნაშვილს დერეფანში გაუშალეს საწოლი, აქ დაიძინოსო. პირდაპირ მითხრეს - წაიყვან ლაბორატორიიდან და ხვალ შეჯიბრებაზე ვერ გაიყვანო.

თუ ასეთი სიმკაცრეა, მაშინ ყველა თანაბარ პირობებში უნდა ჩააყენო და სხვებიც უნდა გაიყვანო დოპინგზე, თორემ დათუნაშვილმა ღამის 3 საათზე დაიძინა, ვიღაცამ კი - 11-ზე. არადა, ხუთი საათის ძილი ძალიან კარგი აღმდგენია და იმიტომაც ვერ იყო ზურა მეორე დღეს ფორმაში.

დოპინგზე შემოწმება აუცილებელია, მაგრამ წონის დამკლები სპორტსმენების პრობლემები გათვალისწინებული უნდა იყოს.

- რიო დე ჟანეიროში ჩვენი გუნდის სხვა წევრებზე ხომ არ შექმნილა პრობლემები?

- გაგეცინებათ და ჩვენგან დოპინგი პირველად მოცურავე გოგოს ჩააბარებინეს. პრობლემა მეტი არაფერი ყოფილა, ზემოთ დასახელებულ მაგალითებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში და მაშინაც რუსუდან აფციაურს ვარეკვინებდი. იყო ხალხი, ვისაც 2-2-ჯერ ჩააბარებინეს სინჯები.

კიდევ ვიმეორებ - ამაზე არ მაქვს პრეტენზია, რადგან დოპინგზე შემოწმებას მივესალმები და ეს აუცილებელიც მგონია, მაგრამ სათანადო პირობებიც უნდა შეუქმნან. კონდიციონერები ვერ ჩავართვევინე საჭირო ტემპერატურაზე, ერთ სისტემაში იყო ჩართული, შედარებით დაბალ ტემპერატურაზე და ხალხს კუნთები უცივდებოდა.

- ვადა-ს არ აქვს ნორმატივები დაწესებული, რომელიც უნდა დაიცვან შემოწმებისას?

- ეტყობა, მსგავს დეტალებს ვიღაცამ არ მიაქცია ყურადღება, თორემ ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ ეს გამონაკლისები მოქმედებს შედეგზე. ვადა-ს სერიოზულ წერილს მივწერ, რომ ასეთი შეცდომები არ იყოს დაშვებული.

- დაბოლოს, ძველი სინჯების გადამოწმებისას ხომ არაა საფრთხის ქვეშ ჩვენი რომელიმე სპორტსმენი?

- არა, არც ერთს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მაშინ ფინანსურად არ გვქონდა ამდენი შესაძლებლობა, მაგრამ არც ინფორმაციის მოწოდების ამხელა ბუმი იყო იმის შესახებ, ვინ რას იღებდა და რას იკეთებდა. ჩვენს სპორტსმენებს უცხოელებისგან ამდენი ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუმცა ჩვენც ყველაფერს ვაკეთებდით. შედეგად, იმდენად მოწესრიგებული გვქონდა ყველაფერი, არაფრის შიში არა მაქვს.

თან, კიდევ ვიმეორებთ, რომ ფინანსურად ამხელა შესაძლებლობები არ გვქონდა, რასაც ახლა ვხარჯავთ საკვებ დანამატებზე. დღეს მართლაც ბუმია ამ დანამატებისა და მასთან ბრძოლა ძნელია, რადგან ბევრი უცხოეთიდან იწერს. თავის სახელზე გამოწერას თუ დაუშლი, მეგობრის, ახლობლის სახელზე გამოიწერს. ამას მაშინ ეშველება, როცა ადამიანებს სწორად მივცემთ ინფორმაციას და არა ბუმის მიხედვით, ან ქსეროქსზე გადაღებულ სიას, კახაბრიშვილმა რა მისცა ტალახაძეს, შავდათუაშვილს ან სხვას. შეიძლება, ის იმას მოერგო, მაგრამ შენ სხვა რაღაც გჭირდება. ვიდრე გამოკვლევის დონეზე არ იქნება, მანამ ყოველთვის წავაწყდებით ამ პრობლემას.

თუმცა, დღეს ამ ბიზნესს სერიოზულად ეპატრონება რამდენიმე ჯგუფი, რათა ეს ყველაფერი ორგანიზებულად, მარკეტინგულ დონეზე შემოიტანოს. თან ყველაფერს აუცილებლად მოჰყვება სერტიფიკატი.

განსაკუთრებით მეშინია რეგიონების და ახალგაზრდა სპორტსმენების, რომლებსაც უნდათ, რაც შეიძლება, მალე მოხვდნენ ნაკრებში და მიაღწიონ შედეგებს. თან იქ ეს პროცესი კიდევ უფრო გაუკონტროლებელია. ასევე მინდა ვთხოვო დამწყებ მწვრთნელებს, რომლებმაც ეს-ესაა დაიწყეს მწვრთნელობა - ხომ ტარდება დოპინგის, წონის კლების შესახებ საგანმანათლებლო მუშაობა ყველა შეკრებაზე, ჩემს სტუდენტებთან ერთად წავუკითხავ ლექციებს; ოლიმპიური კომიტეტიც წელიწადში ორჯერ ვატარებთ ანალოგიურ სემინარს, რომელსაც უნდა დაესწრონ.

არადა, მახსენდება ასეთი სემინარი, რომელსაც ასანიძე, გახოკიძე და ძალოსნობის სხვა მწვრთნელები ბოლომდე დაესწრნენ, მაგრამ ჭიდაობიდან ვერავინ მოვიყვანეთ, ჩვენ ვიცით ესო. ექიმების ნახევარიც გამექცა იმავე მიზეზით, მაგრამ სწავლა ყველას სჭირდება. განა ასანიძეზე მეტი იცის ვინმემ? და დაამტკიცა კიდეც ამ კაცმა თავისი შედეგებით.

მინდა, რომ ყველა ფედერაციაში ისეთივე ურთიერთობა იყოს ექიმს, მწვრთნელსა და ფედერაციას შორის, როგორიც ამ ფედერაციაშია, რომ ერთმანეთის მოსმენა იცოდეს ყველამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ

თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება

ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე

"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები

ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად

"სპორტალი": გადაცემის სტუმარია ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე

ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია

სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...

ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...

თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი

[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული! უპირატესი იქნება ის შედეგი, რომელსაც ისინი აჩვენებენ" - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან

დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ

"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...