ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ნაკრებთან ერთად დოჰაში ვარჯიშობს
პერმის "ამკარის" მწვრთნელი გაჯი გაჯიევი კიდევ ერთხელ შეეხო გიორგი ჯიქიას თემას. მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მცველი ორი ნაკრებიდან საქართველოს აირჩევდა, მას კლუბში პრობლემები შეექმნებოდა.

- "ამკარის" მცველი გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს. რამ გამოიწვია 22 წლის ბიჭის ეს წარმატება?

- ალბათ, ის აკმაყოფილებს სტანისლავ ჩერჩესოვის მოთხოვნებს. მე მასთან რამდენიმე საუბარი მქონდა, სადაც ჯიქიას შანსებზე ვლაპარაკობდით. ჩერჩესოვს მისი გამოძახება მომდევნო წელს სურდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის უფრო ადრე დასჭირდა ნაკრებს.

კარგია, როცა ნაკრების თავკაცი თავად რეკავს და ფეხბურთელის მდგომარეობაზე გეკითხება, "როსტოვთან" ჯიქიამ ტრავმის გამო გამოტოვა მატჩი.

- რა უსურვეთ ჯიქიას, როცა ნაკრებში მიემგზავრებოდა?

- არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს გზაზე. ჟორას ეგრევე ვუთხარი, რომ მას ნაკრებში ელიან. აქამდე კიდევ ერთი ასეთი საუბარი გვქონდა, მისი ხილვა ხომ საქართველოს ნაკრებშიც სურდათ. მოკლედ, ახლა წყდებოდა, სად ითამაშებდა ახალგაზრდა ბიჭი, საქართველოს ნაკრებში თუ რუსეთისაში.

- ჯიქიას რომ საქართველოს ნაკრები აერჩია, ის რუსულ პრემიერლიგაში ლეგიონერად ჩაითვლებოდა, მოსკოველი ბიჭი...

- ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაწყობს, რომ ჟორამ რუსეთის ნაკრებში ითამაშოს. ეს ლოგიკურია, რადგან აქ გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი ჩამოყალიბდა. მეორე მიზეზი კი სწორედ ლიმიტია. მას რომ საქართველო აერჩია, შეიძლება სასტარტოში მოხვედრის პრობლემები გასჩენოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯიქია რუსეთის ნაკრებთან ერთად დოჰაში ამხანაგური მატჩისთვის ემზადება ყატარის წინააღმდეგ.

ოკრიბელი
წაი შვილო, საცა გინდა და შეგიძლია იქ ითამაშე. გულით იხარე და ფულიც იშოვე, სახლი რომ აიშენო და ოჯახიც შეინახო. ამათ ყური არ დაუგდო. უსაქმურების, ხელმოცარულების და სევდოპატრიოტების ბრბოა. რომ გაგიჭირდეს, ესენი კაპიკის მომცემიც არ არიან, ისე როგორც მთავრობა. ჰოდა აქ წეროვანის ლტოლვილთა დასახლება გელოდება... წაი ბიჭი, წაი შვილო, შენ თავს და მშობლებს, შენვე მიხედე და უშველე, მაგ ბურთის თამაშით, დიდი-დიდი კიდევ ათი წელი დაგრჩა რომ ითამაშო. აბა ჯანმრთელობას და სპორტულ იღბალს გისურვებ.
თენგო
თუ მართლა მაგარი ხარ ძირითადის პრობლემა კლუბში არ შეგექმნება, რაც არ უნდა ლიმიტი იყოს იმ ქვეყანაში უცხოელებზე. ლეო მესისაც სთავაზობდნენ ესპანეთის ნაკრებს თავის დროზე და რაღაც არ მახსოვს ვინმეს დაებლოკოს მისი თამაში ბარსას ძირითადში :) და საერთოდ შევეშვათ მგონი ჯობია მაგ ბიჭს, რუსია და რუსეთის ნაკრებში თამაშობს.. ერთი ანტონ სიხარულიძე იყო ქართველი და მეორე ეგაა :)))
Qurdashvili
Kritika momismine lukas bufnagelze gsmenia ramee?? Xoda qartveli deda gyavs qartveli mama gyavs?! Znachit qartveli unda iyo da tavis archevnit misi samshoblos mtrebi gaaxara gesmis aq marto tamashze araa saubari yvelafris gadadeba shegidzlia adamians tu sulit qartveli xar da
be
simartle აბსოლუტურად გეთანხმები, მართალი და თავის სამშობლოს პატივისმცემელი კაცი ეგრე მოიქცეოდა და შვილსაც მაგას ეტყოდა.
status quo
სადაც უნდა იქ ითამაშოს,მაგრამ ქართველობას ნუ დაიჩემებს და სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოს ნუ დალევს...
bs-გიორგის
რას ქვია ,,მისცა რამე მას საქართველომ"?!! თუ ქართველია (მოქალაქეობას არ ვგულისხმობ) თვითონ უნდა მისცეს და გაუკეთოს რამე ქვეყანას. სამშობლო მარტო მომეცი მომეცი არ არი და საერთოდაც არ არი ,,მომეცი". მესმის რომ ქართველობა ძნელია, ეგ რუსობა, ამერიკელობა და თუნდაც გერმანელობაა ადვილი. მესმის რომ ყველას ვერ მოთხოვ იყოს სამშობლოს პატრიოტი, მაგრამ სხვისი არ ვიცი და მე ასე მესმის, თუ ქართველი ხარ უნდა იყო კიდეც პატრიოტი, თუ არადა ჯანდაბამდეც გზა გქონია, ადვილი სადღეგრძელოების ლაქლაქი და ქართული კულტურით და წარსულით თავის მოწონებაა. ყველამ ვიცით რა არი სწორი, მაგრამ ყველა არ ვამბობთ და ხშირად საკუთარ თავსაც ვუმალავთ, რომ მართლები და კაი ტიპები დავრჩეთ.
კირკიტა
ადამიანი რუსეთში დაიბადა,გაიზარდა, თამაში ისწავლა და თქვენ რა უფლებით ლანძღავთ?! რუსების დამცველის დედა ვატირე,მაგრამ მან არჩევანი გააკეთა და მორჩა! რას გადაეკიდეთ - ეგეც ახლა მალდინი ან რამოსი არ მყავდეს!
გიორგი
ესე ზედაპირულად რომ იფიქრო, კარგი იტყვი მოღალატეაო, მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, მისცა მას საქართველომ რამე? რატომ უნდა იყოს ქვეყნის პატრიოტი? ტიპი გაიზარდა და ჩამოყალიბდა რუსეთში, და არის ალბათ იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც გაიზარდა. ბაზარია რაა მეც გული მწყდება რომ ვერ თამაშობს ჩვენთან, მაგრამ მივეცით რომ (საქართველოს სახელმწიფო) ხალხს იმის განცდა რომ ჩვენთან ჯობს და და არა სხვა ქვეყანაში? რამდენი ემიგრანტი გვყავს ისიც კარგად გაიხსენეთ, და იმაზეც იფიქრეთ რომ მოღალატის წოდება ეს არაა პატარა დამცირება ))
Akaki
ოქროს ბურთს კი არ მოიგებს? :D
ვეტერანი
ზუსტად არ ვიცი, მგონი ეს ოჯახი სოხუმიდან დევნილია და მათ თავისი ცხოვრება 0-დან ააწყვეს რუსეთში. ეს ჩვენი უბედურებაა და გთხოვთ ნუ ატკენთ გულს ნურავის. რამდენი ტალანტი იკარგება ჩვენთან უპატრონოდ და კიდევ რამდენი დაიკარგება არავინ იცის. კახი კახიშვილი მშიერი მოკვდებოდა აქ, რომ არ წასულიყო უცხოეთში.ერთი ლექსი მახსენდება"არა ქართველთა გზა არ არის ასე იოლი თვითმკვლელობაა ჩვენგან ჩვენი საქმის დაწყება სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაქტიონი და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება"
gurji
ნეტა იყოს ძირითადში მარა ძალიან ეჭვი მეპარება. ამკარიც სანატრელი გაუხდება
simartle
ტუ საქარტველოს ნაკრებში ტამაშიტ კარიერა დაენგრეოდა, მაშინ საქმის გარჩევის პრინციპიტ უნდა ეხემდზგვანელა და არცერტ ნაკრებში არ უნდა ეტამაშა, იასნია რუსეტის ნაკრებისტვის მზად არა არი, რუსებმა ჩვენ ჯინაზე გამოიდზახაეს, მე უცხოეტსჰი ვცოვრობ ტუ ასე მოექცევიან ჩემ შვილს არცერტ ნაკრებში არ ვატამაშებ, შემდეგ ვეცდები სხვა ქვეყანაში წავიდეს სატამშოტ და იკიდან უკვე საქარტველოს ნაკრებში იტამაშებს
ოკრიბელი
რა, შეერთებოდა უმუშევართა დიდ არმიას, თუ სამტრედიის გუნდში ეთამაშა 1000 ლარად. რას ერჩით, რას ედავებით, ის ხომ ქართულ ფეხბურთს არ აღუზრდია და არის იქ სადაც მიჩვეულია, სადაც იცნობენ და სადაც აფასებენ... სლავა მეტრეველი სანამ გარდაიცვლებოდა, ავადმყოფს, წამლების, კვების და ექიმების ფულს, მოსკოვის "ტორბედო"დან უგზავნიდნენ საჭიროებისამებრ და არა თბილისის "დინამო"დან.
Mikheil
შეეშვით ამ არაქართულ ოჯახს.გვკიდია რას იზამს.გაუმარჯოს ქართველებს და ნუ ამართლებთ ღალატს.
status quo
მართლა ჟორა ყოფილა ეს ჯიქია,არის მომენტები,როცა პირადულს უნდა სძლიოს პატრიოტიზმმა და ესეთი მომენტი იდგა ეხლა.ამიტომ არცერთმა ქართველმა არ უნდა სცეს მას პატივი და მის კაცობას ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ.არ ისაუბროთ მასზე,ვითომ მოკვდა...
karuje
შეეშვით ამ ჯიქიას არ არის ეს კაცი ქართველი გვარი აქვს მხოლოდ ქართული რუსეთის ნაკრებში რომ ქართველი ითამაშებს იმის ქართველობის არასდროს არ დაიჯერება
ალიკა
ძალიან ნიშანდობლივ რღაცას წერს მისი მწვრთნელი გაჟიევი - "ჟორა". აქ ყველაფერი ნათქვამია ის ჟორაა და რუსეთის ნაკრებში უნდა ითამაშოს, საქმე ისაა, რომ იქ რამოდენიმე მატჩს ათამაშებენ და მერე მორჩება მისი თამაში ნაკრებში და დარჩება "ჟორად"
svani
თუ ამკარის ლიდერია და ესეიგი ისე თამასობს რომ რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს როგორ შეექმნებოდა პრობლემები)))))))) სპორტში მაინც დაგვანებეთ თავი! როგორ მძულს ეს ურიაერი!
ალეკსანდრე
თითქოს მისი არჩევანის გამართლებას ცდილობენ, არ ღირს, მის მიმართ ინტერესი დაიკარგა,ჩვენ ნაკრებს გვილია და სხვების ჯიგრიანი თამაში მოუტანს წარმატებას
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება" - "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"სპარტაკიდან" წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს