ჩრდილოური დერბის ორი მონაწილის დიდი გასაჭირი
ერთი კლუბის მოკლე დოესიე: გერმანიის ექვსგზის ჩემპიონი, თასის სამგზის მფლობელი, ჩემპიონთა თასის და თასების თასის გამარჯვებული. ეს გუნდი დღეს გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ადგილზეა, მხოლოდ 2 ქულა აქვს აქტივში და თითქმის განწირული მოსჩანს მეორე ბუნდესლიგისათვის.

გამოიცანით? წესით, ბევრი მარჩიელობა ამას არ სჭირდება. დიახ, ეს "ჰამბურგია". ტრადიციული და ბევრი გერმანელისათვის საყვარელი გუნდი.

ჩვენ კლუბის წარსული მიღწევები ჩამოვთვალეთ. დრომ ისინი გაახუნა. კლუბის მენეჯმენტი კი ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გუნდი როგორმე გავარდეს გერმანული ბუნდესლიგიდან. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა "ჰამბურგი" ფორტუნამ აშკარად გადაარჩინა, მაგრამ ბედის წყალობა გაუთავებლად აღარ გაგრძელდება.

ხშირად გუნდის წარუმატებლობას მწვრთნელს აბრალებენ, მაგრამ მარკუს გისდოლს ბევრს ვერაფერს დავაბრალებთ. ჯერ ერთი, ის სეზონის მიმდინარეობისას მოვიდა გუნდში. მეორეც: გისდოლს დახვდა აბსოლუტურად დაუბალანსებელი შემადგენლობა, რომლის ფორმირებაშიც ამ სპეციალისტს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

არადა, გისდოლი ცუდი მწვრთნელი სულაც არ არის. ეს მან დაამტკიცა "ჰოფენჰაიმში" მუშაობის დროს. კლუბის წარუმატებლობაში ყველაზე მეტად დანმაშავე "ჰამბურგის" მმართველი რგოლია. განსაკუთრებით - სპორტული დირექტორი, დიტმარ ბაიერსდორფერი. მის მიერ შესრულებული სასელექციო სამუშაო ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

არადა, თანამედროვე "ჰამბურგის" შემადგენლობას სახელებით მართლა არაუშავს. უბრალოდ, გუნდში არ არის ბალანსი. გარდა ამისა, ძირითადად ორი კატეგორიის ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი: პირველებმა უკვე კარგა ხანია, უკან მოიტოვეს საუკეთესო წლები. მეორეებმა კი ვერა და ვერ გაამართლეს გაცემული ავანსები. ჩვენი სიტყვების დასადასტურებლად ორ მაგალითს მოვიყვანთ.

"ჰამბურგი" დაცვაში საშინლად გამოიყურება. ამაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე გუნდის კაპიტანი, შვეიცარიელი მცველი, იოჰან ჯურუა. თავის დროზე შვეიცარიელი არსენ ვენგერის გუნდში ძირითადის ფეხბურთელი იყო. "არსენალში" ჯურუმ ბევრი შეცდომა დაუშვა. ის მაშინ ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე დღეს არის. "ჰამბურგის" დაცვას ასეთი ლიდერი ჰყავს. გუნდის კარში გოლი ყველას გააქვს, ვისაც კი არ ეზარება.

ახლა მეორე მაგალითი. ამ სეზონის წინ ბევრს გაუჩნდა შეგრძნება, რომ "ჰამბურგისათვის" ხორვატ ტალანტს, "ბარსელონას" სკოლაგამოვლილ ალენ ჰალილოვიჩს უნდა ელიდერა. თავის თაობაში ნიჭით გამორჩეული ხორვატი ვერ მოხვდა "ბარსას" ძირითადში გერმანულ ბილიკს გაჰყვა.

რას აკეთებს ჰალილოვიჩი "ჰამბრურგში", ამის მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. ფაქტია, მას ვერანაირი სარგებლობა ვერ მოაქვს გუნდისათვის. და მაინც, ცალკეულ პერსონებში მთავარ დამნაშავეს ვერ ვიპოვით.

მთავარი დამნაშავეები შეფობაში უნდა ვეძებოთ. იქნებ, ჯობდეს, გუნდი გავარდეს? გავარდეს, რაღაც გადააფასოს და მერე დაბრუნდეს. ეს ჩვენი ვარაუდია, მაგრამ აბა, "ჰამბურგის" ქომაგებს ვკითხოთ - მათ ჯილას ხომ არასოდეს დაუტოვებია ბუნდესლიგა...

ახლა მეორე გამოცანა: გერმანიის ჩემპიონატში ეს გუნდი მეთექვსმეტე ადგილზეა. ამ ადგილზე გასული გუნდი სეზონის ბოლოს უძლიერესთა რიგებს დატოვებს და მეორე ბუნდესლიგაში გადაინაცვლებს.

არადა, ეს გუნდი არის გერმანიის ოთხგზის ჩემპიონი, თასის ექვსგზის მფლობელი, თასების თასის მფლობელთა თასის გამარჯვებული... ამასაც გამოიცნობთ - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პოპულარული კლუბი გერმანიაში, ბრემენის "ვერდერი".

ამ შემთხვევაშიც დანმაშავე კლუბის მმართველობაში უნდა ვეძებოთ. მას შემდეგ, რაც კლუბისა დათომას შააფის ხანგრძლივზე ხანგრძლივი თანამშრომლობა დასრულდა, "მუსიკოსებს" არ ჰყოლიათ ხეირიანი მწვრთნელი.

ახლები მოდიან, წამით თითქოს, გამოასწორებენ სიტუაციას და მერე გუნდი ისევ უფსკრულში ეშვება. მაგალითად ბოლო ორი მწვრთნელის დასახელებაც კმარა. ვიკტორ სკრიპნიკმა კარგად დაიწყო და ძალიან ცდად დაასრულა.

ვინ არის კლუბის ამჟამინდელი დამრიგებელი, ირანული წარმოშობის გერმანელი, ალეკსანდერ ნური? ის "ვერდერის" დუბლებში იყო, მერე რამდენიმე გუნდში ითამაშა. დაიწყო სამწვრთნელო კარიერა და განსაკუთრებული აქაც არაფერი.

რბილად რომ ვთქვათ, შემადგენლობა იდეალური არ არის. კლაუდიო პისაროს დრო კარგა ხანია, წავიდა. ზლატკო იუნუზოვიჩს სტაბილურობა აკლია. დაცვაში თითქმის არის კვალიფიციური ფეხბურთელი. გუნდი ძალიან ბევრს უშვებს და ეს გასაკვირი სულაც არ არის.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "თეთრ ყვავად" მოსჩანს გუნდში, სერჟ გნაბრია. "არსენალიდან" წამოსული ფეხბურთელი გუნდში ყველაზე კლასიანია. ის ძალიან ბევრს ცდილობს, მაგრამ მარტო გნაბრის კი არა, მასზე გაცილებით ძლიერ ფეხბურთელებსაც გაუჭირდებათ.

ეჭვგარეშეა, "ვერდერის" მიზანი წლეულს მხოლოდ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება. არსებული რესურსით ეს ძალიან გაჭირდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
გოჩოლეიშვილმა "ბაიერთან" შეუცვლელად ითამაშა - "ჰამბურგი" დამარცხდა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
"ჰამბურგი" გამოსყიდვას არ გეგმავს - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" დაბრუნდება