პულიშიჩი "ლივერპულში", ვერატი "ჩელსიში", ლუკაკუ?
იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, ინგლისურ მედიაში კი კარგა ხანია, დაიწყო სპეკულაცია სამომავლო ტრანსფერების შესახებ.

ჩელსი

ლონდონის "ჩელსი" მარკო ვერატისთვის ბრძოლაში ფავორიტია. 24 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა შესაძლოა, "პარი სენ-ჟერმენი" დატოვოს. ანტონიო კონტე მას "სტემფორდ ბრიჯზე" ეპატიჟება.

ვერატის შეძენით იტალიური გრანდები "იუვენტუსი", "ინტერი" და "მილანიც" დაინტერესებულნი არიან, მაგრამ "ჩელსიზე" სარფიანი წინადადების შეთავაზება იტალიელებს გაუჭირდებათ. ვნახოთ, რას მოიფიქრებს თავად ფეხბურთელიც. ამასობაში, "ჩელსი" მზად არის სესკ ფაბრეგასის მსურველებისგან წინადადებები მოისმინოს. ესპანელს ევროპაში სურს დარჩენა და მისთვის აზიური ვარიანტი გამოირიცხა.

კონტე დაცვის გაძლიერებასაც აპირებს და ოთხკაციანი სიაც შეუმუშავებია. პირველ ადგილზე რომ "იუვენტუსის" 29 წლის უკანახაზელი ლეონარდო ბონუჩია, ყველას მოეხსენება. გარდა ამისა, "შორთლისტში" შევხვდებით "მილანის" 21 წლის ტალანტ ალესიო რომანიოლის, "რომას" 23 წლის მცველ ანტონიო რუდიგერსა და ასევე 23 წლის მაიკლ კინს, რომელსაც "ბარნლიში" აქვს პროგრესი.

ევერტონი

მემფის დეპაიმ კარიერა შესაძლოა, "ევერტონში" გააგრძელოს. 22 წლის ჰოლანდიელი არათუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადში, არამედ გუნდის განაცხადშიც ვეღარ ხვდება და ფაქტია, რომ ჟოზე მოურინიო მასზე დიდ იმედებს არ ამყარებს. "კანფეტებს" კი იანვარში დეპაის იჯარით აყვანა უნდათ, ზაფხულში გამოსყიდვის პერსპექტივით. ამ მიმართულებით მუშაობა მერსისაიდელებს უკვე დაუწყიათ.

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ რომელუ ლუკაკუს მასშტაბები და ამბიციები იმაზე დიდია, ვიდრე კლუბის და თუ ბელგიელს პოტენციალის სრულად გამოვლენა სურს, ერთ დღესაც გუნდი უნდა დატოვოსო…. შესაძლოა, ეს განცხადება ობიექტურია და ბევრი დავეთანხმოთ, მაგრამ რამდენად მოეწონებათ ის მერსისაიდელთა ფანებს?

სავარაუდოდ, დიდად კმაყოფილი არც უფროსობა დარჩება, რომელიც ლუკაკუს ახალ გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობს, რადგან 23 წლის ბელგიელი დიდი ხნით დაიბევოს, ან მერე კოლოსალურ თანხად გაყიდოს. "მე მას მივეცი გარანტია, რომ ამ წუთისთვის "ევერტონში" დარჩენა მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. თუმცა რა მოხდება მომავალ ზაფხულს არავინ იცის" - განაცხადა 53 წლის კუმანმა.

ლუკაკუ "კანფეტებმა" 2014 წლის ზაფხულში 28 მილიონი გირვანქის სანაცლოდ გამოისყიდეს, ეს კლუბის სარეკორდო ტრანსფერია. მოქმედი შეთანხმებით ლუკაკუ ლივერპულურ კლუბთან 2019 წლის ივნისამდეა დაკავშირებული.

მას "ევერტონის" მაისურით 68 გოლი აქვს გატანილი 137 შეხვედრაში. პრემიერლიგაში დაგროვილი 50 გოლით კი იგი "გუდისონ პარკის" ბინადართა მესამე ბომბარდირია ტიმ კეჰილისა (56) და დანკან ფერგიუსონის (60) შემდეგ, რომლებსაც სავარაუდოდ ,ამ სეზონში გადაასწრებს.

ლივერპული

"ლივერპული" კრისტიან პულიშიჩს არ ეშვება და როგორც გერმანულ-ინგლისური მედია წერს, მერსისაიდელები 18 წლის ამერიკელის შეძენას იანვარშივე შეეცდებიან. "ენფილდის" მკვიდრები ამის გაკეთებას ზაფხულშიც ფიქრობდნენ და "დორტმუნდს" 12,5 მილიონი ევროც შესთავაზეს, მაგრამ ბორუსიელებმა ყოფილი თავკაცი იურგენ კლოპი უარით გაისტუმრეს.

გერმანულ გუნდში მართლაც უამრავმა ახალგაზრდა ტალანტმა მოიყარა თავი და პულიშიჩი ერთ-ერთი გამორჩეულია, "კლოპომ" ეს ძალიან კარგად იცის და ყველანაირად ცდილობს ამ ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას. როგორც ამბობენ, "ლივერპული" მზად არის ზამთარში 30 მილიონი ევროც კი გადაიხადოს. მიმდინარე ბუნდესლიგაში პულიშიჩმა 8 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს ფეხბურთელი აქო და ადიდა ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა:

"პულიშიჩი საოცრად ნიჭიერია, ამას ადრეც ვამბობდი. თანაც მან საკუთარი თავი გააკონტროლა და სადავეები ხელში აიღო, ბევრს მუშაობს და პროგრესიც სახეზეა. ამერიკაში იშვიათად შეხვდებით ამ ასაკში ასეთ ჩამოყალიბებულ და განსწავლულ მოთამაშეს. მისი პოტენციალი უსაზღვროა" - განაცხადა "კლინსიმ".

სიტი

სერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტის" ფანები დაამშვიდა და აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება "ქალაქელების" რიგებში. ბოლო დროს არგენტინელს მადრიდის "რეალს" უკავშირებენ, მაგრამ 28 წლის თავდამსხმელმა თქვა, რომ თუ ოდესმე "სიტის" დატოვებს, მაშინ მშობლიურ კლუბ "ინდეპენდიენტეში" კარიერის დასასრულებლად გადავა.

მანჩესტერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ამბობს, რომ ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს "ოლდ ტრაფორდზე" თავისი ოცნების ახდენაში.

იგი "ოცნებების თეატრზე" დიდი ხნით აპირებს დარჩენას და შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს. 27 წლის სომეხი "წითელ ეშმაკებში" 26 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ "დორტმუნდიდან" გადაბარგდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ნდობით ჯერჯერობით, ვერ სარგებლობს. ბორუსიელებმა მისი უკან დაბრუნების სურვილიც გამოთქვეს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მხითარიანს სხვა გეგმები აქვს.

ტოტენჰემი

ლონდონის "ტოტენჰემმა" უგო ლორისს განუცხადა, რომ თუ კლუბთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, შეთავაზებულ ხელფასს უნდა დათანხმდეს. "დეზებს" თავისი სახელფასო სტრუქტურა აქვთ და კოლოსალური ჯამაგირის არავის გადაუხდიან, რომ სიტუაცია არ აირიოს და სისტემაც არ შეიცვალოს.

ასე რომ, მოთამაშეებს ახლო მომავალში განსაკუთრებული ხელფასების იმედი არ უნდა ჰქონდეთ და პრივილეგირებული თვით ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურაც არ იქნება,როგორიც 29 წლის ფრანგი გოლკიპერია.

ვესტ ბრომვიჩი

ტონი პულისმა თავისი კომენტარებით "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" მფლობელს, გუჯუან ლაის აგრძნობინა, რომ ზამთარში შემადგენლობის გაძლიერება სურს და ტრანსფერებისთვის გარკვეული ბიუჯეტის გამოყოფას ელის. "ვესტ ბრომვიჩის" ერთ-ერთი სამიზნე "ლივერპულის" მცველი მამადუ სახო იქნება, რომლის შეძენასაც "ალბიონი" ვერ გაწვდება, მაგრამ იჯარით მისი აყვანა რეალურია.

26 წლის უკანახაზელს ტრავმის გამო ძალიან დიდი დრო გაუცდა და, თითქოს, "ენფილდზე" მომავალი აღარ აქვს, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც იურგენ კლოპმა უნდა თქვას, რომელსაც დაცვაში საქმე იდეალურად ვერ დაულაგებია. თუკი ამჟამინდელ "ლივერპულს" სუსტი წერტილი აქვს, პირველ რიგში, სწორედ უკანა ხაზში.

ბარნლი

"ბარნლის" მმართველი მაიკ გარლიკი ფანებს შემადგენლობის გაძლიერებას ჰპირდება. მისი თქმით, კლუბი აუცილებლად უნდა დარჩეს პრემიერლიგაში და შონ დაიჩის ამჟამინდელი შედეგებითაც კმაყოფილია, მაგრამ სეზონი გრძელია და ახალი მოთამაშეები არ გვაწყენდაო. თუმცა გარლიკმა ისიც დაამატა, ბევრ ტრანსფერსაც ნუ დაელოდებით, აქცენტს ხარისხზე გავაკეთებთ და არა რაოდენობაზეო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მენატრები, ჯადოქარო" - ლუკაკუმ კვარაცხელიას მიმართა [PHOTO]
ოფიციალურად: პულიშიჩი "მილანის" ფეხბურთელია
La Gazzetta dello Sport: არც რასპადორია "კვარა" და არც ლუკაკუა ოსიმენი, ამიტომაა "ნაპოლი" უნაყოფო
აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
ვერატის ევროპაში დაბრუნება სურს და პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან
ვერატი: პსჟ სწორედ ამის გამო დავტოვე
"ვინისიუსი მეტოქეებს საშინელ რაღაცებს ეუბნება" - სერხიო აგუერო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"მილანი" გუნდის ერთ-ერთ ლიდერს კონტრაქტს გაუგრძელებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"თუ ეს მოხდა, სასქესო ორგანოს მოვიჭრი" - აგუეროს დადებული პირობა სოციალურ ქსელში მთავარი სახალისო თემაა
"ალ არაბი" მარკო ვერატის დამატებასთან ახლოსაა
პულიშიჩმა გიგანტური თევზი დაიჭირა, შემდეგ კი ზედ დაახტა [VIDEO]
"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო
"ზენიტის" "ლიონთან" გამარჯვება და უხვგოლიანი "ვალენსია"-"ჩელსი" [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მარკო ვერატიც საუდის არაბეთს მიაშურებს
ვერატი იანვარში შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს" - სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა
"სადაც ყველაფერი იწყებოდა" - "დორტმუნდმა" კლოპისა და პულიშიჩის ფოტო გამოაქვეყნა
აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა
მარკო ვერატი "ალ არაბიში" გადავიდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"მილანის" თავდამსხმელი წელს ვერ ითამაშებს
"ატალანტას" დამარცხების შემდეგ ლუკაკუმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა