ბალანსში სხვაობა შესამცირებელია გამარჯვება ათეულს დაგვიბევებს
საქართველოს ნაკრები ხვალ, ვაკის სტადიონზე ნოემბრის ტესტების პირველ მატჩს იაპონიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. გუშინ კი, "ბორჯღალოსნებმა" ღია ვარჯიში ჩაატარეს.

იაპონიასთან მატჩში 100-იანთა კლუბს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან კვირიკაშვილი და კაჭარავა, რომელთა ანგარიშზე დღესდღეისობით 95-95 კეპია. ამასთან ერთად, კვირიკაშვილი 743 ქულით "ბორჯღალოსანთა" საუკეთესო მექულეა.

ნაკრებს მამუკა გორგოძე უკაპიტნებს, რომელსაც აქამდე ეს პატივი 8-ჯერ ერგო. გამარჯვების შემთხვევაში "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რეიტინგში ფიჯის ნაკრებს გაუსწრებენ და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მოწინავე ათეულში შევლენ, რაც უდიდესი მიღწევა იქნება. ჩვენს გუნდს 9-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს და სიმბოლური იქნება, თუ ზედიზედ მეათე გამარჯვებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევალთ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე იაპონიის ნაკრებთან ოთხჯერ გვითამაშია და მხოლოდ ერთხელ მოვიპოვეთ გამარჯვება. ბალანსში სხვაობა შესამცირებელია, რასაც ჩვენი გუნდი შაბათს, ვაკის სტადიონზე 15 საათიდან შეეცდება.

საქართველო-იაპონია

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. მამუკა გორგოძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ბექა ბიწაძე

16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ანზორ სიჭინავა

იაპონია: 15. კოტარო მაცუშიმა, 14. ლომანო ლემეკი, 13. ტიმოთი ლაფაელე, 12. ჰარუმიში ტატეკავა, 11. კარნე ჰესკეჩი, 10. ჰიკარე ტამურა, 9. ფუმიაკი ტანაკა. 1. სატროში ნაკატანი, 2. შოთა ჰორი, 3. ეიშირო იტო, 4. კოტარე იატაბე, 5. კიოსუკე კაჯიკავა, 6. მალგენე ილაუა, 7. შუნსუკე ნუნომაკი, 8. ამანაკი მაფი

16. ტაკეში ჰინო, 17. მასატაკა მიკამი, 18. იასუ იამაჯი, 19. სამუელა ანისე, 20. უვე ჰელუ, 21. კეისუკე უჩიდა, 22. ამანაკი ლოტოაჰეა, 23. კენკი ფუკუოაკა

12 ნოემბერი

იტალია-ახ.ზელანდია

ინგლისი-სამ.აფრიკა

შოტლანდია-ავსტრალია

უელსი-არგენტინა

ტონგა-ურუგვაი

რუმინეთი-აშშ

საფრანგეთი-სამოა

ირლანდია-კანადა

ბარბაროსები-ფიჯი

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა