ცნობილი ქართველი და უცხოელი სპორტსმენები, რომლებმაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში შეაბიჯეს
ცნობილია, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. როგორც ამ დროს არის მიღებული, მასზე ათასგვარი ამბავი ამოქექეს და ბევრი უცნობი თუ კარგად დავიწყებული ამბავი გახდა ცნობილი. არა მხოლოდ ის, რომ პორნოვარსკვლავმა 10 წლის წინანდელი ეგზოტიკური ამბავი გაუხსენა - ჩემი ცდუნება სურდაო.

თურმე, თავის დროზე, ტრამპი ფეხბურთით იყო გატაცებული და ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიაში თამაშობდა, ოღონდ, რამდენად სერიოზულად - ძნელი სათქმელია. მაგრამ ფეხბურთიდან პოლიტიკაში წასვლა რომ იშვიათი ამბავი არ არის, ესეც ვიცით. მსოფლიოში არსებობს არაერთი მაგალითი, როცა კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები პოლიტიკაში მიდიან.

ეს პრაქტიკა უცხო უკვე ჩვენთვისაც აღარ არის. მაგალითად, ახლახან, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნებიდან" ორი მაჟორიტარი დეპუტატი ყოფილი ფეხბურთელი იყო - გლდანში ლევან კობიაშვილი აირჩიეს, ხოლო ნაძალადევში - მიხეილ ყაველაშვილი. მანამდე კი ანალოგიური არჩევანი კახა კალაძემ გააკეთა.

ბევრი მსგავსი მაგალითის მოძიება შეიძლება, როცა ფეხბურთელები პოლიტიკაში ან საზოგადო სარბიელზე გამოჩნდნენ და ამ საქმიანობითაც გახდნენ ცნობილები...

შევჩენკო, პელე, რომარიო და სხვები

მაგალითად, ანდრეი შევჩენკო ლამის უკრაინის გმირის რანგში იყო და ეტყობა, ამან გაარისკინა, რომ 2012 წელს პოლიტიკაში მისვლა ეცადა. მაგრამ დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია და ისევ ფეხბურთს დაუბრუნდა, ახლა კი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

მისი წინამორბედი, ევროპის 1975 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ოლეგ ბლოხინიც უკრაინის რადას წევრი იყო და ორჯერ აირჩიეს - 1998 და 2002 წლებში. ის ჯერ კომუნისტური პარტიის სიით შევიდა პარლამენტში, ხოლო შემდეგ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული (დიეგო მარადონას შემდეგ) პელე ჟურნალ TIme-ის ვერსიით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დასახელდა. 1970 წელს პელე ბრაზილიის სამხედრო დიქტატურის სასამართლომ მემარცხენე ძალებისადმი სიმპათიის ბრალდებით დაჰკითხა. როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ამის მიზეზი პელეს მიერ ხელმოწერილი მანიფესტი გახდა, რომელიც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდა. მაგრამ მაშინდელ პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პელე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას შეუდგა. 1995 წელს, სპორტში გაწეული წვლილისთვის ბრაზილიის ოქროს მედლით დაჯილდოვდა და ქვეყნის პრეზიდენტმა, ფერნანდუ კარდოზუმ, ბრაზილიის ახალგაზრდობის, ტურიზმისა და სპორტის მინისტრად დანიშნა. იყო ასევე გაეროსა და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი. 2012 წელს ედინბურგის უნივერსიტეტისგან მიიღო საპატიო ხარისხი "ჰუმანიტარულ და გარემოს საკითხებში მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე - სპორტული მიღწევებისთვის".

მინისტრობისას, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პელემ წარადგინა წინადადება ბრაზილიურ ფეხბურთში კორუფციის შესამცირებლად, რომელიც "პელეს კანონის" სახელითაა ცნობილი. მან თანამდებობა 2001 წელს დატოვა.

მისი თანამემამულე რომარიო იმ იშვიათ ფეხბურთელებს განეკუთვნება, რომელმაც, პელეს მსგავსად, 1000-ზე მეტი გოლი გაიტანა. მსოფლიოს 1994 წლის საუკეთესო მოთამაშემ 2010 წელს პოლიტიკას მიაშურა და ბრაზილიის კონგრესის ქვედა პალატაში შტატ რიო დე ჟანეიროს წარმომადგენელი გახდა. არჩევნებში მას თითქმის 150 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

ხალხის ნდობის მიღების შემდეგ, ბრაზილიის სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა რომარიომ პირობა დადო, რომ შტატში მცხოვრები ბავშვებისა და გაჭირვებული ოჯახების პირობების გასაუმჯობესებლად იბრძოლებდა. თუმცა, როგორც ოტო ბისმარკი ამბობდა, ადამიანები ყველაზე მეტს არჩევნების წინ, ომის დროს და ნადირობის შემდეგ იტყუებიან...

პოლიტიკის გამო, ემიგრაციაში

ცნობილი ლიბერიელი ფეხბურთელი ჟორჟ ვეა "მონაკოში", პსჟ-ში, "მილანში", "ჩელსიში", "მანჩესტერ სიტისა" და "მარსელში" თამაშობდა. განსაკუთრებით კარგად მან თავი იტალიასა და ფრანგულ კლუბებში წარმოაჩინა. 1995 წელს გახდა პირველი არაევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო "ოქროს ბურთი", ფიფა-მ კი მსოფლიოს წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

2005 წელს ვეამ კენჭი იყარა ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მეორე ტურში დამარცხდა მომავალ პრეზიდენტ ელენ ჯონსონ-სირლიფთან, რომელიც, პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა აფრიკის კონტინენტზე.

ლეგენდარულმა მექსიკელმა ფეხბურთელმა კუატემოკ ბლანკომ კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულა. საუკეთესო წლები მან "ამერიკის" რიგებში გაატარა, რომლის მაისურითაც 153 გოლი გაიტანა. ევროპაში მხოლოდ ესპანური "ვალიადოლიდის" ღირსება დაუცავს. მექსიკის ეროვნული ნაკრების ფორმა ბლანკომ 1995-2014 წლებში 120-ჯერ მოირგო და სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა (1998, 2002 და 2010 წლებში). 2015 წელს ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა და ფეხბურთიდან პოლიტიკაში წავიდა.

ჟოან ლაპორტამ დიდი ფეხბურთიდან წასვლა დიდ პოლიტიკაში გადასვლით აღნიშნა. "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი რეგიონულ არჩევნებზე მისივე პარტიის - "სოლიდარობა კატალონიას" - სახელით მონაწილეობდა.

ჰაქან შუქურის სახელს უკავშირდება "გალათასარაისა" და თურქული ფეხბურთის აღმავლობა. ის ამ ქვეყნის ფეხბურთის ლეგენდაა. გატანილი აქვს უსწრაფესი გოლი (მე-11 წამზე) მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში - ეს 2002 წლის მუნდიალზე მოხდა. არის თურქეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. პოლიტიკურ საქმიანობაში კი 2011 წლიდან ჩაერთო, კენჭი იყარა "სამართლიანობის პარტიის" სახელით და თურქეთის პარლამენტის წევრი გახდა.

თუმცა იქ მხოლოდ 2 წელი დაჰყო. ახლა კი ემიგრაციაშია, რადგან რეჯებ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ მოწყობილ სამხედრო ამბოხში მონაწილეობას აბრალებენ.

ქართული პოლიტელიტა და ფეხბურთი

ასე რომ, არც კახა კალაძე იყო პირველი, ვინც პოლიტიკაში წავიდა, არც კობიაშვილი და არც ყაველაშვილი. საქართველოში მრავალი შემთხვევა ყოფილა, რომ ცნობილი პოლიტიკოსები ფეხბურთთან იკვეთებოდნენ. მაგალითად, წლებია, რაც პოლიტიკაშია მანუჩარ მაჩაიძე - თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი.

ლევან გაჩეჩილაძე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი იყო. ამავე დროს, ყოფილი კალათბურთელის ღვინის კომპანია GWშ რაგბის კავშირის პირველი სერიოზული სპონსორი გახდა და მორაგბეებმა მსოფლიო თასზე პირველად სწორედ მისი თანადგომით გააღწიეს.

ასევე ფედერაციის აღმასკომის წევრი იყო დავით გამყრელიძე და ერთი ხანობა, მისი სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" სფფ-ის სპონსორიც გახლდათ. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ყოფილი წევრია გოგა ხაინდრავაც, ხოლო ბეჟან გუნავა ზუგდიდის "ოდიშის" ყოფილი პრეზიდენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ექსთავკაცი იყო.

რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "გოლის" წამყვანი გახლდათ. მისი ყოფილი თანაპარტიელი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

"ქართული ოცნების" წევრი დავით ლორთქიფანიძე - ვანის საფეხბურთო კლუბის ყოფილი სპონსორი, ფეხბურთის ტურნირების ორგანიზატორი, თავადაც ფეხბურთელი იყო და ვანის "სულორისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველი გახლდათ.

"მრეწველი" გოგი თოფაძე - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ექსპრეზიდენტი, სპორტის ზამთრის სახეობების პრეზიდენტი, პროფესიული ფეხბურთის ლიგისა და ნოდარ ახალკაცის დროინდელი თბილისის "დინამოს" სპონსორი (რა თქმა უნდა, არაოფიციალური) იყო.

ფეხბურთის უდიდესი მოყვარულია საქართველოს კომპარტიის ყოფილი შეფი ჯუმბერ პატიაშვილი.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ხელახლა დაარსდა საფეხბურთო კლუბი "შევარდენი 1906", რაც "ტრადიციონალისტი" აკაკი ასათიანის დამსახურება გახლდათ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ფეხბურთის უდიდესი გულშემატკივარი და "შევარდენი 1906-ის" პირველი საპატიო პრეზიდენტი.

პარლამენტის მომავალი თავმჯდომარეც ფეხბურთთან იყო შეხებაში - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საფეხბურთო გაზეთ "11X11-ის" ჟურნალისტი გახლდათ.

გვახსოვს ყველაზე სპორტული პარტიაც - 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა "საქართველოს სპორტსმენთა კავშირი", რომელშიც თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელები - გია ფირცხალავა, ნუკრი კაკილაშვილი, ლევან ბარათაშვილი, ოთარ კორღალიძე, გურამ ვასაძე, აგრეთვე, ჭიდაობაში ცნობილი მსაჯი - ედიშერ მაჩაიძე გაწევრდნენ.

მაშ, ვინ თქვა, სპორტი და პოლიტიკა შორს არიანო?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევანი
ხორვატია, ბულგარეთი, პოლონეთი
gizog
დიდი კახი ასათიანი დაგავიწყდათ, რომელიც სპორტის მინისტრობიდან კომუნისტების დროიდან ეროვნულმა ხელისუფლებამაც კი არ შეცვალა. მას ხომ მეხიკოში 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებმა ფეხბურთში თავადის ტიტული მიანიჭეს. (პელე ფეხბურთის მეფედან ფეხბურთის ღმერთად აღიარეს) სასიამოვნო იყო მისი ელეგანტური ფეხბურთის ყურება. უფალმა გაანათლოს იმ ქვეყნად მისი სული და დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი.
Zaza
რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია.ევროპაში ერთი ღარიბი ან ჩამორჩენილი ქვეყანა დამისახელეთ,რომელსაც მსოფლიოზე ან ევროპაზე რამე შედეგისთვის მიეღწიოს? პოლიტიკურად და ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებიდან,მხოლოდ სამხრეთ ამერიკის ნაკრები გუნდები აღწევდნენ ადრე წარმატებებს (ისიც იმიტომ,რომ 2 ფეხბურთის მეფე ჰყავდათ.პელე და მარადონა)და მათაც უკვე ღარაფერი გამოსდით...
ვეტერანი
უმრავლესობა სპორცმენთა განათლების დონე ძალიან დაბალია. მათ უბრალოდ ამისათვის დრო არ რჩებათ. როცა ვეუბნები საქართველოში ფუტბოლი ფიფა-ს და უეფა-ს არასწორმა მართვამ და ცუდმა წესებმა მოკლეს თქო, არც გისმენენ რას ვგულისხმობ, თვითონ კი ინტელექტი არჰყოფნით რამეს მიხვდნენ.
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
შოთა არველაძე: ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და მე ეს მომწონს...
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
ვასილ მაისურაძე: ექიმების გამო, 5 წელი ფეხბურთს ჩამოშორებული ვიყავი
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
"მას მსოფლიოს შეცვლა შეუძლია" - რონალდომ ტრამპისთვის გაგზავნილი საჩუქრის მნიშვნელობაზე ისაუბრა
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
[ისტორიის უცნობი ფურცელი] როგორ დაამარცხა საქართველომ გერმანია...
FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება
"ფეხბურთით უკმაყოფილონი ვართ, სხვა სახეობებში პროგრესია"
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
ნოდარ ახალკაცი - დიდი ეპოქის შემოქმედი
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა