ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენელმა თემურ ლეფსაიამ ახსნა, თუ რატომ გაახანგრძლივა ჯანომ "სპარტაკთან" კონტრაქტი

ჯანო ანანიძის წარმომადგენელმა თემურ ლეფსაიამ, რომელიც სააგენტო Innovation Sports Technologies-ის პრეზიდენტია, championat.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც დიდწილად საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველზე ილაპარაკა.

ლეფსაიამ სხვასთან ერთად, იმ მოტივებზეც ილაპარაკა, რის გამოც ჯანომ "სპარტაკში" დარჩენა დიდი ხნით გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ანანიძემ მოსკოვურ კლუბთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2021 წლის 31 მაისამდე გაახანგრძლივა.

"ჯანოს დიდი ხანია ვიცნობ, თანამშრომლობა კი ნახევარი წელია, რაც დავიწყეთ. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. შევხვდით ერთხელ, მეორედ... გავიგე, რა სურდა ჯანოს, მან კი ჩემი საქმიანობის შესახებ შეიტყო. ასე გადავწყვიტეთ თანამშრომლობა.

რა სურს ჯანოს? დარჩეს "სპარტაკის" ისტორიაში ერთ-ერთ ლეგენდად. საამისოდ მას ყველა პირობა აქვს.

ჯანოს "სპარტაკში" დარჩენა სურდა. იგივე უნდოდა კლუბსაც. ფეხბურთელს ჯერ კიდევ ზაფხულის შეკრებაზე აკითხავდნენ და პირს უსინჯავდნენ. ერთი ხანობა ჯანო შეფიქრიანდა და ჩვენც დავუკავშირდით "სპარტაკის" გენერალურ დირექტორს, სერგეი როდიონოვს, რომელსაც შეხვედრაზე შევუთანხმდით. კლუბმა მოამზადა წინადადება. ჩვენ მასში კორექტივები შევიტანეთ, თუმცა პირველსავე პირად შეხვედრაზე ყველაფერზე შევთანხმდით.

ამ შემთხვევაში ფული არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი. საკითხი კონტრაქტის ვადებს, ბონუსებს შეეხებოდა. ჯანო მზადაა, ფული კი არ აიღოს, არამედ - გამოიმუშაოს.

ჯანო სხვა რუსულ კლუბში არ გადავიდოდა. იყო ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებების იანვრიდან დაწყების შესაძლებლობაც. მე ბევრი მირეკავდა, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ინიციატივა არ გამოგვეჩინა იქამდე, სანამ "სპარტაკთან" მოლაპარაკება ჩიხში არ შევიდოდა.

არადა, ევროპაში კონტაქტები მრავლად მაქვს: "რომას" ყოფილ დირექტორ ვალტერ საბატინისთან, ესპანეთში - "ვალენსიასა" და "ვილიარეალთან", "სევილიას" მწვრთნელ ხორხე სამპაოლისთან, პორტუგალიაში - "პორტუსა" და "ბენფიკასთან", - აცხადებს ლეფსაია.

bebeto
ანანიძეს კიდევ მეტი შეუძლია,მიდი ჯანო მიაწექი, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ.
მამუკი რიონელი
მთელი საქართველო შენი კარგი ქართველობით და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით ძალიან ამაყობს, და აბა შენ იცი არ აყვე არაკაცებს და მხოლოდ შენი სამშობლო საქართველო იყოს როგორც ეხლა ისე მუდამ შენი საფიცარი,და ამ ამაგს ღმერთი დაგიფასებს.
jumber
სპარტაკში ბავშვობიდან თამაშობს,თითქმის რვა წელია.წინ კიდევ ბევრი წარმატება ელის.რუსეთის ჩემპიონატის ლიდერის წამყვანი მოთამაშეა,რატომაც არ შეიძლება რომ გახდეს გუნდის ლეგენდა?
giga-s-s
რა შუაშია ქინქლაძე, ლეგენდა როგორ ხდება საერთოდ იცი? და რა კრიტერიუმით ხდება ჯანო ლეგენდა 1 მითხარი.
ჯანო კარგი ფეხბურთელია!
სპარტაკში და რუსულ პრემიერ ლიგაში ეწ ჩამქრალი ლეგენდები ასპარეზობენ მაგ. რ.კარლოსი, ეტოო, მოქლედი ლეგენდა მე მანდ არ მინახია ისე ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგრამ რუსეთის ლიგა უეშია და ისედაც ტრამვისკენ მიდრეკილ ჯანოს არ ურჩევდი ინგლისი გერმანია ან ჰოლანდის ლიგაში ასპარეზობა ჯობია
giga-s
ქართველი? მაგალითად ქინქლაძე. მე არა, ბრიტანელები იძახიან .
giga-s-s
შენ წარმოიდგინე ვიცი და შენი კითხვიდან გამომდინარე შენზე უკეთაც. თავად თუ იცი 1 გუნდის ლეგენდა რას ნიშნავს აბა?
giga-s
იცი მაინც ფეხბურთი რა სპორტია?
bavaria
სწორი არჩევანი გააკეთა, იქ ყოფნა სჯობია, სადაც უყვარხართ და გაფასებენ, ფაქტია, რომ ჯანო როგორც კი ათამაშდა, სასტარტოში ადგილი გარანტირებული აქვს, სპარტაკმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჯანო ათამაშებულიყო და მიაღწია კიდეც ამას. ამ ყველაფრის არდანახვა და არშეფასება უმადურობა იქნებოდა მისი მხრიდან, საღოლ ჯანოს, ყველაფერთან ერთად კაი კაციც ყოფილა.
qar
დაღუპავს ეს კაცი ჯანოს, იმიტომ რომ მატყუარა და ფლიდია აშკარად. ჯანოს კი წარმატებები. სად გადაეყრებიან ხოლმე ეგეთებს ჩვენი ფეხბურთელები.
elguja
ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს...
შოდა
რამ გაგამწარა ჩემო გიგა ასე? შენს ადგილზე წარმატებებს ვუსურვებდი.
giga
ლეგენდა არა იხვის ტოლმა. ეგეთი თამაშით.
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ლეფსაია: ხვიჩას რომ ეთამაშა, საქართველო მაკედონიას უეჭველი დაამარცხებდა - მაშინ მეტი სერიოზული შეთავაზება ექნებოდა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
კვარაცხელიათი ლა ლიგის გრანდი დაინტერესდა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ლეფსაია: კვარაცხელიას მცველი როგორ გააჩერებს, როდესაც თავად არ იცის, რას მოიმოქმედებს
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
“კოდორის ხეობაში გაყინული გვამები გვხვდებოდა, ღია ცის ქვეშ ვათევდით ღამეებს… ბაბუა აფხაზეთში დარჩა და იმავე, 1993 წელს დახვრიტეს” - თემურ ლეფსაიას ინტერვიუ
თემურ ლეფსაია:
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
ანანიძის აგენტი: ჯანო დღეს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტს არ გააფორმებს