დღის მიღწევები და სტატისტიკა
"ბოსტონის" გამთამაშებელი აიზია ტომასი მესამე მოთამაშე გახდა კლუბის ისტორიაში, ვინც სეზონის პირველ 10 მატჩში მინიმუმ 20 ქულა დააგროვა. ასეთი სერიით, აქამდე დიდების დარბაზის წევრები კევინ მაკჰეილი და სემ ჯონსი დაიკვეხნიდნენ.

"კლიპერსმა" "ბრუკლინთან" მატჩის პირველ ტაიმში 71 ქულა დააგროვა. ასე რომ, კალიფორნიული კლუბი ერთადერთია ამ სეზონში, რომელმაც ორი მატჩში შეძლო პირველ ტაიმში 70 ქულამდე ასვლა.

ფანტასტიკური მაჩვენებელი ჰქონდა "კლიპერსის" სამეულს - ბლეიკ გრიფინს, კრის პოლსა და ჯეი ჯეი რედიკს. მათი ეფექტურობის კოეფიციენტი პირველ მეოთხედში +28 იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ 12-წუთეულში მათი მოედანზე ყოფნის დროს, კალიფორნიელებმა მეტოქეზე 28-ით მეტი ქულა დააგროვეს.

"ნიუ ორლეანმა" "ბოსტონი" დაამარცხა, რითაც პირველი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე. "პელიკანების" ლიდერმა ენტონი დევისმა შეხვედრა 25 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა. ფორვარდს უკვე მეოთხე მატჩი ჰქონდა სეზონში მსგავსი სტატისტიკით.

"დეტროიტმა" საკუთარ არენაზე მოუგო "ოკლაჰომას". ეს ზედიზედ მეხუთე საშინაო მოგება იყო "პისტონზისთვის" შინ და ის ერთადერთი გუნდია, რომელსაც საკუთარ მოედანზე წაგება არ აქვს.

40 წლის განმავლობაში, ვერც ერთი კალათბურთელი ვერ აგროვებდა სეზონის პირველ ათ მატჩში 300-ზე მეტ ქულას და 100-ზე მეტ შედეგიან გადაცემას, წელს კი ასეთი რამ ორმა კალაბურთელმა შეძლო.

ორი დღის წინ, ასეთი სტატისტიკა შეაგროვა რასელ უესტბრუკმა, გუშინ კი იგივე გაიმეორა "ჰიუსტონის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა.

"ფილადელფიასთან" მატჩის პირველ მეოთხედში ჰარდენმა 23 ქულა დააგროვა. ჰიუსტონელმა თამაშიდან რვაჯერ ისროლა და ყველა ჩააგდო. ეს ჰარდენის პირადი რეკორდია.

"ინდიანასა" და "ორლანდოს" მატჩში (88:69) მაყურებელი მხოლოდ 157 ქულის მოწმე გახდა (მეოთხე მეოთხედში მხოლოდ 29). წლევანდელ სეზონში ასეთი დაბალი შედეგიანობის მატჩი ჯერ არ ყოფილა.

კვირის მოთამაშეები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო კალათბურთელები დაასახელა.

აღმოსავლეთის ლაურეატი გახდა "ტორონტოს" მცველი დემარ დეროზანი. გასული კვირის სამ მატჩში "რეპტორზმა" სამივე მოიგო და დეროზანის წვლილი ამ გამარჯვებებში იყო - საშუალოდ, 34.7 ქულა (თამაშიდან რეალიზაცია - 53 პროცენტი). აღვნიშნავთ, რომ დეროზანმა გაიმეორა მაიკლ ჯორდანის 20 წლის წინანდელი მიღწევა - სეზონის პირველი ცხრა მატჩიდან რვაში, მინიმუმ 30 ქულა დააგროვა.

დასავლეთი კონფერენციის საუკეთესო მოთამაშე გახდა "ჰიუსტონის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი. ტექსასურმა გუნდმა სამიდან ორი მატჩი მოიგო, ჰარდენი კი ახლოს იყო საშუალო სამმაგ დუბლთან - 27.0 ქულა, 14.3 პასი და 9.7 მოხსნა.

ინდიანა-ორლანდო 88:69

16:19, 25:18, 30:20, 17:12

ი: მაილზი (16), ელისი (13), ჯორჯი (13), ტიგი (11+8 მოხსნა), იანგი (11), სერაფინი (6+10 მოხსნა).

ო: ფურნიე (14), პეიტონი (12+7 მოხსნა), გორდონი (11), იბაკა (6+13 მოხსნა), ვუჩევიჩი (2+12 მოხსნა).

ნიუ იორკი-დალასი 93:77

15:23, 21:16, 31:12, 26:26

ნ-ი: ენტონი (24), პორზინგისი (24+11 მოხსნა), ჰოლიდეი (16).

დ: ბარნსი (20), ბარეა (17).

დეტროიტი-ოკლაჰომა 104:88

28:25, 31:22, 19:21, 26:20

დ: ჰარისი (22), ბეინსი (20+8 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (17), სმიტი (11), უდრიხი (10).

ო: უესტბრუკი (33+15 მოხსნა+8 პასი), გრანტი (11), კანტერი (10), ადამსი (4+11 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ბოსტონი 106:105

27:26, 29:25, 28:23, 22:31

ნ-ო: დევისი (25+16 მოხსნა), ჰელოუეი (21), ჯონსი (15+10 მოხსნა), ფრეიზერი (10+6 პასი).

ბ: ტომასი (37+7 პასი), ბრედლი (19+10 მოხსნა), სმარტი (15).

ჰიუსტონი-ფილადელფია 115:88

38:26, 27:26, 28:16, 22:20

ჰ: ჰარდენი (33+7 მოხსნა+9 პასი), არიზა (17+8 მოხსნა), გორდონი (16), ნენე (13), კაპელა (8+13 მოხსნა+5 დაფარება).

ფ: ემბიდი (13+10 მოხსნა), ილიასოვა (13), სტაუსკასი (12), ჰენდერსონი (11), შარიჩი (11).

სან ანტონიო-მაიამი 94:90

25:19, 30:21, 16:20, 23:30

ს-ა: ლენარდი (24+12 მოხსნა), ოლდრიჯი (18), პ. გასოლი (12+8 მოხსნა), პარკერი (11+6 პასი), მილზი (10).

მ: უეიტერსი (27), უაიტსაიდი (23+17 მოხსნა), ჯონსონი (11+8 მოხსნა+6 პასი).

იუტა-მემფისი 96:102

25:33, 23:23, 22:17, 26:29

ი: ინგლსი (20), ლაილსი (18), მაკი (17), ჰეივორდი (13).

მ: მ. გასოლი (22), კარტერი (20+7 მოხსნა), რენდოლფი (18+10 მოხსნა), კონლი (18+7 პასი).

კლიპერსი-ბრუკლინი 127:95

39:14, 32:33, 28:18, 28:30

კ: პოლი (21+9 პასი+ჩაჭრა), გრიფინი (20+6 პასი), რედიკი (18), კროუფორდი (17), ფელტონი (11), მბა ა მუტე (11), ჯორდანი (7+14 მოხსნა).

ბ: ბოგდანოვიჩი (18), კილპატრიკი (14), ფერელი (13), მაკალოუ (13).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. კლივლენდი 9 8 1 88.9

2. ატლანტა 9 7 2 77.8

3. ტორონტო 9 7 2 77.8

4. შარლოტი 9 6 3 66.7

5. ჩიკაგო 10 6 4 60.0

6. მილუოკი 9 5 4 55.6

7. დეტროიტი 11 6 5 54.5

8. ბოსტონი 10 5 5 50.0

9. ინდიანა 11 5 6 45.5

10. ნიუ იორკი 10 4 6 40.0

11. ბრუკლინი 10 4 6 40.0

12. ორლანდო 11 4 7 36.4

13. მაიამი 9 2 7 22.2

14. ვაშინგტონი 9 2 7 22.2

15. ფილადელფია 10 1 9 10.0

დასავლეთი

თ მ წ %

1. კლიპერსი 11 10 1 90.9

2. გ. სტეიტი 10 8 2 80.0

3. სან ანტონიო 11 8 3 72.7

4. პორტლენდი 11 7 4 63.6

5. ჰიუსტონი 10 6 4 60.0

6. იუტა 12 7 5 58.3

7. ოკლაჰომა 11 6 5 54.5

8. ლეიკერსი 11 6 5 54.5

9. მემფისი 10 5 5 50.0

10. საკრამენტო 11 4 7 36.4

11. მინესოტა 9 3 6 33.3

12. დენვერი 10 3 7 30.0

13. ფინიქსი 11 3 8 27.3

14. დალასი 9 2 7 22.2

15. ნ. ორლეანი 11 2 9 18.2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]