რაფა და ტიაგო ალკანტარას ისტორიები
ისააკ კუენკა, კრისტიან ტელიო, ჟერარდ დეოლოფეუ - ეს იმ ნიჭიერი ბიჭების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სხვადასხვა დროს "ბარსელონას" პირველ გუნდამდე მივიდნენ, მერე კი სხვა კლუბებში ჩაიკარგნენ.

ყველა მათგანის საფეხბურთო გზა იწყებოდა ცნობილ "ლა მასიაში". თითოეულ მათგანს უყვარდა კატალონია და აღტაცებული იყო იოჰან კრუიფით. და მაინც, ისინი დარჩნენ სადღაც ელიტასა და საშუალო კლასს შორის.

კუენკა ხშირად იცვლის ლიგებს, ამ სეზონში კი "გრანადასთან" ერთად ბოლო ადგილსაა გაშინაურებული პრიმერაში. ტელიომ გაიკეთა ორი შესამჩნევი ტატუ. ორი სეზონი იყო "პორტუში", საბოლოოდ, კი "ფიორენტინაში" დამკვიდრდა. კიდევ ერთი ბარსელონელი, ხეფრენი სულაც ბელგიურ "ეუპენში" წავიდა. დეოლოფეუ "ევერტონის" სათადარიგოთა სკამზე ზის.

"ბარსელონას" დონემდე კვლავ აღზევების შანსი ამ ბიჭებიდან არავის აქვს. შესაძლოა, მხოლოდ დეოლოფეუს ჰქონდეს და ესეც ძალიან საეჭვოა. კიდევ ერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, მაგრამ პედრო გრანდშია - "ჩელსიში".

სხვაა ძმების, ტიაგო და რაფაელ ალკანტარების მაგალითი. ისინი ასაკით იმ ბიჭებთან არიან ახლოს, ზემოთ რომ ჩამოვთვალეთ, საფეხბურთო ინტელექტით კი - პიკესთან, ბუსკეტსთან და ფაბრეგასთან. ძმები არასოდეს იყვნენ "ბარსელონასთვის" მხოლოდ სათადარიგოთა სკამის შემვსებნი.

თავის დროზე ტიაგომ ვერ გაუძლო უდიდეს კონკურენციას და იმისათვის, რომ სისტემატურად ეთამაშა, "ბაიერნში" წავიდა. ვიდალთან და ჩაბი ალონსოსთან ერთად ის დღეს შეუცვლელია მიუნხენურ გრანდში.

ახლა მოვუსმინოთ ფეხბურთელების მამას, ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს, მაზინიოს. "მე მინდა, რომ ტიაგო "ბარსელონაში" დაბრუნდეს. მას ამ კლუბის სისხლი აქვს. პეპმა თავის დროზე ის იმიტომ წაიყვანა "ბაიერნში", რომ არა მხოლოდ "ტიკი-ტაკა" იცის, არამედ იმადაც, რომ შესანიშნავად იყენებს გრძელ გადაცემებს. მას შეუძლია საგოლე პასი გააკეთოს მინდვრის ყველა წერტილიდან".

ბავშვობაში ძმები, ტიაგო და რაფინია სალაღობოდ თამაშობდნენ ფეხბურთს. ეს გასაკვირი სულაც არ იყო - ფეხბურთელების დედა ვალერია პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, მამაზე უკვე ვთქვით. მაზინიო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1994 წელს.

რაფინიამ სანაკრებო ასპარეზად ბრაზილია აირჩია. ეს შემთხვევითი სულაც არ იყო. ძმისგან განსხვავებით ის უფრო ხშირად ჩადიოდა მამის სამშობლოში. რაფინია ბავშვობიდან ბევრს ხუმრობდა. მამამ ბიჭს ჭკუა ასწავლა. 12 წლის რაფინია ლა მასიაში გასინჯეს. მაშინ მამამ ბიჭს უთხრა, რომ ის ვერ მოხვდა რჩეულთა შორის. ტიაგომ იცოდა, რომ მის ძმას გაუმართლა, მაგრამ მამასთან პირი შეკრა, შორს გავიდა და ისე იცინოდა.

საინტერესოა, რომ რაფინიამ თამაში მეკარის პოზიციაზე დაიწყო. "მე ძალიან მომწონდა მაღალი გეტრები. მეკარის ხელთათმანები... ჩემი კუმირები იყვნენ დიდა და კლაუდიო ტაფარელი." - იხსენებს რაფინია ფა ამბობს, რომ მამის დროინდელ "სელტაში" ყველაზე მეტად ფრანგი მეკარე, რიშარ დუტრუელი მოსწონდა.

შემთხვევითი არ არის, რომ რაფინიამ "სელტაში" ითამაშა. მაშინ გუნდს ლუის ენრიკე წვრთნიდა. თუ ტიაგოს მწვრთნელი გვარდიოლაა, რაფინიასათვის ძალიან ბევრი გააკეთა ლუის ენრიკემ. სწორედ მან მისცა ნიჭიერ ფეხბურთელს "სელტაში" სათამაშო პრაქტიკა.

რაფინიამ წელს ძალიან არგო "ბარსელონას". როცა მესი ტრავმას იშუშებდა, ნეიმარი ჭირვეულობდა, ხოლო პაკო ალკასერი აგრძელებდა მზესუმზირის ჭამას, ის კარგად ჩაეწერა გუნდში.

"ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ფეხბურთი და "ბარსელონა". ჩემი ძმა შესანიშნავი ფეხბურთელია. თქვენის ნებართვით ახლა ერთ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა. ბავშვობაში ტიაგო ჩემზე ბევრად მაგარი იყო. მას ბურთთან ერთად წარმოუდგენელი რამეების გაკეთება შეეძლო." - ეს რაფა ალკანტასას სიტყვებია.

"ბარსელონას" გულშემატკივარს ის ძალიან უყვარს. "ეს ბიჭი ცეცხლს აფრქვევს" - ასე ამბობენ ისინი. ალბათ, რაფინიას მთავარი სიძლიერე ბურთის შესანიშნავი ფლობაა. მისი ფინტები და პასის კულტურა, რომელიც არავიში აგერევა.

ზოგადად, ძმები ძალიან პოზიტიური ადამიანები არიან. მათ უყვართ მუსიკა და ხუმრობა. კაცს ვერ ნახავთ, ტიაგოსა და რაფაზე ცუდი რამ თქვას.

"ჩვენი მიზანია, დიდხანს ვითამაშოთ ფეხბურთი და ამით სიამოვნება მივანიჭოთ ხალხს. ვფიქრობ შეგვიძლია, ეს მაღალ დონეზე გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი დევიზია, ვიაროთ სულ წინ და წინ.

რაც შეეხება ერთად თამაშს, ეს შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ დღეს მე "ბარსელონაში" ვთამაშობ, ტიაგო კი "ბაიერნში." ამ დროისათვის ასეა და რა იქნება მომავალში, ამას ყველანი ერთად ვნახავთ." - ამბობს რაფინია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს
"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა
"ჭიქისთვის რომ დამეხედა, რა თქმა უნდა, ხელში არ ავიღებდი" - "ტოტენჰემის" მწვრთნელმა თავი იმართლა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მორჩილაძე ხორვატიული გუნდის ფეხბურთელი გახდა
"რეალის" მეკარე შეიძლება "ტოტენჰემში" გადავიდეს
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
"ჭიქისთვის რომ დამეხედა, რა თქმა უნდა, ხელში არ ავიღებდი" - "ტოტენჰემის" მწვრთნელმა თავი იმართლა
იქნება თუ არა მსუბუქი ტრავმის შემდეგ დღეს ხვიჩა ძირითადში - ფრანგული მედიის ვარაუდი
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი 9-15 იანვარს დიღმის არენაზე ჩატარდება
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"რეალის" დიდი დანაკლისი - მბაპე სუპერთასზეც არ იქნება
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "სტრასბურგს" კვლავ ინგლისელი გაწვრთნის
ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
ოფიციალურად: გიორგი ზარიამ "კაირატი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" თასზე თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ტიაგო ალკანტარამ "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი გუნდში მისვლიდან 1 თვეში დატოვა
ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: რაფინირებული რაფინია
ტიაგოს ძმა რაფინია: ფესვები და არა მხოლოდ
საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ტიაგო: მეზიზღება თანამედროვე ფეხბურთი...
ლიონელ მესის ტორპედო "წყალქვეშა ნავს", მამა-შვილი პიკეები და ჩერიშევები
ვიგოს "სელტას" ახალწვეული: ტიაგოს ძმა რაფაელი
ᓙᕐᓢᕐᓚᓝᓜᕘᕣᓠᓘ ᓠᓔᓕᕝᓚᕣᓪᕘᕐ: ᓠᓝᓒᕝᓠᓘ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ ᓚᕣᓘᓡ ᓔᓜᓠᕘᓙᕔᓡ "ᓑᕐᓠᓡᕐ"?
ტიაგო ალკანტარა "ლივერპულს" დიდი ხნით გამოაკლდა
2020 წლის საუკეთესო გუნდი, რომელიც გულშემატკივარმა დააკომპლექტა [PHOTO]
"ინტერს" რაფინია ალკანტარას "იჯარით აყვანა სურს
ტიაგო ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა