ოთხშაბათი

00000000000000000000

გორელებმა სოფია გააოცეს

გასულ კვირას გორელ ძიუდოისტთა გუნდი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის - ნიკო ბიბილაშვილის ხელმძღვანელობით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფებოდა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად და ერთობლივი წვრთნების გასამართავად.

ბულგარეთში სტუმრობა გორელებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, რადგან მათ შეჯიბრებაზეც წარმატებით იასპარეზეს და ერთობლივი შეკრების დროსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სპორტსმენებთან ერთად ნაყოფიერად ივარჯიშეს.

ტურნირზე გორელებმა სამ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს. მასში მასპინძელთა და ქართველ ძიუდოისტთა გარდა მონაწილეობა მიიღეს მაკედონიის, ხორვატიის, მონტენეგროს, სლოვენიის, რუმინეთის და ყაზახეთის გუნდებმა.

გორელებმა სამივე ასაკში საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს. მეტიც, მათ გააოცეს ადგილობრივები მომზადების დონით, ტალანტით და კლასით, რის ხარჯზეც 20 ძიუდოისტისგან თექვსმეტმა სხვადასხვა სინჯის მედლის დაუფლება შეძლო, 10 კი სულაც ოქროს მედალს დაეუფლა.

2000-2001 წწ დაბადებულებს შორის პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ გაგა ჭულუხაძე (50 კგ), ლაშა ნადირაძე (55), ალექსანდრე კაიდარაშვილი (66), ალექსანდრე ხუბულური (73), ტარიელ ბუქულაშვილი (81), ოთარ გოგიძე (90), ბადრი ხატისკაცი (+90), ამავე ასაკში მეორე ადგილებზე გავიდნენ ილია ტიელიძე (60), გურამ გოჩაშვილი (81), ლევან ცარელაშვილი (90), ჯაბა ქარელიშვილი (+90). მესამე ადგილზე გავიდა სოსო ასკილაშვილი (66).

2002-2003 წწ დაბადებულებს შორის ოქროს მედლები მოიპოვეს დავით დვალიშვილმა (50) და გიორგი იანტბელიძემ (55), ვერცხლის მედალი ირაკლი მწარიაშვილმა (55) აიღო.

2004-2005 წწ დაბადებულებს შორის პირველი ადგილის მფლობელი არჩილ მამულაშვილი (66) გახდა.

"ბულგარელებმა ერთობლივი წვრთნებისთვის ცოტა ხნის წინათ მიგვიპატიჟეს. იქაური მედია ჩასვლამდეც აანონსებდა, რომ შავდათუაშვილის, ტატალაშვილის და მარგველაშვილის პირადი მწვრთნელი უნდა ჩასულიყო უმცროსი ასაკის მოჭიდავეებით დაკომპლექტებული გუნდით. ტურნირზე წარმატებით მონაწილეობის შემდეგაც ადგილობრივმა სპორტულმა მედიამ ფართოდ გააშუქა გორელების სტუმრობა სოფიაში. რასაკვირველია საამისო საფუძველი თავად ჩვენმა ძიუდოისტებმა მისცეს. აღსანიშნავია, რომ თავად კმაყოფილები არა მხოლოდ შეჯიბრებით, შეკრებითაც დავრჩით. ამასთან, შევთანხმდით სამომავლო ურთიერთობების შესახებ, მოვიპატიჟეთ ბულგარელები გორში და სამომავლოდ თავადაც შევპირდით სტუმრობას სოფიაში" - გვითხრა ნიკო ბიბილაშვილმა ბულგარეთში სტუმრობის შესახებ.

ვასილ ბალახაძე

0000000000000000000000000000

0000000000000000

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა