სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი და ასაკობრივი ლიგების საპლეიოფო თარიღები დაამტკიცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი და ასაკობრივი (19, 17 და 15-წლამდელების) ლიგების საპლეიოფო თარიღები დაამტკიცა...

ცნობილია, რომ გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული 2-მატჩიანი ფინალით გამოვლინდება, რომელშიც ერთმანეთს "წითელი" და "თეთრი" ჯგუფების პირველადგილოსნები - "სამტრედია" და "ჩიხურა" შეხვდებიან. მატჩები 3 და 11 დეკემბერს გაიმართება.

ბრინჯაოს მედლისთვის ერთმატჩიანი მცირე ფინალი ნეიტრალურ მოედანზე 10 დეკემბერსაა დანიშნული. ამ ფინალის მონაწილე გუნდების ვინაობა კი ჯგუფებში მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულებს შორის ორ ნახევარფინალურ მატჩში გაირკვევა, რომელიც 30 ნოემბერს და 4 დეკემბერს ჩატარდება. აქ წილისყრა საჭირო აღარ იქნება და გუნდები ჯვარედინი პრინციპით დაწყვილდებიან: ერთი ჯგუფის მეორეადგილოსანი მეორის მესამეადგილოსანს შეხვდება. დამარცხებულისთვის სეზონი ამით დასრულდება.

პლეი-აუტში ჯგუფებში მე-5 და მე-6 ადგილებზე გასულები დაწყვილდებიან და 1 და 6 დეკემბერს ითამაშებენ. ორივე დამარცხებული და ორივე ჯგუფის მეშვიდეადგილოსანი მომავალი სეზონიდან PRO ლიგა 2-ში ითამაშებს. აქაც ჯვარედინი პრინციპია: ერთი ჯგუფის მეხუთეადგილოსანი მეორის მეექვსეადგილოსანს შეხვდება. გამარჯვებული PRO ლიგა 1-ში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული - PRO ლიგა 2-ში. მაგრამ მეხუთეადგილოსანს მოედნის უპირატესობა ექნება და პირველ შეხვედრას გასვლაზე გამართავს, მეორეს კი - შინ.

ანუ პლეი-ოფის მატჩებს მხოლოდ ჯგუფებში მე-4 და მე-7 ადგილებზე გასულები არ ჩაატარებენ. პირველები PRO ლიგა 1-ში თამაშის უფლებას პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეშვიდეადგილოსნები ახალი სეზონიდან PRO ლიგა 2-ში მოხვდებიან.

პირველი ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის ორი მატჩი 28 ნოემბერს და 2 დეკემბერს ჩატარდება. მეორე ეტაპზე კი გუნდები ერთმანეთს 5 და 9 დეკემბერს შეხვდებიან.

ასაკობრივ ჩემპიონატებს რაც შეეხება, აქ 19-წლამდელთა ნახევარფინალები 5 დეკემბერს გაიმართება, ჩემპიონის გამოსავლენი დაპირისპირება კი - 9 დეკემბერს.

17-წლამდელთა მეოთხედფინალები 25 ნოემბერს შედგება, ნახევარფინალები - 29 ნოემბერს, ხოლო ოქროს მედლის მფლობელი 4 დეკემბერს გაირკვევა.

15-წლამდელთა შორის მეოთხედფინალი 25 ნოემბერს დაიგეგმა, ნახევარფინალები - 30 ნოემბერს, ხოლო ფინალი - 4 დეკემბერს.

დაბოლოს - საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ზესტაფონში 22 ნოემბერს, 19 საათზე გაიმართება. "დავით აბაშიძეზე" ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და პირველლიგელი მარტვილის "მერანი" შეხვდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" უზრუნველყოფს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

anzora
საკარტველოსჰი სჰესადზლებელია ასჰენდეს 68 სტადიონი ევროპული სტილის..ტბილისი დინამო და ლოკო,კუტაისი,პოტი,ზუგდიდიბატუმი,ტელავი,,,,გორი,,,მერე კი სოხუმი,,,და გვაკვს პოტენციალი ევროპის ჰემპიონატის ჰატარების,,,კარტველები ზარმაცები ვარტ,,ტორე ნიჯიერები..
demtre
სამტრედიას წარმატებას ვუსურვებთ ზესტადან ადვილი წარმოსადგენია რა იქნება სამტრედიაში 11 დეკემბერს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. XI ტური: ბათუმის "დინამომ" "ზუგდიდი" გაანადგურა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
კოლხეთი-სიონი 1:0 [VIDEO]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სამტრედია-საბურთალო 3:0 - დამაჯერებელი ლიდერი, წარუმატებელი დაბრუნება
დილა-დინამო (ბთ) 0:0 - ზავის ზღვისპირული სიყვარული [VIDEO]
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
უმაღლესი ლიგა. XIV ტური: პირველ ლიგაში კიდევ ერთი გუნდი დაქვეითდა