ლუიჯი დელ ნერის შემცვლელად ინგლისის ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელოც განიხილება
პორტუგალიური საფეხბურთო კლუბის "პორტუს" თავკაცი ანდრე ვილაშ ბოაში ტურინის "იუვენტუსის" თავკაცობის კანდიდატია. 33 წლის სპეციალისტმა ამ პოსტზე შესაძლოა ლუიჯი დელ ნერი შეცვალოს, რომლის მუშაობაც ტურინულ კლუბში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

იტალიის ჩემპიონატის 2010/11 წლის სეზონის 27 მატჩში "იუვენტუსმა" 41 ქულა მოაგროვა. ტურინული კლუბი სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს და ლიდერ "მილანს" 14 ქულით ჩამორჩება (ამასთან, მილანელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული).

რაც შეეხება ვილაშ ბოაშს, ის "პორტუს" მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში. პორტუგალიის ჩემპიონატში მისი გუნდი არ დამარცხებულა (19 მოგება და 2 ფრე), ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი 6 მატჩიდან 5 მოიგო (ერთი თამაში ფრედ დაასრულა). ევროპის ლიგის 1/16 ფინალში "პორტუმ" "სევილია" დაამარცხა, შემდეგ რაუნდში პორტუგალიელთა მეტოქე მოსკოვის ცსკა იქნება.

ვილან ბოაში "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი არაა. ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ასევე განიხილავს პეტერბურგის "ზენიტის" თავკაცის ლუჩანო სპალეტის კანდიდატურას. კიდევ ერთი პრეტენდენტი "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფაბიო კაპელოა, რომელიც ინგლისის ნაკრებს უდგას სათავეში. დელ ნერიმ კლუბი შესაძლოა სეზონის ბოლოს დატოვოს.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა